ოლიმპი ჩვენთვის ვიტრინაა ევროპაში
მერაბ მამულაშვილი
ბრაზილიურმა მედიამ ?ატლეტიკო პარანაენსესა? და რუსთავის ?ოლიმპის? თანამშრომლობას სერიოზული ყურადღება დაუთმო. ხსენებული კლუბის პრეზიდენტმა მარკო მალუსელმა, რომელიც ახლახან საქართველო სტუმრობდა, კურიტიბის რადიო CNB-სთან კომენტარში ასეთი რამ თქვა:
?მე ვიყავი საქართველოში, სადაც რუსთავის ?ოლიმპსა? და ქვეყნის ხელისუფლებასთან კონტრაქტი გავაფორმეთ. ეს გუნდი ჩვენს სპორტულ ცენტრში მოემზადება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის. იქაური კლუბის პერსონალს ჩვენგან სწავლა სურს და ამაშიც ხელს შევუწყობთ. ამას გარდა, ქართულმა მხარემ ფეხბურთელები არენდით ითხოვა და ამაზეც დავთანხმდით. კონტრაქტის მიხედვით, ?ოლიმპს? რამდენიმე ფეხბურთელს დავუთმობთ. ეს ჩვენთვისაც საინტერესოა, რადგან ქართული კლუბი ევროპის ლიგაში გამოდის და აღმოსავლეთ ევროპის ბაზარზე დამკვიდრება გვსურს?.
?დიარიო პოპულარე? კი აქვეყნებს სტატიას, სათაურით - ?საერთო საქმე რუსთავის ?ოლიმპთან?.
?ატლეტიკო პარანაენსემ? ამ კვირას ქართულ კლუბ ?ოლიმპთან? კონტრაქტი გააფორმა. ბრაზილიური კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ ქართულ კლუბს აღმოსავლეთ ევროპაში ვიტრინად გამოიყენებს. ეს არის ერთობლივი პროექტი, რომელიც ორივე კლუბის ინტერესს პასუხობს?, - ამგვარად ახსნა ?ატლეტიკოს? პრეზიდენტმა პარტნიორობის მიზეზი. მცველი ალექს ფრაგა, ნახევარმცველები - ჟერონიმო და ჩოკო, თავდამსხმელები - ანდერსონ აკინო და ჟონატასი ახალ სეზონს ?ოლიმპში? გაატარებენ, რადგან ეს კლუბი ევროპის ლიგის მონაწილეა. მალუსელის თქმით, ეძებდა კლუბს, რომელიც ევროპის საკლუბო ტურნირში ითამაშებდა და ?ატლეტიკო პარანაენსესთან? ითანამშრომლებდა?.
?უოლ ეშპორტეს? ინფორმაციით, ?ოლიმპისთვის? გამზადებული 5 ფეხბურთელიდან, ?ატლეტიკო პარანაენსეს? ძირითად შემადგენლობაში სტაბილურად არც ერთი არ თამაშობდა. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ისინი ცუდი მოთამაშეები არიან - საქართველოში გაცილებით დაბალი ლიგის ფეხბურთელებსაც უთამაშიათ და ქართული კლუბებისთვის დიდი სამსახური გაუწევიათ. მაგალითად, კარლოს და როჩა თბილისის ?დინამოს? საკვანძო მოთამაშე გახლდათ, ჟილვან ვიეირა კი - ?ზესტაფონის? ლიდერი და ერთ-ერთი ბომბარდირი.
ერთი ხანობა, აქტუალური იყო მათი ნატურალიზაციისა და საქართველოს ნაკრებში თამაშის საკითხი. ორივე მათგანი საქართველოში ბრაზილიის მეორე დივიზიონის კლუბებიდან ჩამოიყვანეს. ასეთებს, სამხრეთამერიკელები პლაჟის ფეხბურთელებად მოიხსენიებენ. მათთან შედარებით კი ?ატლეტიკო პარანაენსე? რუსთავის ?ოლიმპს? გაცილებით მაღალი კლასის მოთამაშეებით მოამარაგებს.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/160/160-3.htm----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ტორსჰავნი ოლიმპის ტოლი არ არის
ნიკოლოზ ნეფარიძე
ბ 36-ოლიმპი 0-2
0:1 სირბილაძე (6), 0:2 ხუბუა (28)
ბ 36: ი. იაკობსენი - ფერიო, ელინსგაარდი, ჰ. იაკობსენი, ა. გუნარსონი - მიდიორდი (17. ჰოლმბერგი), მატრასი, რ. იაკობსენი, ოლსენი (90. ჰერმანსენი), მალსონი (65. ბორგი) - კორომა.
სათადარიგოები: რასმუსენი, პ. იაკობსენი, კლემენტსენი, ბორგი, ეისტუროი.
ოლიმპი: ალავიძე - ღონღაძე, მაჭავარიანი, ლომიძე, გილაური - სეთურიძე, დობროვოლსკი, ზ. ჭელიძე, ხუბუა (57. გ. ჭელიძე) - ჩხეტიანი (59. მეგრელაძე), სირბილაძე (74. ფიფია).
სათადარიგოები: შეყრილაძე, რეხვიაშვილი.
გაფრთხილება: ელინსგაარდი (18), ლომიძე (60)
არბიტრი: მ. ვლკი (სლოვაკეთი)
16 და 23 ივლისს, სტუმრად და მერე შინ, საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი და თასის ფინალისტი რუსთავის ?ოლიმპი? ორრაუნდიან ორთაბრძოლაში პოლონურ ?ლეგიას? გამოიწვევს. გუშინ შორეულ ფარერებზე ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა - ?ოლიმპმა? იქაური ?ბ 36? 2:0 დაამარცხა.
თუკი ფარერულმა ?ბ 36-მა? ზუსტად ის შემადგენლობა დააყენა, რითაც ის ევროპის ლიგის ისტორიაში პირველ მატჩზე წარდგა რუსთავული პუბლიკის წინაშე, ვალერი კილასონიას ?ოლიმპმა? ორი ცვლილება განიცადა, ორივე იძულებითი - დისკვალიფიცირებული კაპიტნის, შოთა ბაბუნაშვილის ნაცვლად გელა ხუბუამ ითამაშა, ხოლო ახალი გათამაშების პირველი გოლის ავტორმა გიორგი მეგრელაძემ შეტევაში ადგილი გაგა ჩხეტიანს დაუთმო, რადგან ტრავმა ბოლომდე ვერ მოირჩინა, თუმცა მეორე ტაიმში მაინც შევიდა მოედანზე, სწორედ ჩხეტიანის ნაცვლად.
ვფიქრობთ, ორი მატჩის ჯამში გამარჯვებული გუნდის ვინაობა ეჭვს ისედაც ნაკლებად იწვევდა, მაგრამ ?ოლიმპის? მიერ გატანილი სწრაფი გოლის შემდეგ ყველაფერი გაირკვა - კილასონიას გუნდი მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს და პოლონურ ?ლეგიას? გაეჯიბრება. მე-6 წუთზე სწრაფი გოლი ირაკლი სირბილაძემ გაიტანა და 11 მეთევზეს იმედი საბოლოოდ გადაუწურა. სირბილაძემ გოლამდე წუთით ადრე სცადა გატანა, მაგრამ ბურთი მასპინძლებმა კუთხურზე მოიგერიეს. კუთხური გიორგი სეთურიძემ მოაწოდა და... 1:0. ორი მატჩის ჯამში ?ოლიმპი? 3:0 დაწინაურდა. მასპინძელთა ერთი საპასუხო შეტევის შემდეგ ?ბ 36-ის? კარისკენ ურტყეს: ჩხეტიანმა, ჭელიძემ, სეთურიძემ, დობროვოლსკიმ... მოკლედ, ვისაც არ დაეზარა. მეორე გოლმაც არ დაახანა - 28-ე წუთზე გელა ხუბუამ ანგარიში 2:0 გახადა ქართული კლუბის სასარგებლოდ. ამის შემდეგ, ტაიმის ბოლომდე, მცირე უპირატესობა მასპინძლებმა იგდეს ხელთ, ალავიძის კარს ჯერ მცველი ელინსგაარდი დაემუქრა შორეული დისტანციიდან, შემდეგ მალსონმა სცადა ბედი.
მეორე ტაიმი გუნდებმა ცოცხლად, ორმხრივ შეტევებში დაიწყეს, მატჩის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო და მასპინძლებიც და სტუმრებიც უფრო თავისუფლად ათამაშდნენ. ნახევარმცველ იაკობსენის შეტევას, ჩხეტიანმა უპასუხა სახიფათო დარტყმით, იქვე კორომამ და ოლსენმა შეგვიტიეს. მასპინძლებს უპირატესობის მოპოვება რუსთაველთა თავკაცმა არ აცალა, მან შემადგენლობაში კორექტივები შეიტანა, მოედანზე მეგრელაძე და გიორგი ჭელიძე გამოვიდნენ, მოგვიანებით გოგა ფიფიაც ვიხილეთ მოედანზე და სათადარიგოთა სკამზე ორი ფეხბურთელიღა დარჩა (?ოლიმპს? განაცხადში მხოლოდ 16 ფეხბურთელი ჰყავდა). მატჩის ბოლომდე სერიოზული არაფერი მომხდარა. რუსთაველები იაკობსენის კარს 8-ჯერ დაემუქრნენ, ტორსჰავნელებმა კი ალავიძის კარის მიმართულებით სულ ათჯერ დაარტყეს, მაგრამ ერთხელაც ვერ იხეირეს...
http://www.opentext.org.ge/09/lelo/160/160-2.htm