acdachiრატომ აბა გაიხსენე დინამო-სპორტინგი 0:4 შეხვედრა, 4-ვე გოლი ვისი ბრალი იყო
gio:)სპარტაკში გადავიდაო ეგ წერია, აი:
სპარტაკის დანაკლისი და მატება
გია ტუხაშვილი
ცხინვალის ?სპარტაკი? აქტიურ სატრანსფერო პოლიტიკას აგრძელებს. წინა ჩემპიონატისგან განსხვავებით, სახეშეცვლილ გუნდს ამბიციური გეგმები აქვს. ?სპარტაკის? ერთ-ერთი ფასეული შენაძენი დავით ოდიკაძე გახლდათ. იცით, რომ ის ბაქოს ?ინტერში? გააგრძელებს კარიერას, თუმცა დანაკლისს უმალ მატება მოჰყვა - ?სპარტაკში? ითამაშებს არანაკლებ გამოცდილი ფეხბურთელი ოლეგ გველესიანი. ბოლო ორი სეზონის განმავლობაში ის თბილისის ?დინამოში? თამაშობდა. საერთოდაც, ამ მარცხენაფლანგელმა კარიერა საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბში დაიწყო - დებიუტი 17 წლის ასაკში ჰქონდა. თავდაპირველად, ახალგაზრდა ფეხბურთელს ?დინამოს? ძირითადში არც თუ ხშირად უწევდა თამაში. მერე, ერთი სეზონი ?ბათუმის? ღირსებას იცავდა, 2001 წლიდან კი ზედიზედ ექვსი სეზონის განმავლობაში ?ვიტ ჯორჯიას? ძირითადი მოთამაშე იყო.
2007 წელს გველესიანი დაბრუნდა იქ, სადაც მისი კარიერა დაიწყო, თუმცა მიზეზთა (ხშირი ტრავმები და სხვა) გამო ?დინამოს? შეუცვლელ ფეხბურთელად ვერ იქცა. არადა, ეროვნულ ჩემპიონატში 200-მდე მატჩი აქვს ჩატარებული და სამწუხაროდ, ზოგიერთ მწვრთნელს დღესაც ვერ გაურკვევია გველესიანის ზუსტი ამპლუა. მიაჩნიათ, რომ ის მხოლოდ დაცვის მარცხენა ფლანგზე უნდა თამაშობდეს, ზოგიერთისთვის კი მარცხენა ნახევარმცველია...
წინა ჩემპიონატში გველესიანი ?დინამოში? თამაშობდა და ამ გუნდის ისტორიაში 1600-ე გოლის ავტორიც გახდა. ?ვიტ ჯორჯიასა? და ?დინამოს? შემადგენლობაში საქართველოს ორგზის ჩემპიონი ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტი გახდა და ყველას რომ ეგონა, რუსთავის ?ოლიმპში? ჩაირიცხებოდა, თავი აზერბაიჯანში ამოყო. თუმცა ბაქოს ?სტანდარდში? მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა და ისევ სამშობლოში დაბრუნდა. ?სპარტაკის? ვიცე-პრეზიდენტმა მურთაზ შელიამ გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელის ფასი კარგად იცის და გველესიანსაც თავისთან უხმო, მით უმეტეს, ?სპარტაკის? დაცვის მარცხენა ფლანგი აშკარად გაძლიერებას საჭიროებდა (ისე, როგორც კიდევ ორი პოზიცია). ამდენად, გველესიანი სოლიდურ შენაძენად უნდა მივიჩნიოთ.
და ?სპარტაკთან? დაკავშირებული კიდევ ერთი სიახლე - დუბლშემადგენლობის მთავარ მწვრთნელად გამოცდილი სპეციალისტი, ლანჩხუთის ?გურიას?, ფოთის ?კოლხეთისა? და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი თავკაცი გიგლა იმნაძე დაინიშნა, მის თანაშემწედ კი დებიუტანტი მწვრთნელი, 28 წლის რამაზ სვანაძე იმუშავებს. სვანაძეების საფეხბურთო ოჯახის წარმომადგენელმა აქტიური კარიერა ტრავმების გამო ნაადრევად დაასრულა და მამისა და ბიძის მსგავსად მწვრთნელობა გადაწყვიტა...
http://www.opentext.org.ge/09/lelo/204/204-7.htm This post has been edited by geor-gien on 31 Aug 2009, 18:54