1. შოთა
ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული გოლეადორი, უეფას თასზე ყველა დროის ერთ-ერთი ბომბარდირი
სტაბილური, რომელმაც ყველა გუნდში ითამაშა ძაალინ მაღალ დონეზე და ლიდერი იყო ყველგან, დინამოში, ტრაბზონში, აიაქსში, რეინჯარსში და ალკმაარშიც, ნუ ლევანტეში არ უთამაშია ფაქტიურად
ერთადერთი ხინჯი - ბარსა-რეალ- ნუ მოკლედ ზეტოპ-გუნდში არ უთამაშია, არადა დარწმუნებული ვარ დაამშვენებდა (სხვათაშორის ვერონმა უპასუხა ასე არგენტინაში დაბრუნების შემდეგ, რამეზე თუ გწყდება გულიო, ბარსაში ან რეალში რომ ვერ ვითამაშეო. მოუხდებოდა ამასაც, მაგრამ ეს არაა ამ თემაში ახლა მნიშვნელოვანი)
2. ქეცბაია
უდავოდ უსაყვარლესი ფეხბურთელი, ნევასეიდაი და მენტალურად ლიდერი
მთელი საათი სემიძლია ვაქო, მაგრამ პირველ ადგილზე ვერ ვაყენებ ერთი ასეთი მიზეზის გამო - ნიუკასლში მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი, ვარსკვლავი და ლიდერი იყო და უმნიშვნელოვანესი გოლები გაჰქონდა (მაგ. უდინეზეს რომ მიართვა) სტაბილურად ძირითადის ფეხბურთელი ვერ გახდა, ნუ არც მკვდარი ზამენის კაცი ყოფილა, მაგრამ.. მოკლედ ნუ ხვდებით იმედია... ეს შეიძლება მწვრთნელის ბრალიც იყო (ხომ გახსოვთ ბუცები რომ გაიხადა ერთხელ გამწარებულმა გატანილი გოლის შემდეგ, თამაშს როგორ არ მაძლევთ თქვენი ასე და ისეო

) მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში... ნუ მოკლედ... ალბათ რეალურად დროშიც ამათ შორის ყველაზე მეტად არ გაუმართლა, კვიპროს-საბერძნეთს (ფეხბურთელის რანგში) დიდხანს შემორჩა და უკვე ასაკიც ქონდა ნამდვილ ევროპაში როცა წავიდა სათამაშოდ, თუმცა დღეს უკვე მწვრთნელის რანგშიც ამტკიცებს რომ დიდი ფეხბურთელი იყო, მოკლედ როგორც კომუნისტების დროს იცოდნენ სკოლაში ოთხიანი პლიუსით რა...
3. კალაძე
ყველაზე ტიტულოვანი და ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი ზეტოპ გუნდში, თუმცა ამპლუით მცველია, რაც მაინცდამაინც ჰიტური არაა და თან ხშირი ტრავმიანობა უშლის ხელს პირველობაში რეალურად, მაგრამ კალაძე ხუთი-ექვსი წელი კიდევ ითამაშებს და ვნახოთ, ამ შემთხვევაში ეს პოზიცია მისთვის შესაძლოა საბოლოო არ იყოს
4. ქინქლაძე
დამოუკიდებლობის (და შესაძლოა საერთოდაც ყველა დროის) ყველაზე დიდი ტალანტი და ყველაზე დიდი იმედგაცრუებაც. თუმცა მიუხედავად ამ იმედგაცრუებისა მაინც ცალსახად მეოთხე საპრიზო

ადგილზე უმყარესად მდგომი, მიუხედავად იმისა, მრომ გვყავს კობიაშვილიც, რომელიც ალბათ ბუნდესლიგის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და სასურველი ფეხბურთელია.