ის, რაც აქამდე არ ვიცოდით
მერაბ მამულაშვილი
საჩხერეს რაიონში თუ გაივლი, მიხვდები - საქართველოში ბევრმა არ ვიცით, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. ?მისთვის? არ არსებობს სიტყვა პიარი და საქმეს უჩუმრად აკეთებს.
გაგახსენდებათ ქართველი ბიზნესმენი, ან რომელიმე მინისტრი, მცირედი საქმე, ან თუნდაც უპატრობო ბავშვებისთვის ათი თეთრიანი კამფეტების გადაცემა რომ არ გაეპიარებინოს? ეს ქველმოქმედება აღარაა, ეს ანგარებაა.
?ის? საჩხერეელი კაცი კი ჩრდილში დგას, ჭირის დღესავით ვერ იტანს აფიშირებას და სხვებსაც უკრძალავს - არ მახსენოთ, რამეს რომ ვაკეთებო.
არადა, ქართულ ფეხბურთს უდიდეს საქმეს უკეთებს, ჩვენ კი გონზეც არ ვყოფილვართ - ქართველი გულშემატკივრისთვის ცნობილია, რომ მშვენიერი ბაზა შენდა ზუგდიდში, საგურამოში, რომ ზესტაფონს საკუთარი ?მილანელოს? აშენება განუზრახავს, მაგრამ არ ვიცოდით, რომ ბოლო დროს საჩხერეში ორი ჩინებული საფეხბურთო ბაზა აშენდა.
ეს ამბავიც სხვებისგან შევიტყვეთ. სანაკრებო პაუზის დროს, რუსთავის ?ოლიმპმა? საჩხერეში გადაწყვიტა მომზადება და ოთარ კორღალიძემ, კლუბის მაშინდელმა მთავარმა მწვრთნელმა გვითხრა, რომ ?ჩიხურას? კარგი ბაზები აუშენეს და ხანმოკლე შეკრებას იქ ჩავატარებთო.
მას შემდეგ საჩხერეში გამგზავრება და მასალის მომზადება გადავწყვიტეთ და არც შევმცდარვართ - ფეხბურთის განვითარებსითვის საფუძველი საქართველოს ერთ რეგიონში მაინც ჩაუყრეს. როდესაც გულშემატკივართა ნაწილი თვლიდა, რომ ?მან? ფეხბურთზე ხელი აიღო, რადგან ?ჩიხურას? ძველებურად აღარ აფინანსებდა, გაცილებით მადლიანი საქმეები წამოუწყია, ვიდრე გუნდის დაფინასებაა.
საჩხერეში ფეხბურთის განვითარებაზე პასუხისმგებელი ჯგუფი ამოქმედა, რომელიც მთელი რაიონის მაშტაბით სკოლებსა და გუნდებს აკონტროლებს და მას ცნობილი მწვრთნელი სოს ფრუძე ხელმძრვანელობს.
?მან? საჩხერეში სამი წლის წინ დაიწყო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რაც დღეს უპირველეს პრობლემადაა ქცეული. უკვე აშენებულია ორი თანამედროვე სპორტული ბაზა, სოფლებში მოედნები სავარჯიშო კონდინციებამდეა მიყვანილი და მალე ევროპული დონის სტადიონის მშენებლობასაც დაიწყებენ.
საჩხერის ?ჩიხურა? პირველ ლიგაში წელს განსაკუთრებული ამბიციებით არ გამოირჩევა, მაგრამ კულისებში ამბობენ, რომ უახლოეს პერიოდში ჩვენს ზესტაფონელ ძმებზე ნაკლები გუნდი არ გვეყოლებაო.
თითქოს, უმნიშვნელო დეტალია, მაგრამ ?ჩიხურას? საკუთარი ახალთ-ახალი ავტობუსის ემსახურება - უმაღლესი ლიგის ბევრი გუნდი ტრანსპორტს ქირაობს, საჩხერელებს კი ეს პრობლემა მოუხსნეს.
სოსო ფრუიძე, საჩხერეს რაიონში ფეხბურთის განვითარების ჯგუფის ხელმძღვანელი, პოსტზე ?ქართუ ჯგუფმა? დანიშნა და უკვე სამი წელია, რაიონის წარმოჩენას ცდილობს.
- როგორც ვიცით, თქვენ საჩხერეს რაიონში ფეხბურთის განვითარების სისტემა შეიმუშავეთ.
- დიახ, ?ქართუ ჯგუფმა? დამნიშნა და რაიონში ფეხბურთის განვითარების პროგრამაა შევიმუშავეთ. მთელს რაიონში ჯგუფები და საფეხბურთო სკოლები ჩამოვაყალიბეთ, სადაც 350-დე ბავშვი ვარჯიშობს. მათგან 250-დე ბავშვი პირველიდან მეხუთე კლასის ასაკისიაა, რაც ყველზე მეტად გვახარებს - როდესაც ჩამოვედით, აქ გუნდები არ დაგვხვედრია, მხოლოდ 1991-წლიანები ვარჯიშობდნენ. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ სისტემა, სადაც ყველაფერი ცენტრალიზებულია: როგორი ტაქტიკითაც თამაშობს პირველი გუნდი, იგივე განლაგებას ვაჩვევთ რეგიონალლიგის ფარმკლუბი და ყველაზე დაბალი ასაკის გუნდებიც. მწვრთნელები ყველა სოფლებისა და დასახლებების ტურნირებს ესწრებიან. მაგალითად, სკოლა არის ჭალისზონაში, სავანეში, კორბოულში, ჯალაურთში და ა.შ. სხვათა შორის, კორბოულში საფეხბურთო სკოლა არასდროს ყოფილა და ჩვენ გავხსენით.
- ამ ყველაფერს ?ქართუ ჯგუფი? უვლის?
- რა თქმა უნდა და ბავშვები ფულს არ იხდიან, ინვენტარი, ბურთებით და ყველა საჭირო ატრიბუტიკით ვამარაგებთ. მშობელმა სკოლაში ბავშვი უნდა მოიყვანოს, დანარჩენი ჩვენი მისახედია.
- სამი წლის განმავლობაში პროგრამამ რა შედეგი გამოიღო?
- ყვეწლაზე მთავარი შედეგი ისაა, რომ ხალხი ფეხბურთით უფრო მასიურად დაინტერესდა და ბევრი ნიჭიერი ბავშვი გამოჩნდა. მეტი რა შედეგი გინდათ, სამი წლის წინ, სპორტსკოლის მხოლოდ ერთი ჯგუფი დაგვხვდა, რომელსაც ჯონი ქიქაძე ავარჯიშებდა. ამ კაცის დამსახურებაა, რაიონში საბავშვო ფეხბურთი რომ არ მოკვდა. ვატარებთ შიდა სასკოლო პირველობებს, რომელსაც უამრავი ხალხი ესრწრება. შერჩეული გვყავს 25-დე ნიჭიერი ბავშვი, რომლებსაც კვირაში ერთხელ მაინც ვკრიბავთ და ვავარჯიშებთ. ეს მათ წახალისებას და სტიმულირებას ემსახურება. დასავლეთის პირველობაზე 1995-წლიანების გუნდი გვყავს. სხვათა შორის, უკვე მთავარ ?ჩიხურაშიც? ფეხბურთელთა 95-პროცენტი ადგილობრივია. ბევრი მათგანს ფეხბურთიდან წასული იყო და მოვაბრუნეთ, რადგან ნიჭიერი ბავშვები იყვნენ და თამაში შეეძლოთ. როდესაც ?ჩიხურა? უმაღლეს ლიგაში გამოდიოდა, ფეხბურთელთა უმრავლესობა ჩამოსული გახლდათ, ადგილობრივებს კი გასაქანი არ ეძლეოდათ. ამას ვინ ჩივის, პირველი ლიგის ?ჩიხურა 2-ში? და ჭაბუკთა ლიგის გუნდშიც კი (?!), უმრავლესობა ჩამოყვანილი გახლდათ. ასეთ პირობებში ადგილობრივებს არანაირი გასაქანი არ ჰქონდათ, საჩხერეში თითქოს იყო ფეხბურთი, მაგრამ რეალურად სისტემა მოშლილი გახლდათ და ჩვენი მიზანი სისტემის აწყობა გახლდათ და ავაწყვეთ კიდეც.
- ცოტა არ იყოს, დაუჯერებელი ინფორმაცია მოგვაწოდეს: რომ საჩხერეს ?ჩიხურას? ბიუჯეტი მილიონ დოლარია და მთავარი გუნდის გარდა, თანხა სწორედ ინფრასტრუქტურულ პროექტებში იხარჯება.
- მილიონი დოლარი გააზვიადებული თანხაა, ჩვენ არც სხვებზე მეტი გვაქვს და არც სხვებზე ნაკლები. თუმცა, გაგვაჩნია ისეთი პირობები, რომელიც უკაღლესილიგის კლუბებსაც ენატრებათ და რაც ფეხბურთელის ზრდისთვის აუცილებელია.
- ანუ, თანხების უდიდესი ნაწილი ინფრასტრუქტურის განვითარებაში მიდის?
- რა თქმა უნდა, ორი ბაზა აშენდა, სოფლებში მოედნების ნაწილი მოწესრიგდა, ამას ხომ დიდი თანხები სჭირდება. ამ პროექტებზე უფრო ვრცლად გეტყვით: საჩხერეში აშენებულ ბაზაზე ბავშვები ვარჯიშობენ. იქაა ხელოვნურსაფრიანი მოედანი, ოთხი გასახდელი, მსაჯთა და მწვრთნელთა ოთახები, საშხაპეები და 600 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნა. მართალია, ეს საბავშვო სკოლის ბაზაა, მაგრამ ?ჩიხურა? ახლა ამ სტადიონზე თამაშობს - თასზე რუსთავის ?ოლიმპსა? და თბილისის ?დინამოს? შევხვდით. ზუსტად ასეთივე ბაზა ივანწმინდაში საჩხერეს ?ჩიხურასაც? აუშენეს, ოღონდ იქ მშვენიერი ბალახის მოედანია, ტრიბუნა იქაც 600 კაცს იტევს, არის კომფორტული გასახდელები, საშხაპეები და ასე შემდეგ. ამას გარდა, იგეგმება საჩხერეს ცენტრალური სტადიონის გენერალური რეკონსტრუქცია. როგორც ვიცი, პროექტი დამტკიცებულია და მისი დასრულების შემთხვევაში, 7-8 -ათასიანი გადახურული თანამედროვე სტადიონი გვექნება.
- სტადიონის მშენებლობა როდის დასრულდება?
- უკვე დაწყებულიც იქნებოდა, რომ არა რუსეთის აგრესია. თუკი ვითარება დალაგდება, მაშინ მშენებლობა მალე დაიწყება. ყოველ შემთხვევაში, ეს აზრი არსებობს, პროექტიც შედგა, რომ საჩხერის რაიონს საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ინფრასტრუქტურა ჰქონდეს.
- ეს ყველაფერი ?ქართუ ჯგუფმა? ააშენა?
- რა თქმა უნდა. ჩვენი მიზანია, საქართველოს ჩვენი რეგიონის მაგალითზე ვუჩვენოთ, თუ როგორ შეიძლება ფეხბურთის განვითარება. ხვალ რომ იგივეს სხვა რაიონები გააკეთებენ, მერწმუნეთ, ქართული ფეხბურთი უდიდეს პროგრესს მიაღწევს.
გამგეობამ კი ხელოვნურსაფრიანი მინი-მოედნები მოაწყო, რაც ფეხბურთის მასობრიობისთვის აუცილებელია. მაგალითად, საჩხერეში ოთხი მოედანია, სოფელ კორბოულში მოედანი საერთოდ არ ყოფილა და ახლა ბავშვებს გართობის საშუალება გააჩნიათ.
ზურაბ ცერცვაძე, საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი:
- ბაზების ტერიტორიები საჩხერის მუნიციპალიტეტის საკუთრება გახლდათ და გუნდს სახელმწიფომ ფეხბურთის განვითარებისთვის გადასცა. ძალიან კარგი საქმე კეთდებოდა და ?ჩიხურას? თანადგომა საჭიროდ ჩავთვალეთ. ქართველმა მეცენატმა საჩხერეში ფეხბურთის განვითარების დიდი სურვილი გამოხატა და რაღა თქმა უნდა, ამ სურვილმა გაგვახარა. ვალდებულებიც ვართ, გვერდში დავუდგეთ. გუნდისთვის განკუთვნილი თანხები სწორად და მიზანმიმართულად იხარჯება. პრიორიტეტები განსაზღვრულია - ინფრასტრუქტურისა და ბავშვთა ფეხბურთის განვითარება. ამას გარდა, გუნდს გააჩნია ის ფინანსური პირობებიც, რაც პირველი ლიგის კლუბს სჭირდება. თუკი ვინმეს საქართველოში კარგი მოსამზადებელი პირობები გააჩნია, ერთ-ერთი მათგანი უპირველესად ?ჩიხურაა?.
- საჩხერის ცენტრალური სტადიონის რეკონსტრუქცია რამდენად რეალურია?
- ჯერ დაკონკრეტებას მოვერიდები, თუმცა, რეკონსტრუქციისთვის მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს და ალბათ, მალე საჩხერეს თანამედროვე, ევროპული დონის სტადიონი შეემატება. სტადიონთან არის დამატებითი ფართობი, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მზად ვართ, ისიც ?ჩიხურას? გადავცეთ, რათა ბავშვებისთვის დამატებით ორი მოედანი მოაწყონ.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/262/262-7.htm