,,მიზანი, რომელსაც პირველ ლიგაში დარჩენა ჰქვია, მიღწეულია"
ოზურგეთელი 25 წლის რუბენ ჭეიშვილი 2003 წლიდან დღემდე ოზურგეთის ,,მერცხალის” ერთგული ფეხბურთელია. ,,გურიის მოამბესთან" ჭეიშვილი იგივე ,,ჭეი” (როგორც მას გუნდში ეძახიან) შვიდი წლის წინანდელ ,,მერცხალსა" და დღევანდელს შორის შედარებებს აკეთებს, ანუ რა შეიცვალა გუნდში უკეთესობისკენ და რა დარჩა შესაცვლელი _ რუბენ, საიდან დაიწყო შენი საფეხბურთო კარიერა? სად გადადგი პირველი ნაბიჯები?
_ პირველად თემურ გიორგაძესთან ვვარჯოშობდი სოფელ თხინვალში. შემდეგ 2000 წელს წამოვედი ,,ბასაში~, სადაც მერაბ ვანიძე მავარჯიშებდა. ,,ბასადან~ თბილისში ,,ნორჩ დინამოში” გადავედი, შემდეგ ბათუმში, ბოლოს კი 2003 წელს ოზურგეთის ,,მერცხალში” მოვედი.
_ ოზურგეთის ,,მერცხალში” შემოთავაზება გქონდა?
_ სინჯები იყო მაშინ, ახალი გუნდი კეთდებოდა და მაშინ დამიტოვეს.
_ 7 წელია უკვე ,,მერცხალში~ თამაშობ, ანუ საკმაოდ დიდი ხანია გასული, რა იყო შვიდი წლის წინ და რა შეიცვალა დღემდე?
_ პირველ რიგში, ფეხბურთის მიმართ მიდგომაა შეცვლილი. ძაან დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადრინდელთან შედარებით. შვიდი წლის წინათ ელემენტალური ხელფასი არ იყო როცა მოვედი ამ გუნდში. ამ ეტაპზე ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ გასაკეთებელიც ბევრია, რაც ნელ-ნელა კეთდება.
_ ამ სეზონის გათამაშებაში ,,მერცხალი” ინარჩუნებს მეათე ადგილს, იყო თუ არა გუნდის მიზანი ეს ადგილი?
_ უფრო მეტიც შეიძლებოდა რათქმა უნდა, თავიდან რომ გადმოვედით პირველ ლიგაში, რაც იყო პროგრამა მაქსიმუმი, ეს იყო ადგილის შენარჩუნება ამავე ლიგაში. სამწუხაროდ, სახლში ისეთი თამაშები ვერ მოვიგეთ, რომელიც უნდა მოგვეგო. ეს ნებისმიერ გუნდში ხდება, ალბათ ზედმეტი თავდაჯერებულობის გამო იყო, დარწმუნებული ვიყავით, რომ ნაღდად მოვიგებდით და წავაგეთ. მთავარია, რომ ამ შეცდომების გამოსწორებაზე ვმუშაობთ. მიზანი, რასაც პირველ ლიგაში დარჩენა ჰქვია ამას მივაღწიეთ.
ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ ფეხბურთელები, მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ჩამოყვანილ ფეხბურთელებს, იმისთვის რომ ბოლომდე გვერდში გვიდგანან, არამარტო მინდორზე, არამედ ისეც ახლო ურთიერთობა გვაქს, სხვანაირად არც შეიძლება. ვნახოთ ერთად რას მივაღწევთ.
_ ანუ ამ შემადგენლობით პირველ ლიგაში კონკურენტუნარიანი გუნდი ხართ?
_ ოზურგეთის ,,მერცხალი~ არის ისეთი გუნდი, რომელიც იბრძოლებს თითოეული თამაშისთვის. არ აქვს მნიშვნელობა რა ეტაპზე იქნება და ვისთან იქნება.
_ საკუთარ თავზე რას იტყვი, როგორც ფეხბურთელზე, საერთოდ სხვამ უნდა შეგაფასოს, მაგრამ საინტერესოა შენი აზრი, რეჟიმს თუ იცავ, ფორმაში თუ ხარ და რა ეტაპზე ხარ როგორც ფეხბურთელი?
_ რეჟიმის დაცვის გარეშე ფეხბურთს ვერ ითამაშებ, ანუ რაღაცეები უნდა მიიკლო ცხოვრებაში. ამ ეტაპზე ჩემი თავით კმაყოფილი იმ მხრივ ვარ, რომ მონდომებით ვვარჯიშობ. ტრამვა მქონდა, 20 დღეა არ მივარჯიშია და ნელ-ნელა ფორმაში ვდგები, მაგრამ დასახვეწიც ბევრი მაქვს.
_,,მერცხალი~ როგორ ფინანსდება?
_ ხელფასს ვიღებთ ყოველთვიურად, პრემიებს რაც შეეხება ველოდებით. მართალია ელემენტალურია ეს ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი ოზურგეთელების დამსახურებაა.
_ ანუ გასულ წლებთან შედარებით ყურადღება ექცევა თქვენს გუნდს?
_ რა თქმა უნდა, ხელფასებიც მოგვემატა. ამაში დიდი დამსახურება არის ხარიტონ ჩხატარაშვილის, მაქსიმუმს აკეთებს გუნდისათვის და ჩვენც მასთან ერთად ვცდილობთ მაქსიმალურად იმისთვის რომ ოზურგეთში იყოს კარგი გუნდი, ჰქონდეს ელემენტალური პირობა, იმისთვის რომ გამოვიდეს და ითამაშოს.
_ შენ ოზურგეთელი ხარ, ოზურგეთელი გულშემატკივრები თუ გიდგანან გვერდში?
_ რა თქმა უნდა, გვერდში გვიდგანან, იყო თამაშები რომლებიც უნდა მოგვეგო და მოვიგეთ კიდეც. ამაში დიდი წვლილი მათ მიუძღვით. მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე თამაში წავაგეთ, მაინც მოდიან სტადიონზე და ჩვენს გვერდით არიან. რა თქმა უნდა, თუ უფრო მეტი მოვა, სტიმულიც მოგვეცემა, ჩვენთვის იქნება კარგი პირველ რიგში, და ყველა ოზურგეთელისთვის, იმისთვის რომ ფეხბურთმა ჩვენთანც იცოცხლოს.
_ სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
_ ჯერ-ჯერობით არ ვიცი. რაც მთავარია კმაყოფილი ვარ გუნდით და დღესდღეობით ჩემს საფეხბურთო კარიერას ,,მერცხალში~ განვაგრძობ. მომავალში ნამდვილად არ ვიცი რა იქნება.
http://guriismoambe.com/index.php?option=c...�&Itemid=55 * * *
************************************************
მთავარია პირველ რიგში ფორმაში ჩავდგე და ღირსეულად დავიცვა ,,მერცხალის" კარი
,,გურიის მოამბე" 22 წლის ზუგდიდელ ლაშა ძაგანიას ესაუბრა, რომელიც უკვე ერთი წელია ოზურგეთის ,,მერცხალის" კარს ღირსეულად იცავს, მას ბევრჯერ მოუგერიებია საკუთარ კართან ბურთი და გულშემატკივრების გულიც მოუგია. ამჯერად კი იგი ოზურ-გეთში, ,,მერცხალის" ბაზაზე ცხოვრობს.
თუ რას ფიქრობს ძაგანია ,,მერცხალზე", ოზურგეთზე და რა შედის მის სამომავლო გეგმებში ამას მასთან ინტერვიუდან შეიტყობთ. _ ლაშა როგორ მოხვდი ფეხბურთში და რამდენი წლის დაიწყე თამაში?
_ მესამე კლასში ვიყავი მამაჩემა სახლში ვარჯიში რომ დამაწყებინა. შემდეგ უკვე მეხუთე კლასიდან, ზუგდიდში, გუნდთან ერთად დავიწყე ვარჯიში.
_ და თავიდანვე მეკარის პოზიციაზე თამაშობდი?
_ მეკარეობა გენეტიკურად გამომყვა ასე ვთქვათ და თავიდანვე მეკარე ვიყავი., მამაც მეკარე მყავდა და ბიძაც.
_ ,,მერცხალამდე~ რა გზა გამოაირე?
_ ზუგდიდში დავიწყე ბავშვთა სკოლა გავიარე, შემდეგ ვიყავი თბილისის ,,ოლიმპში~, იქედან ისევ ზუგდიდში დავბრუნდი, სადაც სამი წელი ვითამაშე, საიდანაც მარტვილში გადავედი და მარტვილიდან მოვხვდი ოზურგეთის ,,მერცხალში~.
_ ,,მერცხალში~ საიდან მოხვდი, ვინ წამოგიყვანა?
_ ,,მერცხალში~ ხარიტონ ჩხატარაშვილმა წამომიყვანა. რეგიონული თამაში მქონდა მარტვილში და თამაშზე ასე ვთქვათ გამოვავლინე ჩემი შესაძლებლობები. შემომთავაზა ბატონმა ხარიტონმა და წამოვედი.
_ რამდენი ხანია გუნდში თამაშობ?
_ ივნისიდან ვთამაშობ უკვე, ერთი წელი ხდება.
_ რამდენადაც ვიცი ტრამვა გქონდა, ამჯერად როგორაა შენი ჯანმრთლობის მდგომარეობა?
_ მარტვილში თამაშის დროს მოვიტეხე ხელი, გავიკეთე ოპერაცია. ეხლა დეკემბერში კიდევ გავიკეთე ერთი ოპერაცია და ამ სამ თვეში მოვასწარი რეაბილიტაცია და შემოვუერთდი გუნდს.
_ და ამჯერად ფორმაში ხარ?
_ჩემი თავით კმაყოფილი მაინდამაინც არ ვარ, თვე ნახევარია ვარჯიში დავიწყე და ჯერ კიდევ ბევრი მაქ სამუშაო.
_ სწორედ ამაზე რომ გვესაუბრო, რა შეცდომებს ხედავ საკუთარ თავში და რის გამოსწორებას აპირებ?
_ ფეხბურთს შეცდომებზე სწავლობენ ასე რომ ვთქვათ, მაგრამ შეცდომები ხშირად არ უნდა განმეორდეს, მითუმეტეს ერთიდაიგივე. უნაკლო ნამდვილად არავინა და მათ შორის მეც. საკუთარ ნაკლს ვხედავ რათქმა უნდა და რაც მაქ ნაკლი მაგ კუთხით ვმუშაობ რომ გამოვასწორო. ,,მერცხალში” არიან მწვრთნელები რომლებიც ამაში მეხმარებიან.
_ თვითონ ,,მერცხალზე~ რას გვეტყვი, შენი გადმოსახედიდან როგორი გუნდია?
_ პირველი ლიგის გათამაშებაში ვართ შუა საფეხურებზე, რაც დამაკმაყოფილებელს ვერ ვიტყვი, მაგრამ კარგია. იმიტომ რომ უფრო მეტი შეგვეძლო, მაგრამ გათამაშების დასრულებამდე გვაქ შანსი რომ წინ წავიწიოთ და იმედი მაქ მოვახერხებთ.
_ ფინანსური კუთხით რა დონეზე დგას გუნდი?
_ თითქმის ყველა გუნდში არის პრობლემა ფინანსების მხრივ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ მთელი ძალა და ღონე არ ჩადო თამაში, პირიქით ჩვენ თითოეული ფეხბურთელი მთელს გულს და სულს ვდებთ მოგებისთვის და რათქმა უნდა თუ ფინანსური კუთხით წინ წავიწევთ უფრო დიდ მხარდაჭერასა და ძალას ვიგრძნობთ.
_ ლაშა, შენ ზუგდიდელი ხარ და თვითონ ჩვენს ქალაქზე ოზურგეთზე რას იტყვი, რამდენად მოგწონს და გულშემატკივრების მხარდაჭერას თუ გრძნობთ?
_ გულშემატკივრებისთვის მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის, თამაშებზე კარგი დასწრებაა. გვერდში გვიდგანან ყველანაირად. ქალაქიც მომწონს, ერთი წელი არ არის რაც აქ ვარ და ძალიან შევეჩვიე. როგორც გუნდს შევეწყვე ასე კარგად შევეწყვე ქალაქს.
_ და ბოლოს, სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვი?
_ მიზანი ყველას აქვს რომ ევროპისკენ წავიდეთ და ჩვენი საფეხბურთო კარიერა იქ გავაგრძელოთ, მაგრამ ჯერჯერობით არაფერზე არ ვფიქრობ, მთავარია პირველ რიგში ფორმაში ჩავდგე და ღირსეულად დავიცვა ,,მერცხალის” კარი. უახლოეს მომავალში გუნდში ვრჩები და ბრძოლას განვაგრძობ რათა გავახაროთ ოზურგეთელი გულშემატკივრები.
http://guriismoambe.com/index.php?option=c...�&Itemid=55