MT2780-იანების ბოლოსი და 90-იანების ენთუზიაზტთა დიდი ნაწილი, ვინც პირველ გურჯულ კლუბებში: ივერიაში, მერანში, კოტრაში, ლელიანში თამაშობდნენ უმრავლესობა დაბერდა და შეეშვა, და ამხანაგურად თუ ითამაშებენ ერთმანეთში ან ამერიკელ სამხედროებთან..

პირველი ქართული გუნდი "ივერია" 1988 წელს
ეს ანა-ბანა ბეისბოლის ქართულად
თბილისში არის 4 კლუბი: აკადემია, ვაზისუბნის 92 სკოლის "მგლები", დიღმის კლუბი და 143 სკოლის გუნდი თემქაზე "თბილისის ზღვა"... ერთმანეთში თამაშობენ ხოლმე
ხო, მგლებს ავარჯიშებს ქეთი ნიკოლეიშვილი 90-იანებში ეროვნული ნაკრების პირველი ქეჩერი იყო, შარშანწინ ამერიკის ელჩმა ნორლანდმა თავისი ფულით უყიდა მგლებს ეკიპირების და ინვენტარის გარკვეული ნაწილი და მანდ მოვხდი

ჰიმნიც აქვთ

თამაშობენ ძირითადად: სპორტის დეპარტამენტის მოედანზე, იპოდრომზე, თემქაზე შატილზე , ასევე ვაზისუბანში და ნუცუბიძის 4 პლატოზე მარა სტანდარტული იასნია არცერთი არაა..ხშირია მანქანის საქარე მინებისა და მეზობელი სახლის მინების ლეწვა

ეს ნორლანდი რო ეწვია საჩუქრებით იმდროინდელი მგლებია

ესეც ბეისბოლისტთა ვარჯიში ლატალში, სვანეთში!!

რეგიონებში რამდენიმე სკოლის გუნდს პატრონობს აშშ-ს საელჩო, მშვიდობის კორპუსი და არასამთავრობო ორგანიზაცია "მაკლეინის ბავშვთა ასოციაცია", მათ შორის არიან: თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრის გუნდი MAC-GEORGIA და მესტიაში სოფელ ლატალის გუნდი Mac-Latali
წელს იგეგმება მაკლეინის ლიგის ჩატარება იმერეთსა და სვანეთში, შარშან ჩატარდა თბილისში თასი, ლატალი გავიდა მეორეზე

არის პატარა გუნდები მცხეთაში, ბათუმში და თელავშიც

ლატალის გუნდი Mac-Latali

ძევრი - ამერიკელი სამხედროები

ძევრი - ლატალი ამხანაგური

ძევრის გუნდის იუნიორები ძევრის სტადიონზე
ეროვნულ ნაკრებს რაც შეეხება ბოლოს 2013-ში გვითამაშია ირანთან, საქართველოში ბეისბოლის პიონერის ნუგზარ კაპანაძის ხელმძღანელობით და მოგვიგია სამივე 13:5, 15:8 და 21:5
ეს უკვე ძველი თაობის ბეისბოლისტი კოტე ებანოიძეა ემიგრაციაში თავადაც არ ივიწყებს და შვილსაც ასწავლის

ესეც ჩაროზად
This post has been edited by guriaaa on 25 Jan 2016, 18:48