მოკლედ ქართული ბეისბოლის ისტორიაზე მოვიძიე ცოტაოდენი ცნობები
მაშ ასე
საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ პირველს ბეისბოლის თამაში დაუწყიათ ქართველებს, ეს ყოფილა გელა ჩიხრაძის დამსახურება, რომელსაც ინგლისურიდან ქართულად უთარგმნია ბეისბოლის წესები და თამაში გაუცვნია ქართველი სტუდენტობისთვის. ეს იყო სადღაც 1985-86 წლები
1986 წელს სსსკ-ს სპორტის კომიტეტმა ოფიციალურად მიიღო გადაწყვეტილება საბჭოეთში ბეისბოლის განვითარების შესახებ, ასე უპასუხეს საბჭოელებმა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებას ბეისბოლის ოლიმპიურ თამაშებში შეყვანის თაობაზე
საბჭოთა კავშირის პირველი ჩემპიონატი გაიმართა 1989 წელს და მასში ორი ქართული გუნდი მონაწილეობდა
თბილისის "ტემპი" იყო მეოთხე ჯგუფში ტირასპოლში (მოლდოვა)
"ტემპმა" წააგო ტირასპოლის "კონსერვშიკთან":) 0-10 და 8-4 მოუგო კაუნასის "აუდას" და ჩარჩა ჯგუფში
ლენინგრადის ჯგუფში ჩარჩა თბილისის "ივერია"
საბოლოო სსრკ-ს პირველი ჩემპიონი გახდა ბალაშიხას სკა, რომელმაც ოთხმატჩიან ფინალში სამჯერ სძლია კიევის "ბიტოვიკს" 
http://www.baseball.in.ua/history/ussr_ch_1989.htmსსრკ-ს მეორე 1990 წლის ჩემპიონატში ქართველებმა უკეთ ითამაშეს
89 წლის ბოლოს ფედერაციამ მიიღო სსრკ-ს უმაღლესი ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდის გადაწყვეტილება და ორი საგზური თბილისის "მერანმა" (ყოფილი "ტემპი") და თბილისის "ივერიამ" მოიპოვეს
14 გუნდა ჩემპიონატის პირველ ეტაპზე "მერანი" გავიდა 11 ადგილზე, მოიგო სულ სამი მატჩი ლენინგრადის "სპეცტრანსთან" 11-4, 9-6 ივერიასთან და 23-8 მოსკოვის მიიგასთან
"ივერია" იყო მე-13, 12 მარცხით და 1 მოგებით  - მოსკოვის მიიგასთან  27-5
ჩემპიონატის მეორე ეტაპი გაგრძელდა 8 გუნდა ტურნირით მე-7-მე-14 დგილებისთვის და ყველასათვის მოულოდნელად მოიგო თბილისის "ივერიამ"!
ტურნირი ორ ეტაპად ტაშკენტსა და თბილისში გაიმართა
"ივერიამ" 16-7 და 10-4 მოუგო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორს კიევის "ბიტოვიკს", 12 - 1 დაამარცხა და 9-21 დამარცხდა თბილისის მერანთან; 15-7 მოუგო და 4-6 დამარცხდა ტაშკენტის "მონტაჟნიკთან"; 16-4 დაამარცხა და 4-5 დამარცხდა ხაბაროვსკის "ვოსხოდთან"; 26-3 და 18-7 მოუგო ლენინგრადის "სპეცტრანს", ასევე 15-4 და 30-20 მოსკოვის მაი-ს და 20-3 და 16-1 მოსკოვის მიიგა-ს!
"ივერიას" სსრკ-ს თასზეც გამოვიდა მაგრამ ბალაშიხაში ჯგუფში ჩარჩა
"მერანი" გავიდა მესამე ადგილზე, 9 გამარჯვება და 5 მარცხი.  
http://www.baseball.in.ua/history/ussr_ch_1990.htmორივე გუნდის ისტორიული შემადგენლობა
თბილისის "ივერია"
 Иверия (г.Тбилиси)
№	Фамилия Имя	Дата рождения	Амплуа
1	Калапдадзе Заза	1966	P
1	Ордживанидзе Гена	1969	P
1	Липартелиани	1966	C
1	Попхадзе Нугзар	1965	IF
1	Капанадзе Нугзар	1958	IF
1	Мансурадзе Гога	1966	IF
1	Бибилашвили Вахтанг	1967	IF
1	Броладзе Кия	1959	OF
1	Джаджанидзе Давид	1966	OF
1	Хрикадзе	-	OF
1	Хундадзе	-	OF
1	Бохуа Гоча	1966	OF
1	-	-	-
Главный тренер	Чихрадзе Гела
Тренер	Капанадзе Нугзар
თბილისის "მერანი"
 Мерани (г.Тбилиси)
№	Фамилия Имя	Дата рождения	Амплуа
1	Асатиани Гоча	1972	IF
2	Асатиани Саша	1972	C
3	Базерашвили Заза	1970	OF
4	Бисашвили Давид	1970	IF
5	Гиоргадзе Уча	1970	IF
6	Джаджанидзе Симонии	1972	P
7	Иоселиани Лаша	1972	IF
8	Кавелашвили Коба	1968	P
9	Рионели	1971	OF
10	Таташвили Свяд	1970	OF
11	Хрикадзе Давид	1964	OF
12	Хрикадзе Коба	1972	OF
13	Хундадзе Давид	1970	OF
14	Энухидзе Заза	1972	IF
Гос.тренер	Исартия Тамаз
Главный тренер	Пайчадзе Георгий Кобаевич
Тренер	Готвадзе Давид Теймуразович
Начальник команды	Бочаришвили Темур
ეს იყო ჩვენი გუნდების ბოლო მონაწილეობა სსრკ-ს ჩემპიონატში, 1990 წელსვე ქართული ბეისბოლი გამოეყო საბჭოთა ბეისბოლს
საინტერესოა, რომ ერთ-ერთი უძლიერესი საბჭოთა ბეისბოლის გუნდის სომფეროპოლის "ფოტონის" მთავარი მწვრთნელი იყო ქართველი რონალდ სიდამონიძე, რომელიც ყოფილი ხელბურთელია და 1968 წლიდან ყირიმში ცხოვრობს.  "ფოტონში" თამაშობდა მისი შვილი იური სიდამონიძე
რონალდ სიდამონიძე დღესაც 75 წლის ასაკში წვრთნის სიმფეროპოლის ბესიბოლის გუნდს "სკიფს"
1988 წელს სსრკ-ს ვდფსო-ს (Всесоюзный совет и Федерация хоккея профсоюзов СССР) პროფკავშირების თამაშებზე დებიუტი ჰქონდა საქართველს ნაკრებს
ბ ჯგუფში ჩვენებმა ყველა მატჩი წააგეს 0-12 მოსკოვის ნაკრებთან, 10-11 მოლდოვასთან და 6-7 რუსეთთან
ჩემპიონი გახდა უზბეკეთი
სამწუხაროდ საქართველოს ჩემპიონატის სტატისტიკა ვერ ვიპოვე 
This post has been edited by guriaaa on 6 Sep 2011, 00:42