ბუბა ტყავაძემ გაფრთხილებები სხვასაც მვეცითო, ანუ დინამოში რეპრესიები იწყება?
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
უფრო მკაცრ ზომებსაც მივიღებთ
მერაბ მამულაშვილი
თბილისის ?დინამო? ბოლო ტურებში საკუთარ თავს არ ჰგავს: ჯერ იყო და, ?სამტრედიასთან? წააგო (1:3) მოულოდნელად, მერე ?გაგრასთან? ფრედ (0:0) ითამაშა, ბოლოს კი, გასულ კვირას, ბოლნისის ?სიონთან? საკუთარ მოედანზე დამარცხდა (0:2). სამივე გუნდი უმაღლეს ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის და ამ წარუმატებლობებმა უამრავი კითხვა დაბადა. ამიტომაც მივმართეთ თბილისის ?დინამოს? მმართველ დირექტორ ბუბა ტყავაძეს.
ამდენად, დღეს არაორდინარული მიმოხილვა გვექნება. უფრო სწორად, ეს არც იქნება ტურის მიმოხილვა, როგორც ასეთი. მთავარ თემად ავირჩიეთ თბილისის ?დინამოში? არსებული კრიზისი და ვეცადეთ, პასუხი გაგვეცა აქტუალური კითხვებისთვის. თუ რამდენად შევძელით, ამ ინტერვიუთი გამოჩნდება. ყველაფერთან ერთად, ტყავაძემ მნიშვნელოვანი სიახლეებიც გაგვანდო:
- ბატონო ბუბა, რა ხდება ?დინამოს? თავს? წააგეთ გუნდთან, რომელიც უხელფასობის გამო მოედანზე გასვლას არც აპირებდა?
- მოდი, არ დავიწყებ ლაპარაკს ბოლნისის ?სიონზე? და ისიც არ ვიცი, აპირებდა თუ არა ჩვენი მეტოქე საერთოდ მოედანზე გასვლას. ნებისმიერ გუნდს შეუძლია, ერთი თამაში უმაღლეს დონეზე ჩაატაროს, მაგრამ ჩვენი მეტოქის მონდომება თუ პრობლემები ?დინამოს? არ ეხება. არც ისაა მნიშვნელოვანი, ნავარჯიშები იყო თუ არა ?სიონი?. ბოლო სამი შეხვედრა ახსენეთ, მაგრამ მე უფრო შორიდან დავიწყებ. როგორც კლუბის ხელმძღვანელი, ?დინამოს? თამაშით უკმაყოფილო დავრჩი ?ლოკომოტივთან? მატჩითაც. მართალია, 1:0 მოვიგეთ, მაგრამ ბევრი ისეთი არასასიამოვნო და სპეციფიკური მომენტი დავაფიქსირეთ, რასაც მხოლოდ ჩვენ თუ დავინახავდით. ჯერ კიდევ მაშინ ვფიქრობდით, თუ რა უნდა შეცვლილიყო გუნდში და რა ხდებოდა საერთოდ. ფაქტი იყო, რომ ?დინამო? ვერ თამაშობდა დამაჯერებელ ფეხბურთს იმ გუნდების წინააღმდეგ, რომლებიც პირველ სამეულში არ არიან. თუმცაღა, ჩვენ სამეულის გუნდებთანაც მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ.
- თქვენი აზრით, რა იყო ამ ყველაფრის მიზეზი?
- ალბათ, არ იყო თავდადება და გამარჯვებისთვის აუცილებელი გუნდური სულისკვეთება, ერთიანობა. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ საჭირო იყო ცვლილებები. ამის გამო, ?დინამოდან? გავუშვით ის ფეხბურთელები, რომლებიც ჩვენს მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებენ. პირველი გახლავთ დავით დიღმელაშვილი - მიუხედავად გუნდის წინაშე მისი დამსახურებისა, მადლობა გადავუხადეთ და ვფიქრობ, კარგადაც დავშორდით.
- მასთან კონტრაქტი გაწყვიტეთ?
- ?დინამო? არასდროს არ იღებს გადაწყვეტილებას ფეხბურთლების საწინააღმდეგოდ. კონტრაქტის გაწყვეტა იქნება თუ რა, ამას ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ვაკეთებთ, ჩვენ შორის კი მიღწეულია შეთანხმება, რაც კონტრაქტის გაწყვეტის საფუძველს გვაძლევს. მეორე ფეხბურთელი გია ნერგაძეა, რომელიც მცირე ხნის წინ ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ მოიაზრებოდა, სათანადოდ ასრულებდა თავის ფუნქციებს, მაგრამ ბოლო თამაშებში მისით ძალიან უკმაყოფილო დავრჩით. მიგვაჩნია, რომ დღეისთვის ნერგაძე ?დინამოს? ძირითად შემადგენლობაში სათამაშოდ მზად არ არის და დუბლშემადგენლობაში გადავიყვანეთ. თუ მოინდომებს და მოუმატებს, რა თქმა უნდა, ძირითადში დაბრუნების შანსი ექნება, მაგრამ არა ისეთ მდგომარეობაში, როგორშიც დღეს არის.
- ჩვენი ინფორმაციით, კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებას აპირებდით...
- ზოგიერთი მოთამაშე გავაფრთხილეთ და თუ არ გაითვალისწინებენ ჩვენს მოთხოვნებს, გუნდიდან მათაც გავუშვებთ.
- დააკონკრეტეთ, რომელ ფეხბურთელებს გულისხმობთ?
- არ ღირს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ გულშემატკივარს კარგად მოეხსენება, ვინ არ არის ფორმაში. თუ მდგომარეობა არ გამოსწორდა, არ არის გამორიცხული, უფრო მკაცრი ზომებიც მივიღოთ.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/248/248-1.htm