1996-წლიდან ვუყურებ რეგულალურად ეროვნულ ჩემპიონატს, ასეთი საშინელი სერია და პლიუს რაც ყველაზე მთავარია საშინელი თამაშის ხარისხი არცერთი მწვრთნელის დროს არ ყოფილა, მე რაც საკუთარი თვალით ვიხილე პირველი ლიგის აუტსაიდერ 35-სკოლასთან, იმ მატჩმაც გამოავლინა რომ კლუბში ბევრი რამე არაა რიგზე, მწვრთნელი, კი რომელიც მთელი მატჩის მანძილზე იჯდა და მხოლოდ 3-4-ფეხბურთელის ,,კლიჩკა'' ქონდა ამოცემებული დინამოს მწვრთნელი არ უნდა იყოს, მთელი მატჩი ,,ჯიშკარა'', ,,კოშკა'', ,,მერ
აბ'' და ,,ნემსო'' ქონდა ამოჩემებული და სკამიდანაც არ წამომდგარა.
როგორც კი ცობელი წავიდა, მაშინვე უნდა დაწყებულიყო ახალი მწვრთნელის ძიება, ის დროც დაკარგული იყო, ასევე ზაფხულის პერიოდი, ამდენი სანაკრებო პაუზით გამოწვეული 2-2-კვირიანი შუალედები, მწვრთნელად კი ჯერ კიდევ ,,ამოუწურავ'' შესაძლებლობიანი კაჭარავა გვყავს, რომელმაც ყველა დაიწუნა, ასევე ვინც ყავდა ისინიც გაუშვა კლუბიდან და ნიშნისმოგებით ლაპარაკობს ზამთარში გავძლიერდებითო, რაღა ზამთარი გვინდა, უკვე ჩემპიონობას ნელ-ნელა ხელს ვუქნევთ და ვემშვიდობებით, მხოლოდ ლოკომოტივი და ბაია დარჩნენ ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფთაგან ვისთანაც ჯერ ქულა არ დაუკარგია კლუბს, არადა 4-ადგილს ქვემოთ მყოფებთან დინამო ტრადიციულად 100%-იან შედეგს აჩვენებდა.
როდემდე ასეთი შედეგები, როდემდე ასეთი პასუხები, ხვალ კი მორიგ რეპესიებს უნდა ველოდოთ, ალბათ კიდევ 3-4-ფეხბურთელს მოუწევს დინამოდან გაშვება ან დუბლებში დაქვეითება, დუბლევიდან კი თამაზ სამხარაძის ლობირებით გამოუცდელი ბიჭების პირდაპირ ძირითადში დაყენება, რომლებიც ჯერ არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად არ არიან მზად ითამაშონ სრულად დინამოს ძირითად შემადგენლობაში.
This post has been edited by geor-gien on 26 Oct 2009, 01:32
მიმაგრებული სურათი