DaTvalდინამო თბილისი...XIII ნაწილი (post #15504770)ამ 20წამიან ვიდეოს უყურე და მიხვდები საიდან იყო ხმაური...ტორპედოს ფანი თუ ხარ გემახსოვრება დინამოს ფანები ავად თუ კარგად......
ლელოს ვერსიით 7დინამოელია სიმბოლურში კაჭოს ჩათვლით....4-ვე მცველი.....დიღმელა და კოშკა......
როცა დინამო დაფრინავს........."ხარისხიანი ფეხბურთიც ვნახეთ - აბა, სხვა რა უნდა დავარქვათ იმას, თბილისის ?დინამომ? რომ ითამაშა! უფრო ზუსტად, კახა კაჭარავას შეგირდებმა იმ წვიმიან საღამოს მოედანზე... იფრინეს და სრულიად დამსახურებულადაც გააცამტვერეს მანამდე უდანაკარგოდ მოასპარეზე ............."
"დინამომ? იმ წვიმიან საღამოს, ხელოვნური განათების ფონზე და კოკისპირული წვიმის ?თანხლებით?, მხოლოდ მონდომების ხარჯზე არ შეძლო ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვების მოპოვება: კახა კაჭარავას გუნდი 90 წუთი უაღრესად მოტივირებულადაც გამოიყურებოდა და, რაც მთავარია, მაქსიმალურად ცდილობდა თანამედროვე ფეხბურთის ელემენტების ჩვენებას!"
"დინამოს? მთავარმა მწვრთნელმა კი, მართლაც, სასიამოვნოდ გაგვაოცა და უამრავი საკადრო პრობლემიდან გამომდინარე, სარისკო და, როგორც აღმოჩნდა, ეფექტიან ექსპერიმენტზე წავიდა: საყრდენებად ორი ჭაბუკი ფეხბურთელი (ვაჟა ნემსაძე, გიორგი მამუჩაშვილი) დააყენა, დავით დიღმელაშვილს უკანდახეული ფორვარდის (!) პოზიცია ანდო (აი, გიორგი მერებაშვილს რომ უკავია ხოლმე); ჰო, როგორი საქმეა, მერებაშვილი და ვაწაძე რომ არ გეყოლება ასეთ მეტოქესთან დაპირისპირებაში, მაგრამ ჯორჯ აკირემიმ, მართლაც, ჩინებული მატჩი ჩაატარა და რომ არა სრულიად უაზრო გაძევება, რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად, უდავოდ, მატჩის გმირიც იქნებოდა. დიახ, რამდენიმესთან, იმიტომ, რომ თითქმის ყველა დინამოელმა მწვრთნელის დავალება მაქსიმალურად შეასრულა! დაცვის ცენტრში ჩინებულად ირჯებოდნენ გურამ კაშია და გიორგი ნერგაძე, იმავეს ვიტყოდით ლევან კაკუბავასა და ლევან ხმალაძეზე, შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა შოთა კაშიამ - ორი საგოლე პასი რომ ჩაიწერა აქტივში; აი, ალექსანდრე კოშკაძეზე კი ცალკე უნდა ითქვას: ორი გოლი გაიტანა და დანარჩენ ორშიც ლომის წილი დაიდო! აბა, მეტი რაღა უნდა მოვთხოვოთ მოთამაშეს, მთელი მატჩის განმავლობაში უაღრესად სასარგებლოდ რომ თამაშობდა. არანაკლები წვლილი მიუძღვით შეცვლაზე შემოსულ ფეხბურთელებსაც (გიორგი მერებაშვილი, გულვერდ თომაშვილი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი), მოედანზე მცირე ყოფნის მიუხედავად, მაინც რომ შესძლეს თავის გამოჩენა. დაბოლოს, გიორგი ლორიაც არ უნდა გამოგვრჩეს - ?დინამოს? მეკარემ მატჩის პირველ წუთებზე ჯერ ჯერონიმოს დარტყმულზე ითამაშა საიმედოდ, მერე კი ჯონათასს არ დაანება გოლის გატანა"
"თუმცა, ყველაზე უცნაური, ალბათ, ის იყო, რომ უშუალოდ თამაშის მსვლელობისას (განსაკუთრებით - პირველ ტაიმში), მსაჯების მიმართ პრეტენზია... მასპინძელთა ქომაგებს ჰქონდათ... "
ვფიქრობ რო ორჯერ საჯარიმოში უხეშად ითამაშეს ოლიმპის მცველებმა..ერთხელ კი აკირემზე არასამართლიანი თამაშგარე დააფიქსირეს...
http://www.opentext.org.ge/09/lelo/216/216-1.htm This post has been edited by acdachi on 15 Sep 2009, 10:51
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN