უჩიმატა, სრული თანხმობა და ჰარმონია ჩემგან.

გახსოვს, ტოპმიოლერს რას აგინებდნენ? საქართველოს ჩემპიონატის თამაშებზე არ დადის, მეორე ლიგას და ნორჩი დინამოელის პოტენციალს არ იცნობსო. ამას ასაღებდნენ ქართული ფეხბურთის წარუმატებლობის მიზეზად. სად უნდა ევლო, რა აზრი ჰქონდა, ვინ უნდა ეპოვნა ჩხერიმელა-საპოვნელას დერბიში?
ხომ დადის კუპერი თამაშებზე? ხომ შეისწავლა ყველა "ფეხბურთელი" რომელსაც პასის მიღებისას ბურთი 10 მეტრზე შორს არ უვარდება? შედეგი? 0
ტოპმიოლერს იმაზე აგინებდნენ, საქართველოში ცოტა დროს ატარებსო, ლანძღვა კუპერსაც არ აკლია. მათ შორის იმისთის აგინებენ, რომ ასათიანს აღარ იწვევს. რამდენადაც მახსოვს, ასათიანმა უთხრა თვითონ, მითხარი, თუ შემადგენლობაში არ მაყენებ, მაშინ წავალ ჩემს კლუბშიო. ასეთი კაცი სულ რომ პელე იყოს არ უნდა გააკარო ნაკრებს. ეს იგივეა, ჯარისკაცმა რომ თქვას, თუ ოფიცრობას არ მომცემ ჯარიდან წავალო. სხვათა შორის, კუპერმა ასათიანი კი არა, რონალდო გაუშვა ინტერიდან
ჩემის ღრმა რწმენით ტოპმიოლერი და კუპერი საქართველოს ნაკრებისთვის არიან ჰაი კლასის მწვრთნელები. პრობლემა არ არის მათში. ამ ორ მწვრთნელს 90-იანი წლების შემადგენლობა რომ ჰყოლოდა, ნაკრები რამდენიმე დაუვიწყარ შეხვედრას ჩაატარებდა და მალტასთან წაგების არ შეგვრცვებოდა. მაგრამ ახლა საქართველოს ნაკრებში არის ტოტალურად უნიჭო ფეხბურთელების ხროვა. შეუძლებელია, ტომპა, კუპერმა, კაპელომ, მოურინიომ, ქეცბაიამ, ან ხურცილავამ მკვდარს პენისი აუყენოს და სექსუალური აქტი განახორციელებინოს.
სამწუხაროდ ქართველები ნაკლებად ვსაუბრობთ, ფეხბურთელების უნიჭობაზე. ეს პირველ რიგში პრესას ეხება. მე არ მახსენდება სატელევიზიო გადაცემა (საგაზეთო სტატიაზე თავს ვერ დავდებ, შეიძლება ეწერა და მე არ წამიკითხავს) ან რაიმე სახის ფართო მასშტაბის მედია დებატი სადაც ნათქვამი იქნებოდა, რომ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთა უდიდესი უმრავლესობა არის უნიჭო. იმდენად უნიჭო, უპასუხისმგებლო და უდისციპლინო, რომ მალტასთან წაგება სრულიად კანონზომიერი შედეგია. ტოპმიოლერისა და კუპერის დანაშაული ის არის, რომ ამ უნიჭობაზე ღიად არც ისინი საუბრობენ, მაგრამ მათ კონტრაქტი შესთავაზეს და მუშაობენ. მედიამ კი პრობლემის მიზეზი უნდა აღმოაჩინოს და გახსნას ფართო დებატი ამასთან დაკავშირებით. კუპერს იმიტომ არ უნდა ვაგინოთ, რომ ის უცხოელია, ფეხბურთელებს კი ქართველობის გამო არ უნდა დავაფაროთ ხელი. ეს სულიშემძვრელი პროვინციალიზმია.