მაგ ნაკრებში 3 "ეთნიკური" ქართველი + დინამოელი ზაურ კალოევი თამაშობდნენ
საერთოდაც სსრკ-ს ლამის ყველა წარმატებულ ნაკრებში ქართველები პროცენტულად გაცილებით მეტნი იყვნენ, ანუ მოსკოვს 5 გუნდი ყავდა ლიგაში და 5-6 ფერხბურთელი, საქართველოს 1 და 3-4 ლამის მუდმივად. 70-იანებიდან საერთოდ უკრაინელები დომინირებდნენ, საერთოდაც სსრკ-ს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი კიევის დინამოა, ყველა ასპექტში თანაც.
ეს ეთნიკურობაზე...
რაც შეეხება ჯანოს, როგორ შეიძლება იმაზე კამათი რომ კასტალომების ჩემპიონატი ოდნავ მაინც ჯობია მართლა გამორჩეულ ჰოლანდიის ჩემპიონატს? რომარიომ და რონალდომ პსვ-დან დაიწყეს და მიდი ეხლა შეადარე ამათ არშავინი და "ჯ"ირკოვი. უცხოელები ვინც დაასახელეს აქ იმათ "რუსულ სკოლა"-ზე საუბარი საერთოდაც სასაცილოა, ვიდიჩმა ისწავლა მოსკოვის ნოემბრის ტალახში ან მარტის ხოკეის მოედანზე თამაში თუ ვაგნერ ლავმა ? იქნებ ვლაძივასტოკის ლუჩ-ენერგიაა ვარსკვლავების სამჭედლო ?
ჰოლანდიაში თითო ტურში იმდენი გოლი გადის რაც რუსეთში 2-3 ტურში, ჰოდა შემტევი ფეხბურთელისთვის ათასჯერ ჯობია, ეგ რო საყრდენი იყოს ან მცველი კი ბატონო, შეიძლება დაჟე უკრაინის გრანდიც კაი იყოს და იტალია ხო საერთოდ მისწრებაა, მეკარისთვისაც იტალია და გერმანია ძალიან დიდი სკოლაა.
17 წლის შემტევი ნახევარმცველისთვის ჰოლანდია ლამის იდეალური ვარიანტია, შეიძლება ბარსას, რეალის ან თუნდაც რომელიმე სხვა ესპანური კანტერა კარგი იყოს, შეიძლება ვენგერის ხელშიც ბევრი ისწავლოს მარა ჰოლანდიაში ყველაზე უშუალო ფეხბურთს თამაშობენ და იქ ძალიან მალე გამოჩნდება ეგ ბიჭი, გოლებითაც პასებითაც და სათანადოდ შეაფასებენ და არა როგორც ევრაზიულ ეკზოტიკას, მერე გრანდები 5 მილიონს კი არა გაცილებით მეტს გადაიხდიან.
არგენტინა-ბრაზილიის შემდეგ ჰოლანდიას ყავს ყველაზე მეტი ვარსკვლავი გაზრდილი ევროპის ტოპ-კლუბებისთვის, გადახდეთ ევროპის გრანდებს და რამდენი ვარსკვლავია ჰოლანდიიდან. იმიტომ რომ ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონეა მსოფლიოში ახალგაზრდებთან ურთიერთობის ამბავში.
რუსული ფეხბურთი და ევრო2008-ის ნახევარფინალი, მეცინება რა, შესარჩევში ხორვატიას გოლი ვერ გაუტანეს, ისრაელს სახლში ვერ მოუგეს და გასვლაზე უმოტივაციო ნაკრებთან სამარცხვინოდ წააგეს, ტანჯვა-წამებით მოუგეს ესტონეთს და დაჟე ანდორასთან გასვლაზეც სლ რაღაც 0:1 მოიგეს, ინგლისს კიდე ნაჩუქარი პენალით მოუგეს. ევროზე მაგათი გასვლა ინგლისის სირული თამაშის დამსახურებაა და არა ამ ბეი-ბიგი-ს რაიმე ნიჭიერების
იქაც რა დიდი სამე ქნეს ? ერთი თამაში მოიგეს და ისიც ჰიდინკმა ჩახადა ვან ბასტენი. მანამდე იყო მიკნავლებული შვედეთი და დაბნეული საბერძნეთი, თანაც საბერძნეთს რა გოლიც გაუტანეს გახსოვთ ალბათ

რუსული ფეხბურთის მთელი ხიბლი ესპანეთთან გამოჩნდა, უხხხ, ვენაცვალე
ხოდა ვიძახოთ ეხლა სპარტაკი სპარტაკი ? იყოს მერე ასათიანი-მარცვალაძესავით ?
ვიღაცამ ხო უნდა დაარიგოს ეგ ბიჭი, ასწავლოს ტაქტიკურად გამართული თამაში ??
ერთადერთი მართლა მწვრთნელი რუსეთში არის ბერდიევი, მარა ისიც ჩაკეტილ ფეხბურთს ათამაშებს ჯანოსნაირი ალბათ ვერ მოხვდება მაგის შემადგენლობაში, ადვოკაატი წავიდა, რამოსი ვერ შეირგეს, დაჟე გაზაევიც გაექცათ, სლუცკი ყავთ კაპელოს ექვივალენტად

ხოდა კარპინის მწვრთნელობა არ გაიშვა კიდე არსად.
წარმოიდგინეთ რომ აქ რამე ჭკვიანური წერია....
მაგალითად: "თუ წვიმა არ იქნება - გვალვა იქნება, თუ წვიმა იქნება - გვალვა არ იქნება" ბრძენი კინალოკო©
В чемпионате Ватикана, для выявления победителя сначала смотрят на количество побед, а потом среднее количество грехов на члена команды