მალხაზი 28 წლის ჩამოყალიბებული ფეხბურთელია, მისგან განსხვავებით ჯანო ახლა იწყებს ფეხბურთის თამაშს, პლუს ამას სპარტაკს კარგი შანსი აქვს მოიგოს პრემიერ ლიგა ან შედარებით ცუდ ვარიანტში ითამაშოს ლიგაზე, სადაც ჯანოს ტავის გამოჩენის კარგი შანსი მიეცემა, ლიგაზე თამაში კი ერთიორად აორმაგებს ჯანოს რომელიმე ევროპულ კარგ გუნდში გადასვლის შანს ..
პირადად მე ამ კრიტერიუმით ვქომაგობდი დღეს სპარტაკს და ანანიძეს ..
თორე ისე ლოკო, სიომინი და ასათიანი უფრო მესიმპატიურება

.
რაც შეეხება ანანიძეს, ბრწყინვალედ ჩაატარა მატჩი ..
მის თამაშს საერთოდ არ ეტყობოდა მისი ასაკი, ირჯებოდა როგორც ზრდასრული და ჩამოყალიბებული ფეხბურთელი ..
ძალიან მაგარ პასებს აკეთებდა, არ ერიდებოდა დრიბლინგზე წასვლას და კარში დარტყმას ..
პეროპდულად იკარგებოდა, თუმცა რთულია 17 წლის ბავშვს მეტი მოსთხოვო, ან რაღა მეტი როცა ერთი თავად შეაგდო და მეორე გოლში ლომის წვლილი დაიდო ..
მატჩის ბოლოს ვინც რუსეთის OPT -ს უყურებდით ალბათ მოუსმენდით კომენტატორს, რომელმაც სინანულით განაცხადა, ჯანომ ჩვენდა სამწუხაროდ-ო, უკვე ითამაშა საქართველოს ეროვნულ ნაკრებში და დღეს დღეისობისთვის არანაირი შანსი არ არის მან რუსეთის ნაკრების მაისური მოირგოსო ..
ღიად და დაუფარავად აცხადებენ რომ ძალიან სურდათ ჯანოს წართმევა ..
პ.ს. ბოლოს OPT -მ გათიშა, ვინც ნეტში უყურებდით მატჩს, ვის გაუცვალა ჯანომ მაისური?
ვიღაც მივიდა აშკარად მაისურის გაცვლაზე ესაუბრებოდა მაგრამ ჯანომ რაღაც ჟესტიტ ანიშნა შენ არაო

. ალბათ ასკას გაუცვალა ..
ხო არ გინახავთ ვინმეს?
მიმაგრებული სურათი