ლევან კუტალია: „ბოსნიას საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა ვარჩიე“ 20 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევან კუტალია სარაევოს „სლავიას“ ღირსებას 2007 წლიდან იცავს. ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელი 17 წლის იყო, ბოსნიაში რომ გადავიდა სათამაშოდ. მან მალე დაიმკვიდრა გუნდის შემადგენლობაში ადგილი. გასული წლის სეზონში მისი გამორჩეული თამაში სათანადოდ შეაფასეს და საუკეთესო ლეგიონერებს შორის მეორე ადგილიც მიაკუთვნეს.
არც ისე დიდი ხნის წინ ლევანი ბოსნიის ნაკრების მწვრთნელმა მიროსლავ ბლაჟევიჩმა შეამჩნია, ბოსნიის მოქალაქეობა და ნაკრებში თამაში შესთავაზა, თუმცა ქართველმა ფეხბურთელმა არჩევანი საკუთარი ქვეყნის ნაკრების ღირსების დაცვაზე შეაჩერა.
ლევან კუტალიამ ფეხბურთის თამაში 9 წლის ასაკში ზუგდიდის "ოდიშში" დაიწყო. 15 წლის ასაკში „მგლებში“ გადავიდა, რეგიონლიგაში მოასპარეზე კლუბში კაპიტანიც გახლდათ. კარგი სეზონის შემდეგ, „მგლები“ პირველ ლიგაში გადავიდა, იქ მოპოვებული წარმატების შემდეგ კი უმაღლეს ლიგაში დაიმკვიდრა ადგილი. ზუსტად ნახევარი წლის შემდეგ კუტალია ბოსნიაში წავიდა სათამაშოდ.
ლევან კუტალია: „17 წლის ვიყავი, როცა ჩემი თამაშები ნახეს. გამოჩნდა მენეჯერი, რომელმაც ანტალიაში წამიყვანა სარაევოს „სლავიას“ შეკრებაზე. სწორედ მაშინ გავაფორმე კონტრაქტი. 2007 წლიდან ამ კლუბში ვარ. გუნდის შემადგენლობაში ქვეყნის ჩემპიონატში მეორე ადგილი და თასი ავიღე.
ასევე უეფას ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ვიასპარეზე და ერთი გოლიც გავიტანე დანიის “ოლბორგის” კარში. ასევე დამასახელეს ლეგიონერების რეიტინგში მეორე ადგილზე, რაც ძალიან მახარებს“.
ქართველი ფეხბურთელების უმრავლესობას გაუჭირდა გუნდში გადასვლისთანავე ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა. როგორ მოხდა შენს შემთხვევაში? გაგიჭირდა ადაპტაცია?თავიდან გამიჭირდა, როგორც საქართველოდან წასულ ყველა ლეგიონერს,...მაგრამ მომქანცველი ვარჯიშების შემდეგ ძირითადში მოვხვდი და მწვრთნელის ნდობაც მოვიპოვე და გავამართლე კიდეც...
ბოსნიის ჩემპიონატში როგორ ასპარეზობს „სლავია“?ამ წელს ცუდად დავიწყეთ ასპარეზობა, იმის ფონზე რომ გუნდიდან 7 ძირითადის ფეხბურთელი წავიდა, მაგრამ ამის მიუხედავად, თასის ნახევარფინალაში ვართ...
ახლა მორჩა თამაშები, 2 მარტს განახლდება. მე–13 ადგილზე ვართ ცხრილში.
საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში ნახევარი წელი თამაშობდი, 2007 წლიდან ბოსნიაში ხარ. რა განსხვავებაა ამ ქვეყნების ჩემპიონატებს შორის?უფრო აგრესიული თამაშია ბოსნიაში და ბევრად მეტი მხარდაჭერააა გუნდების მიმართ. ფანების მხარში დგომის დონე უფრო მაღალია. რაც შეეხება ინფრასტრუქტურასა და მოედნებს, ვერ გეტყვით რომ ამ მხრივ ყველაფერი მოწესრიგებულია, ძალიან ცუდი კლიმატია, სულ თოვს და წვიმს და ამიტომ მინდვრის საფარი არც თუ ისე სახარბიელო მდგომრეობაშია.
21 წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების შემადგენლობაში სანამ გამოგიძახებდნენ, მანამდე შენს გადაბირებას ბოსნიელები ცდილობდნენ...კი ასე იყო. მე შემომთავაზეს ბოსნიის მოქალაქეობა და იქაურ ნაკრებში თამაში, მაგრამ ამაზე უარი განვაცხადე და ჩემი ქვეყნის ღირსების დაცვა ვარჩიე, მაგრამ არ ველოდი, რომ შესარჩევი ეტაპის ბოლო ორ შეხვედრას არ მათამაშებდნენ...
ზოგჯერ განაცხადშიც კი ვერ ვხვდები... წესით ასე არ უნდა მექცეოდნენ. მე ბოსნიის ნაკრებში თამაშზე უარი ვთქვი, იქ ფულსაც მთავაზობდნენ და ყველაფერზე უარი ვთქვი, რათა ჩემი ქვეყნის ნაკრებში მეთამაშა.
გადაწყვეტილება მე მივიღე. მხოლოდ ოთარ გაბელია დამიკავშირდა და ნაკრებში მიმიწვია.
ამ ყველაფერს კლუბში თამაშზე ხომ არ მოუხდენია გავლენა?კი ერთი პერიოდი ძირითადში ვერ ვხვდებოდი, მაგრამ...ისევ ჩემი კარგი თამაშით დავიმკვიდრე ადგილი სასტარტო შემადგენლობაში. რაც მთავარია, ახლა ყველაფერი წესრიგშია.
21–წლამდელების ასპარეზობას როგორ შეაფასებ?კარგი ნაკრები გვყავს, კარგი ბიჭები არიან, მონდომებულნი. კონკრეტულად ჩემს თამაშს რაც შეეხება, თავს არ ვზოგავ, ძალიან მონდომებული ვარ და ყველაფერს ვდებ, მოედანზე ბოლომდე ვიხარჯები. მინდა, რომ ჩემი გულშემატკივარი, ქართველი ხალხი გავახარო. სამწუხაროდ, ბოლო 2 თამაშში არ მომიწია მინდორზე გასვლა...
კლუბთან კონტრაქტი როდემდე გაქვს და სხვა გუნდში გადასვლას ხომ არ აპირებ მომავალში?კიდევ ერთი წელი მაქ დარჩენილი, მაგრამ არის ვარიანტები... ჯერ მე მხოლოდ „სლავიაზე“ ვფიქრობ.
უკეთესი ვარიანტებია?ისევ ევროპა – გერმანია, სერბეთი, ხორვატია და თურქეთი...
თურქეთის სუპერლიგის “სივასსპორში” გადასვლის შანსი მქონდა უკვე. სინჯებზეც ვიყავი, მაგრამ “სლავიამ” ნახევარი მილიონი ევრო მოითხოვა ჩემს სანაცვლოდ და ტრანსფერი არ გამოვიდა.
წარმატებას გისურვებ!http://geosports.ge/archives_.php?id=3338