„მენეჯერობანას“ არ მოეშვებიან, სულ ასე იქნება"
ავტორი:
მირანდა სურმანიძე
ქართველი ფეხბურთელი მიშა ხუციშვილი სერბეთის „ვიოვოდინოში“ ასპარეზობს. ისევე, როგორც ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი თუ გულშემატკივარი, დიდი ინტერესით აკვირდება საქართველოში მიმდინარე საფეხბურთო მოვლენებს და გარკვეულ საკითხებზე თავისი შეხედულება გააჩნია. ნაკრების, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და სხვა საკითხებზე სასაუბროდ მიშას სერბეთში დავუკავშირდით.
ეროვნულ გუნდში ბოლოს როდის ითამაშეთ? სურვილი თუ გაქვთ ნაკრების მაისური ისევ მოირგოთ?
ბოლოს, 1 წლის წინ, აფხაზეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩში მივიღე მოაწილეობა, მაშინ ნაკრების მთავარი მწვრთნელი პეტარ სეგრტი გახლდათ. რა თქმა უნდა, მაქვს სურვილი, მაგრამ...
ნახეთ საქართველოს ეროვნული ნაკრების ბოლო შეხვედრები, რომელიც ჩვენმა გუნდმა მონტენეგროსა და ბულგარეთთან გამართა?
კი, ვუყურე ამ მატჩებს.
რა სჭირს ჩვენ ეროვნულ გუნდს, თქვენი აზრით, რა არის ამდენი წაგების მიზეზი?
არ ვიცი... თუმცა შეიძლება სხვა ფეხბურთელებსაც მისცენ შანსი... ძალიან ბევრი ფეხბურთელია კარგ სათამაშო ფორმაში და შეუძლია ნაკრების ღირსება დაიცვას.
მწვრთნელზე როცა საუბრობენ, ერთბაშად ბევრი ახალბედას ნაკრებში მიწვევასაც ასახელებენ წარუმატებლობის მიზეზად...
მწვრთნელის გადასაწყვეტია, ვინ მიიწვიოს ეროვნულ გუნდში სათამაშოდ. ექტორ რაულ კუპერი ძალიან მაღალი დონის მწვრთნელია და თავისი საქმის სპეციალისტი. მაგრამ, როგორც ჩანს, არ აწვდიან საკმარის და სწორ ინფორმაციას სხვა ფეხბურთელებზე, რომლებსაც შეუძლიათ თამაში. საქართველოში სანამ „მენეჯერობანას“ არ მოეშვებიან, სულ ასე იქნება...
სფფ–ს ახალი პრეზიდენტი ჰყავს, ადევნებთ ალბათ თვალყურს. რას ფიქრობთ, შეიცვლება ქართული ფეხბურთი მომავალი?
რა თქმა უნდა, საქმი კურსში ვარ. ვნახოთ რა იქნება... ახალი პრეზიდენტი ამბობს, რომ საქმეს გავაკეთებო, ვნახოთ,...
This post has been edited by giog81 on 30 Oct 2009, 22:17
მიმაგრებული სურათი