მაგ ფასთან ერთად სახელმწიფოს ვალდებულებაც უნდა იყოს მითითებული სტადიონთან დაკავშირებით.
რაა კლუბზე მიბმული? სტადიონი კი არა სტადიონის ადგილიც კი არაა, მხოლოდ სახელია საქრთველოს თასის მფლობელის.
თუ სტადიონის შესახებ ვალდებულება იქნება, მაშინ დაინტერესებაც შეიძლება იყოს," შეიძლება"-ს ხაზგასმით ვამბობ, რადგან არა მგონია იყოს რეალური ინტერესი თუ პარლამენტი არ მიიღებს კანონს სპორტის შესახებ და რეალური შეღავათები არ იქნება გათვალისწინებული ამ კანონპროექტში.
დაძალების შემთხვევაში ბათუმს შეიძლება ყველამ თავი აარიდოს, წარმოიდგინეთ მილიონის გადახდას ავალდებულებენ კომპანიას წელიწადში და პლიუს ამას სტადიონის ასაშენებელი თანხაც რომ მოთხოვონ? არაფრისგანაა დაზღვეული, შეიძლება პარადოქსული სიტუაცია შეიქმნას და კლუბის მესვეურს ევროთასებისთვის მებრძოლი კოლექტივი არ აწყობდეს,პირიქით ქობულეთის სტადიონზე ბურთის მშვიდად და უემოციოდ მოგორავე "ფუტბალისტთა" ჯგუფი აკმაყოფილებდეს.
ასე რომ სტადიონის საკითხი ფუნდამენტალურია კლუბის განვითარების საკითხში. ისე დაძალებული და უგულოდ გაკეთებული არაფერი არ ვარგა,ფეხბურთიც უსიყვარულოდ ვერ იქნება,თორემ რესურსები ბათუმის "დინამოსთვის" ამაზე ასჯერ მეტიც მოიძებნებოდა ასლანის პერიოდში. შედეგი? ერთი თასი და გულაცრუებული ქომაგი, მაშინ რომ სიყვარული ყოფილიყო საქმის ამომავალი წერტილი, მინიმუმ მაინც ახლა სულ სხვა აქტივები და ბაზა იქნებოდა კლუბში. არ მჯერავს იმის რომ ახლა მოგვარდება ყველაფერი ერთი ხელის მოსმით, მთავრობა შეტენის კლუბს ვთქვათ "მაგთის" ან სიტყვაზე "ავეჯის გადამზიდავ კომპანია"(25-60-60), მაგათ არ კიდიათ? აქამდე სად იყვნენ? სად იყვნენ და აქვე, ვითომ რაღაცას აკეთებდნენ ერთჯერადი აქციებით.
მოკლედ მე მინდა ისეთი კაცი ვიხილო ბათუმის "დინამოში", როგორიც ლექსოა თოფურია, გურამ რუხაძე, ცხონებული ტარიელ ჩაჩუა რომ იყო, ევგრაფი რომ იყო, შევარდნაძე! ხალხი რომელთაც უყვარდათ და უყვართ ფეხბურთი, აქვთ კლუბისადმი ერთგულება და ცოტა გიჟებიც არიან კარგი გაგებით.
სხვანაერად არ გამიგოთ, ახლანდელ მცდელობებსაც მხარს ვუჭერ, რადგან რაღაცით თუ არ დაიწყო არაფერიც არ იქნება და გზაც არ გამოჩნდება ამ დამყაყებული ჭაობიდან თავის დასახწევად.
This post has been edited by bundes33 on 4 May 2010, 00:01