Donnieკი იყო ეგ. საერთოდ უჯმაჯურიძე ბევრს მაზავდა მაგრამ თუ გახსოვთ ერთი წელი ბომბარდირიც გახდა. სუფთა თავდამსხმელი იყო
მაგ გუნდიდან რამოდინე ადამიანს ჩამოვთვლი , რომელსაც ვთვლი რო იმდროეინდელ საქართველოში რომ არ ეცხოვრათ , დიდ ფეხბურთს ითამაშებდნენ
სიის მიხედვით (ნიჭის, სტაბილურობის და შრომის ) დავალაგებ და თქვენაც თქვით თქვენი
1. მალხაზ მახარაძე, მაგარი ნიჭიერი და ძალიან სტაბილური, მაგის პატკატი მე არ მახსოვს. პოზიციას ურჩევდა მაგრამ. შეყილაძე რო მაგარი მცველი იყო მახო ყავდა უკან და მაგიტომაც...
2.თემურ ტუღუში. მაგარი იყო ძაან. უნივერსალი. თავდამსმელადაც უთამაშია და ნახევარდაცვაში. არასტანდარტული გადაწყვეტილებების მოყვარული. ნუ იცით მისი ნაკლი...
3. შალვა აფხაზავა. ძალიან მეწყინა მაშინ ის ამბავი. კარგი იყო და ნიჭიერი. რაც მთავარია ბოლომდე იხარჯებოდა და მისი სიმაჭლის მიუხედავად კარგად თამაშობდა თავით
4. მაჭუტაძე. კაცი გოლეადორი . მოკლედ და კონკრეტულად
5. მუმუ - ავად თუ კარგად გამოავლინა ნიჭი და მაღალ დონეზეც ითამაშა. თუმცა გაცილებით უფრო მეტი შეეძლო. მაგარი ტექნიკური იყო. მოედანსაც კარგად ხედავდა
6. შეყილაძე - მე მგონი მისი შესაძლებების მეტის დონეზეც შეეძლო თამაში, თუმცა ყველაზე მეტად გაუმართლა ამ თაობიდან. იმიტო გაუმართლა რო ჩელეს არ დაუჯერა. საერთოდ ჩელეს ვინც დაუჯერა ყველა როგორც ფეხბურთელი მოკვდა
7.როსტომ თორღაშვილი - იმედია გახსოვთ მისი ჯარიმები და და შორიდან დარტყუმი გოლები. გამოვყოფდი 16 მეტრიდან გატანილ თაურს
საუკეთესო გოლების სამეულიც შევადგინოთ ბრაცცი
1. ქუთაისთან გატანილი მაკრატელა მაჭუტაძის. ტუხამ ჯარიმიდან გადაუგდო თავზე სტენკას და პაატამ მაკრატელა დაარტყა . კარგი იყო
2. ტუხას გოლი სელტიკთამ . გახსოვთ ალბათ. საჯარიმოში თავზე გადაუგდო მცველს და შეუჩერებლად დაარტყა ცხრიანში
3.ალეკო კანტიძის გოლი თბილისში ფინალში. (მოვიგეთ ის ფინალი ჭიჭვეიშვილის გოლით დამატებითში. პირველი ფინალი მოგებული). ორი კაცი მოატყუა გაიწია და 25-30 მეტრიდან ისეთი მოუჭრა ზოიძეს ... ირაკლიც გადახტა და მეტი ეფეტქი შესძინა გოლს
კურიოზების სამეული
1. ხაშურის ივერიასთან თამაში იყო. დაინიშნა პენალი. დაარტყა შტატიანმა პენალტისტმა მაჭუტაძემ და მეკარემ აუღო . მეორეჯერ დაინიშნა და კიდე აუღო მეკარემ. მესამედ დაინიშნა პენალი. აღარ არტყამდა და კაპიტანმა (მახარაძემ უბრძანა დაერტყა) . შეაგდო და ის თამაში 1-0 მოვიგეთ. ხოლო მეკარე რომელმაც 2 პენალი აიღო, იმ დღესვე დატოვეს ბათუმის დინამოს კარის დარაჯად. ასე გადმოვიდა ტოგონიძე ბათუმში
2. ტოგონიძის გაშვებული გოლი გლასგოში
3. ფაირ პლეის პრინციპის დაცვისთვის მცველმა მიაწოდა ბურთი ტუხას, რომელსაც უნდა დაებრუნებინა ბურთი მოწინააღმდეგესთვის, მაგრამ დაავიწყდა და კინაღამ ეფეკტური ბურთი გაიტანა. ხარიხას გაარტყა ბურთი
თუ რამე გამახსენდა კიდე დავწერ

ეჰ ეჰ ეჰ