geor-gienგაიხარე
colianihttp://www.adjaratv.ge/ge/index.php?page=shownews&id=24630აქ მოუსმინე აბა.. სტადიონიც წამოცდათ

ჭკუასელმა ბათუმთან კონტრაქტი გააფორმა
ჭკუასელი ოზურგეთის ,,მერცხა-ლში” გასულ წელს თამა-შობდა, ამჟამად კი სინჯების წარმატებულად გავლის შემდეგ ბათუმის ,,დინამოს-თან” კონტრაქტი გააფორმა. რა გეგმები აქვს და როგორ აფასებს დღევან-დელ ,,მე-რცხალს” ამას ნიკასთან ინტე-რვიუში შეიტყობთ.
-ნიკა ამჟამად ბათუმის ,,დი-ნამოში” თამაშობ, სინჯებზე ხარ ისევ?
-ჰო, ბათუმის დინამოში ვთამაშობ, სინჯებმა წარმატებულად ჩაიარა და საბედნიეროდ დავრჩი გუნდში.
-კონტრაქტი გააფორმე უკვე?
-კი, სულ ახლახანს გავაფორმე ერთ წლიანი კონრაქტი.
- როგორი პირობებია ბათუმის ,,დინამოში”, კმაყოფილი ხარ?
- პირობებით კმაყოფილი ვარ, ძაან კაი პირობებია შეიძლება ითქვას, იმასთან შედარებით ვიდრე ოზურგეთის ,,მერცხალში” იყო, ყველანაირი ხელშეწყობა მაქვს იმისთვის რომ საფეხბურთო კარიერა წარმატებულად ავაწყო, დანარჩენი ჩემზეა დამოკიდებული, იმედია ხელშეშლა არ მექნება და დასახულ მიზანს მივაღწევ.
- თვითონ გუნდზე რას იტყოდი?
- ჩემი აზრით კაი გუნდია, საკმაოდ კარგი ნაკადია, შეთამაშებული ვართ ბიჭები ერთმანეთან და ალბათ ერთად ყველაფერს გავაკეთებთ, ჩვენი მწვრთნელების თანადგომით.
- შენ გასულ წელს თამაშობდი ოზურგეთის ,,მერცხალში”, ახლანდელი გადმოსახედიდან, როგორ შეადარებ მაშინდელ და ახლანდელ გუნდს? თუ არის ცვლილებები?
- რა თქმა უნდა, კარგი გუნდია დღესდღეობით, თითქმის უმეტესობა ახლები არიან, ახალგაზრდა და ენერგიული ბიჭები. ახალგაზრდული შემართებით არიან და საკმაოდ კარგად თამაშობენ. Bბევრი რამ შეცვლილია უკეთესობისკენ.
- ,,მერცხალში” დაბრუნებას ხომ არ აპირებ?
- არა, ამ ეტაპზე ნამდვილად ვიცი, რომ არ დავბრუნდები და უახლოესი ერთი წელი ბათუმის ,,დინამოში” ვითამაშებ, მერე კი როგორც უკეთესი იქნება და რაც უფრო კაი შემოთავაზება მექნება იმ კუთხით წავალ.
www.guriismoambe.com

გადავსულვართ უმაღლესში, აგერ ჭკუასელიც დავიმატეთ.
This post has been edited by amikoo on 28 Feb 2010, 22:49