Raul Tamudoკი ის სტადიონიც საშინელ დღეშია.
ამ დილას ჩამოვედი ბათუმიდან, მივლინებაში ვიყავი ორი დღით.
ასეთი ტემპებით ლამაზდება ქალაქი, ყოველ ჩასვლაზე რაღაც ახალი მხვდება და ერთი ლამაზი თანამედროვე სტადიონის აშენება რაღა გახდა.
ისე სადაც ადელის სკოლა-სტადიონია, წინ კი ბათუმის სპორტის სასახლე მანდვე რომ აშენებულიყო სტადიონი ურიგო არ იქნებოდა, ახალ უბანსაც ძალიან მოუხდებოდა, მაგრამ როგორც ჩანს უკვე სხვა რამეს აკეთებენ.
ამ ადგილზე ვიძახი, უნივერსიტეტის საინჟინრო-ტექნოლოგიური ფაკულტეტის შენობიდან გადავიღე, მის უკანაა.

გვერდზე კი ,,ცენტრ-პოინტი''-ს აშენებული ძალიან ლამაზი კომპლექსიც ,,მაგნოლია'' ექნებოდა.

მაგარია რა ბათუმი, კიდევ მეტ შენებას და გალამაზებას ვუსურვებ.
ქეიფიც მაგარია ბათუმში ბათუმელებთან