1 / 3
დღეს 6 თებერვალს, ეროვნულ სტადიონზე გაიმართა საქართველო – გერმანიის მატჩი. ამინდის გამო მატჩი 1 საათის დაგვიანებით ჩატარდა, სიცივის და თოვლის მიუხედავად გულშემატკივრები მოაწყდნენ სტადიონს.
საქართველო - გერმანია 77:3
წარმოგიდგენთ მოთამაშეების სიას:
საქართველოს ნაკრები: ქუბრიაშვილი, გიორგაძე, ზირაქიშვილი, ხინჩიგაშვილი, ნატრიაშვილი, ნემსაძე, ზედგენიძე, ურუშაძე, დათუნაშვილი, თავართქილაძე, ლაბაძე, ჩხაიძე, კოლელიშვილი, ბასილაია, უდესიანი, აბუსერიძე, სამხარაძე, მალაღურაძე, ხმალაძე, ზიბზიბაძე, კაჭარავა, ურჯუკაშვილი, მაჩხანელი, თოდუა, ჩხიკვაძე, გიორგაძე, ნატრიაშვილი, კვირიკაშვილი და ყიასაშვილი.
გერმანიის ნაკრები:კოლი, დევისი, დიდებაშვილი, ფრანკე, გიუნგერი, ჰააკლი, ჰაუკი, ჰაინდს-ჯონსონი, ჰაუსტონი, კრაუზე, ლიბიგი, პროისნერი, პირაში, როზენტალი, შლივა, სიმი, შტინდერა, ტაკაენდერა, გრუმბკოვი, ვახა, ვიდიკერი და ვილჰელმი.
თამაში საკმაოდ რითმულად დაიწყო ქართველები თავიდანვე მძაფრი შეტევით შეუდგნენ თამაშს. პირველი ლელოს დამდების ვინაობა უცნობია რადგან პირველი, ტექნიკური ლელო იყო. ეს თამაშის დაწყებიდან მე-12 წუთზე გახლდათ. გარდასახვა #15-მა მერაბ კვირიკაშვილმა შეასრულა და ანგარიში 7-0 ით გაიხსნა. შემდგომი ლელო თამაშის დაწყებიდან 21-ე წუთზე #5-მა გიორგი ნემსაძემ დადო. ისევ #15 მერაბ კვირიკაშვილის მიერ შესრულებული გარდასახვა და ანგარიში 14-ით 0-ა. თამაშის პირველი რაუნდი ძირითადად ჩვენი შეტევით, და არა მარტო შეტევით აშკარა წინსვლით მიმდინარეობდა. 21-ე წუთზე #12 გიორგაძის პასით ლელო დადო მერაბ კვირიკაშვილმა, მანვე შეასრულა გარდასახვა და ანგარიში 21-0. გიორგი ნემსაძემ მეორე ლელო 26-ე წუთზე დადო, ისევ #15-ის მიერ შესრულებული ბრწყინვალე გარდასახვა და ანგარიში 28-0....
ქართველები საშუალებას არ აძლევდნენ სტუმრებს პატარა შეტევაზე გადმოსვლასაც. ტრიბუნებიდან ტაშის კვრა და მხიარული შეძახილები ამხნევებდნენ ჩვენს მორაგბეებს.
29-ე წუთზე ლელო დადო #11 ირაკლი მაჩხანელმა და ანგარიში 33-ით 0 შემდეგ ისევ მერაბ კვირიკაშვილის გარდასახვა და თამაშის დაწყებიდან 30-ე წუთზე ანგარიში 35-ით 0 გახლდათ. სტუმრებმა ანგარიში თამაშის დაწყებიდან 32-ე წუთზე გახსნეს. ჯარიმის შედეგად ლელო დადო #10-მა შტეფენ ლიბიგიმ და ანგარიში გახდა 35-0. პირველი ტაიმის დასასრულამდე მოხდა შეცვლა გერმანიის ნაკრებში და ერთი ლელოს დადება რომელიც #9 ირაკლი აბუსერიძემ შეასრულა, შემდეგ კვირიკაშვილის გარდასახვა და პირველი ტაიმი ანგარიშით 42-3 ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა.
მეორე ტაიმზე ორივე ნაკრები შეცვლით გამოვიდნენ საქართველოს ნაკრებში #3 დავით ზირაქიშვილის ნაცვლად გამოვიდა #17 დავით ქუბრიაშვილი. გერმანიის ნაკრებში #5-ის ნაცვლად #19 #15 შეცვალა #21-მა. მეორე ტაიმის ანგარიში გუნდის კაპიტანმა აბუსერიძემ გახსნა. გარდასახვა შეასრულა კვლავ #15-მა და ანგარიში 49-3 გახდა. 51 წუთზე ისევ შეცვლა მოხდა საქათველოს ნაკრებში და #2 აქვსენტი გიორგაძეს ნაცვლად სტადიონზე გამოვიდა #16 იური ნატრიაშვილი. 53-ე წუთზე ძალიან ლამაზად გადაითამაშეს ქართველმა სპორცმენებმა: აბუსერიძემ მისცა პასი მალაღურაძეს მან გადასცა პასი მაჩხანელს და ამ უკანასკნელმა დადო ლელო ანგარიში გარდასახვის შესრულების შემდეგ გახდა 56-3.
მეორე ტაიმში ბევრი შეცვლა მოხდა როგორც ჩვენ ნაკრებში ასევე სტუმრებთან #10 მალაღურაძე შეცვალა #22 ალექსანდრე თოდუამ #4 ილია ზედგენიძე შეცვალა #18...
ლევან დათუნაშვილმა #13 დავით კაჭარავას მაგივრად #21 თედო ზიბზიბაძე #16 ნატრიაშვილის ნაცვლად #2 გიორგაძე. გერმანიის ნაკრებში #8 შეცვალა #18-მა #7-ს მაგივრად #17
მეორე ტაიმში კვირიკაშვილმა მეორე ლელო დადო 67-ე წუთზე, შემდეგ მანვე შეასრულა გარდასახვა და ანგარიში გახდა 63-ით -3. ბოლო ხუთ წუთში დაიდო 2 ლელო #21 თედო ზიბზიბაძეს და #8 ბესო უდესიანის მიერ. შეხვედრა დასრულდა ანგარიშით 77 : 3 საქათველოს ნაკრების სასარგებლოდ. გახარებიული გულშემატკივრები გამეტებით უკრავდნენ ტაშს და ეძახდნენ თავიანთ კუმირებს. რამდენიმე მორაგბემ კომენტარიც დატოვა:
საქართველოს რაგბის ნაკრებში მოთამაშე დავით კაჭარავა:
“კარგად ითამაშა გუნდმა, ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, პორტუგალიასთან სათამაშოდაც რა თქმა უნდა გულმოდგინებით ვემზადებით და ვეცდებით მოვიგოთ და გავახაროთ გულშემატკივარი. გერმანიის ნაკრები არ გამოირჩევა სიძლიერით, თუმცა ჩვენთვის ამას მნიშვნელობა არ აქვს ვეცდებით ყველა თამაშში მოვიგოთ.”
საქათველოს რაგბის ნაკრებში მოტამაშე ილია ზედგენიძე:
“საკმაოდ სუსტი იყო გერმანიის გუნდი, შარშანდელთან შედარებით, რასაც არ მოველოდი. ახალგაზრდული ნაკრებია, ბევრი ახალგაზრდაა და მომავალზე ორიენტირებული გუნდია. პორტუგალიის თამაშს რაც შეეხება ეს იქნება ერთ-ერთი გადამწყვეტი მატჩი. ჩვენGდღეს ღამე მივემგზავრებით საფრანგეთში წრთვნაზე და მაქსიმალურად მოვემზადებით შაბათის თამაშისთვის.
ამ თამაშით ჩვენმა ნაკრებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ცუდი ამინდი, თოვლი და სიცივე ვერ დაამარცხებს მათ.
http://geosports.ge/news.php?id=4404მაგარი სტატიაა