ლანჩხუთის გოგონათა საფეხბურთო გუნდი „გურია“ ერთი წლისაა
გასულ წელს, სოფელ ნიგოითის ცხრაწლიანი სკოლის ყოფილ ბაზაზე ფეხბურთელ გოგონათა გუნდი შეიქმნა , რომელიც დაკომპლექტებულია. ძირითადად V, VI, VII, VIII კლასელებით. პირველად ნათხოვარი ბურთებით ვარჯიშობდნენ, შემდეგ ბიზნესმენ დავით კერესელიძის დახმარებით შეიძინეს სპორტული ინვენტარი. წვრთნაც უფრო ინტენსიური გახდა, ყოველდღიურ დახმარებას და მხარდაჭერის დგომას არ აკლებდა დირექტორის მოადგილე დალი ქვილითაია. ბავშვები მას გუნდის დედას ეძახიან, ის ყველა შეხვედრაზე დაჰყვება გუნდს და ამავე დროს გუნდის ექიმის მოვალეობასაც ასრულებს. პირველი შეხვედრა „გურია”-მ ჩაატარა საჩხერეში, სადაც მიიწვიეს სოფელ სავანეში, ბიძინა ივანიშვილის მიერ აშენებული სკოლის სპორტული კომპლექსის გახსნაზე.
ამ ხნის განმავლობაში გოგონათა გუნდმა მრავალ სხვადასხვა შეხვედრებში მიიღო მონაწილეობა, ხშირად წარმატებას აღწევდა. თამაში მოუწიათ მათზე ბევრად უფროსი ასაკის გოგონებთანაც. „გურია”-ს მწვრთნელმა, ბატონმა ავთო ორმოცაძემ გვიამბო:
„მინდა მკითხველს მივაწოდო ინფორმაცია ქალთა ფეხბურთის შესახებ ქობულეთელი ორი გოგონა თამაშობს მეზობელ თურქეთში, რომლებიც წარმატებით ასპარეზობენ და მათ საკმაოდ მაღალი ანაზღაურებაც აქვთ. არის გოგონათა გუნდი ზუგდიდში და ქუთაისში, ასევე საჩხერეში და ჭიათურაში. ევროპაში სხვადასხვა ასაკის ტურნირებზე ძირითადად გამოდიან ზუგდიდის, ქობულეთის და ქუთაისის საფეხბურთო გუნდის წევრი გოგონები, თბილისიდან კი ნაკლებად. წელს, 17 წლამდელთა ევროპის შესარჩევ შეხვედრაზე პირველად გამოჩნდა ლანჩხუთელი ანა კვაჭაძე. ევროპელ ქალთა ფეხბურთელ და ქართველ გოგონებს შორის დიდი განსხვავებაა. ანა კვაჭაძემ ჰოლანდიაში ყოფნისას დაათვალიერა „აიაქსის” ქალთა გუნდის საწვრთნელი ბაზა, გაეცნო პირობებს და გაკვირვებული დარჩა ანაზღაურებით.
ჩვენი გუნდის წევრობა შეუძლია რაიონის ყველა მოსწავლეს, რათქმაუნდა მათი სურვილის მიხედვით. იმედი მაქვს, რაიონის ხელმძღვანელობა გაითვალისწინებს ჩვენს თხოვნას და ახალი წლიდან მოხდება ჩვენი დაფინანსება.
ქობულეთში ჩატარდა ტურნირი ფეხბურთელ გოგონათა შორის, სადაც ვიყავით მიწვეულები. დებულების თანახმად მონაწილეობა შეეძლო 19 წლამდე გოგონებს. ჩვენს გუნდში ირიცხება 15 წლის ანა კვაჭაძე. დანარჩენები უფრო პატარებია. ყველაზე პატარა ანა რომანჩუკია, 1998 წელს დაბადებული. ქობულეთის საფეხბურთო გუნდის 6 წევრი ირიცხება 19 წლამდე ასაკის საქართველოს ნაკრებში. პირველი შეხვედრა მოგვიწია ქუთაისის საკმაოდ ძლიერ გუნდთან, ანგარიში ფრედ 3:3 დამთავრდა. შემდეგ ქობულეთის გუნდი შეხვდა ქუთაისელ გოგონებს, შეხვედრა ქობულეთელთა გამარჯვებით, დიდი ანგარიშით 8:3 დამთავრდა. ფინალში ერთმანეთს პირისპირ ქობულეთისა და ლანჩხუთის „გურია” დადგნენ. შეხვედრას ქობულეთის გოგონათა გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელი მსაჯობდა. რატომღაც ქუთაისის მწვრთნელმა, ფიფას არბიტრმა, პაატა დოგრაშვილმა უარი თქვა ჩვენი შეხვედრის მსაჯობაზე. მატჩი დაძაბულად წარიმართა. დაცვაში წარმატებით თამაშობდნენ ანა კვაჭაძე, ბევრი პრობლემა შეუქმნა ქობულეთელებს 13 წლის თამუნა თავდიშვილმა, რომელიც სპეციალისტების შეფასებით რესპუბლიკაში ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელია. საქართველოს ნაკრებში მისი არ მოხვედრის მიზეზი იყო პატარა ასაკი. პირველ ნახევარში თამუნა თავდიშვილი გასცდა ორ მცველს, ოსტატურად ბურთი გადააწოდა ია ალელიშვილს, რომელმაც გახსნა ანაგარიში. პირველი ნახევარი დამთავრდა „გურია”-ს გამარჯვებით. მეორე ნახევრში რადიკალურად შეიცვალა მსაჯობა, II ნახევრის მიწურულს ხელის დახმარებით ქობულეთლებმა გაათანაბრეს ანგარიში, მოახერხეს კიდეც გამარჯვების გოლის გატანაც და ეს შეხვედრა ქობულეთელთა მინიმალური გამარჯვებით დამთავრდა. ჩვენ დავჯერდით მეორე ადგილს. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ერთხმად აღიარეს ლანჩხუთელი თამუნა თავდიშვილი, რომლესაც გადასცეს სიგელი და ფასიანი საჩუქარი. საუკეთესო მცველად კი ანა კვაჭაძე დაასახელეს. ამ შეხვედრას ესწრებოდა უამრავი მაყურებელი, ასევე ქობულეთის რაიონის ხელმძღვანელობა.
მიმდინარე წლის 26 მაისს რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ ტურნირზე, რომელიც ქობულეთში ჩატარდა ფინალში ისევ ქობულეთის გუნდს შევხვდით, ძირითადი დრო ფრედ დამთავრდა. დამატებით დროში ისევ თამუნა თავდიშვილმა თავისი ოსტატური დარტყმით წინ გაიყვანა „გურია” და თამაშიც ჩვენს სასარგებლოდ დამთავრდა.
ეს შეხვედრა „გურია”-მ ასეთი შემადგენლობით ითამაშა: ნანა გოგუაძე, მარი გუჯაბიძე, ანა კვაჭაძე, გვანცა გუჯაბიძე, სალომე ჩიბურდანიძე, ია ალელიშვილი, მაკა ქვარცხავა, სოფო კუჭაშვილი, თამუნა თავდიშვილი, თამთა თავაძე”.
http://www.lanplus.com.ge/index.php?option...17-07&Itemid=16 This post has been edited by guriaaa on 18 Dec 2010, 13:13