ბრავო, ბრავო და ბრავო!!!

ერთადერთი რამაც "გატეხა", 2:0 ფორის განიავება იყო, მაგრამ წინა თამაში 0:3 წავაგეთ + ამ თამაშის არ წაგება (!) უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია თუნდაც მენტალურად, რადგან აშკარად უკეთესი გუნდი იყო ლიტველთა ეს შემადგენლობა, რომლებსაც ასე დავახასიათებდი:
ტექნიკური წუნი ნაკლებად აქვთ
ტაქტიკურად დიდი ვერაფერი (ბევრი ხვრელია)
ფიტნესში მაგრად არიან
მენტალურად ჩვენზე ბევრად წინ (ჟალგირისები და ა.შ.)
ამ ეტაპზე ტატუაშვილი/მატვეევა/ჭყონია - ჩვენთვის ნახევარ გუნდზე მეტია!!!
მართალია ვეტერანები არიან, მაგრამ ჯერ კიდევ შეუძლიათ მაღალ დონეზე თამაში თუნდაც C ლიგაში (ესენი თუ არ იქნებიან, ალბათ ვერ გავალთ საუკეთესო მე-2 ადგილზე და პრეტენზიებიც არ მექნება, რადგან ასეთია რეალობა)
მსგავსი, სერიოზული დანაკლისის ფონზე, რომ ასეთ თამაშს არ წააგებ, ეს უკვე ბევრ რამეზე მეტყველებს...
მეკარე ბრავო
დაცვა არ იყო ცუდი
ნახევარდაცვა ჩავარდა
თავდასხმა კარგი იყო
რეალურად პროგრესი აშკარაა, მაგრამ ჯერ კიდევ საკმაოდ შორს ვართ...
კარგი ის არის, რომ სკოლები გაკეთდა/კეთდება და პატარა ასაკიდანვე პროცესში არიან გოგონები, რაც აუცილებლად შედეგის მომტანი იქნება + შიდა ჩემპიონატიც პროგრესირებს
აგენტები და უცხოური ტრანსფერებია საჭირო (იგივე ამბალია, ბებია,.ბუხრიკიძე და სხვები უნდა გავიყვანოთ)
ლეგიონერების გარეშე რთულია
აგერ ტატუაშვილი/მატვეევა/ჩემინავა/ბაქრაძე - რამხელა უპირატესობას ქმნიან...
პასიკა გაიგუდა დღეს
იმენა გუდავდა რა
ჩხარტიშვილი/დიმოპულუ/ნარსია - მეტად უნდა გამოიყენოს ჩემი აზრით, რადგან ვუყურებ მათ თამაშებს კლუბებში და აშკარად შეუძლიათ თამაში, მაგრამ ეს "შენიშვნა" არ არის - გულშემატკივრის გადმოსახედიდან ვამბობ (ანტმანი მთავარი მწვრთნელია და თავად უკეთ იცის პროცესი)
მოკლედ, სკოლები მოდის, შიდა ჩემპიონატი პროგრესირებს და მეტი ლეგიონერია საჭირო
სხვა ყველაფერი დალაგდება დროთა განმავლობაში...
ამ ეტაპზე ეს არის ჩვენი მაქსიმუმი!!!
ჯერ კიდევ გვჭირდება "ძველი გვარდია" (ტატუაშვილი, მატვეევა, ჩემინავა, ბაქრაძე, ჭყონია) და სანამ ესენი წავლენ, სხვები უნდა მოვხოდოთ უცხოეთში + შიდა ჩემპიონატის დონემ კიდევ უფრო უნდა აიწიოს
მეტს ფიზიკურად ვერ მოსთხოვ რა
სკოლა/აკადემია არ გამოუვლიათ, შიდა ჩემპიონატი ახლა იდგამს ფეხს და ასე ჰოპ ვერ აფრინდები/გაფრინდები...
მენტალურად ძლიერი, მებრძოლი თაობა მოდის, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს!!!
P.S. მადლობა ქომაგებს/გულშემატკივრებს!!! საოცარი გარემო იყო სტადიონზე, თითქმის გადაჭედილი ტრიბუნები - ბრავო!!!
This post has been edited by Andrea21 on 5 Apr 2024, 21:44
მიმაგრებული სურათი