ალმუნია კარგი იდეაა, ვითომ მეგრელია...
ესპანეთის ნაკრებშიც არ უთამაშია, მაგრამ ერთია რომ 32 წლისაა... ის მაკარიძის გაზრდამდე თუ გაქაჩავს გაასწორებს..
თუმცა მე უფრო გორკა ირაზიო მორენოსკენ ვიხრები, მაინც ბასკია და თან 28 წლის

თავდამსხმელიც სწორად ახსენა, ამ მხრივ არჩევანი გაცილებით დიდია და აქ არ დაიწყოთ დვალიშვილი დაიჩაგრება, მჭედლიძე დაკომპლექსდება და მსგავსი რაღაცეები... სხვა თუ არაფერი კონკურენცია გაიზრდება და თუ აჯობებს ტატანაშვილმა ითამაშოს თუ გინდა, თან ქართველებს ალბათ მსგავსი სტიმული ჭირდებათ ნაკრებში ძვლები რო დაალაგონ მოედანზე...
ჩემი ნება რომ იყოს მე მარჯვენა ნახევარმცველს მოვძებნიდი, მაჯვენა მცველად სალუქვაძეც ითამაშებდა... და საყრდენს მოვძებნიდი, კანკავა არასტაბილურია, გოგუა გაუგებარი, დაუშვილი არასაიმედო, რაზმაძე, ხმალაძე და სხვები დაბალკლასიანები და აქედან გამომდინარე არასტაბილური, გაუგებარიც და არასაიმედოც...
მარჯვენა ფლანგზე ჯანო, გამთამაშებელი ყენია...
ისე ჯერ პირობები გაუუმჯობესონ ნაკრებს, კობის მონაყოლი ძალიან დასაფიქრებელია