ეგ იმის ბრალია, რომ თამაზას მიყავს გოგიბედაშვილს, ეგ არის ჭიდაობის კომენტატორი და მაქაც მშრალ სტატისტიკას აცხადებს, ჭიდაობა როგორც ეგეთი არ ესმით ვერ გრძნობენ
ძალოსნობაზე აღარ არის საუბარი, კი იცის კახიაშვილზე ასანიძეზე, ცნობილ ძალოსნებზე რაღაცეები, მარა ეგ საკმარისი არ არის, მაყურებელს სხვა რამ სჭირდება დააინტერესო, აუხსნა გაგებინო , ვის რა შედეგი აქვს, რითი გამოირჩევა და ასშ.
მეორე თანაწამყვანიც დიდად ვერ ერკვევა, მემგონი ფედერაციის თანამშრომელია, თუმცა აშკარად ჩანს თვალყურს არ ადევნებს ძალოსნობას
მარტო გუშინდელზე დღეზე ავიღოთ, გამოდიოდეს იგივე აკულოვი 2015-ში ჰიუსტონის მსოფლიოს ჩემპიონი ეგ არ იცოდე, რამდენით მოიგო მაშინ ატაცი 176 -აკვრა 215 და იძახდე უფ შანსი არ აქვსო სასაცილოა.
ან ჩილელ მენდესზე წინა წლის მსოფლიო ჩემპიონზე სიტყვა არ თქვა, რა შედეგი აჩვენა , რა ამბაბი დაატრიალა მაშინ ცოტა ტეხავს
იგივე ამ წონის ლიდერზე ირანელ კიანუშ როსტამზე არ ისაუბრო, რომელიც 2 გზის მსოფლიო ჩემპიონია და ოლიმპიური ოქრო ვერცხლი აქვს, რატომ არ გამოდის, რა შედეგების პატრონია ყველაფრის მიმნიშნებელია.
რეზის რაც შეეხება მართლა ყოჩაღ მაგ ბიჭს, საკამოდ დიდი პოტენციალი აქვს გუშინ სერიოზულად გამოჩნდა, ამ წელს ბუქარესტში ევროპა მოიგო შედეგით ატაცი 163 და აკვრა 190 გაუმჯობესება მოახდინა მთელი 18 კილოგრამით, ეს არის ფენომენალური შედეგი, კი ახალგაზრდაა მზარდი ორგანიზმი აქვს , თუმცა არარეალურია. წლები ვარჯიშობენ ხალხი რამოდენიმე კილოთი მოუმატონ შედეგს წლები
პერსპექტივას რაც შეეხება უახლოეს 3-4 წელიწადში თუ გავა ატაცში 180 ის ფარგლებში, რაც თავისუფლად შეუძლია და აკვრაში 215 ის ფარგლებში უკვე ტოპ ტონეს მივიღებთ სტაბილურად
ჩემი აზრით ტოკიოს ოლიმპიადაზე მოხვედრას და იქ 96 კგ-ში გამოსვლის ოცნებას უნდა შეეშვას, აზრი არ აქვს შედეგს ვერ დადებს ამ ეტაპზე, მომავალში თუ ბუნებრივად მიუახლოვდება მაგ წონას მერე ვნახოთ, ისიც გასათვალისწინებელია 2024-ში პარიზში დიდი ალბათობით ისევ აღდგება ეგ წონა
96-ს და ჩვენს დღევანდელ შანსებს რაც შეეხება, პლესნოიც ატაცში შედარებით კარგია, ასე 170-ის ფარგლებში იბრძოლებს დადოს შედეგი და აკვრასაც აქ შედარებით უჭირს, ასე 205 ის დაფიქსირება მაგისთვის კარგი იქნება.
ირანელ სოხრად მორადის რაც შეეხება, მოქმედ ოლიმპიურ ჩემპიონს ამ წონაში, აშკარად თავის საუკეთესო ფორმაშია, წელს დაამყარა აზიის თამაშებზე ატაცის რეკორდი 189 კგ დაძლია, 19 წელი იყო კახიაშვილის ეს რეკორდი 188 კგ-ატაცში ათენის მსოფლიო ჩემპიონატის მერე, ნელ-ნელა უახლოვდებოდა წლების განმავლობაში ამ წონას 2016 წელს რიოში 182 აწია, 2017 ში ანენჰეიმში მსოფლიოზე 184 და აკვრის რეკორდი 233 დაამყარა, წელს უკვე ატაცისაც მიაყოლა აბსოლიტური ჩემპიონი და რეკორდსმენია.
ეხლაც უეჭველი ჩემპიონი გახდება, რამე გაუთვალისწინებელი თუ არ მოხდა, ჩინელი ტიან ტაო გაუწევს შედარებით წინააღმდეგობას, კსტაწი ეს ჩინელიც წელს ამოვიდა ქვედა წონიდან , თორე დიდი ამბები იქნებდა მაქაც, 85-ში კიანუშ რუსტამის აკვრის მსოფლიო რეკორდი 217 ამ ჩინელმა ამოაყირავა 218-ით.
ეს რუსული ლინკი Матч ТВ სადაც აჩვენებს ლაივს, როგორ უყურებთ, მიწერს თქვენი ქვეყნიდან ყურება შეუძლებელიაო, არადა ევროსპორტზე წლებია ვადევნებდი თვალს, მაგარი მცოდნე კომენტატორები ყავთ This post has been edited by roko-toko on 7 Nov 2018, 12:20
“Время единственная валюта, которой вы платите за жизнь”.