ძალოსნობა
ქართული კვარტეტი ანტალიაში
12:19 04-04-2012
თურქულ ანტალიაში 9 აპრილს დაიწყება და ერთ კვირას გასტანს ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი, რომელშიც ავთანდილ გახოკიძისა და ალეკო ნოზაძის ხელმძღვანელობით ოთხი ქართველი სპორტსმენიც მოსინჯავს ძალებს.
ფიცარნაგზე გამოვლენ დავით ხარატაშვილი (აფხაზეთი, 77 კგ), რაულ ცირეკიძე (ქუთაისი, 85), ალუდა მანაგაძე (ქუთაისი, 105) და ირაკლი თურმანიძე (აჭარა, +105).
ისინი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის, ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით ნაკრებთან ერთად ემზადებოდნენ ამ შეჯიბრებისთვის. ხარატაშვილი კონტინენტის პირველობის დებიუტანტია, საკონტროლო შეჯიბრებებზე ორჭიდში 316 კილოგრამი (141+175) აქვს დაძლეული.
ანტალიაში მისი გამეორება პირველ ათეულში მოხვედრის შანსს ნაკლებად იძლევა. სამაგიეროდ, ცირეკიძე და თურმანიძე არიან კარგად მომზადებულნი და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლაც შეუძლიათ. ცირეკიძის პირადი რეკორდია ორჭიდში 370 კილო, ხოლო თურმანიძემ საკუთარი მაჩვენებელი 425 კილომდე გაზარდა.
რაც შეეხება მანაგაძეს, ბოლო ტურნირზე მან 390 კილო დაძლია. ეს კი, შესაძლოა, პირველი ათეულის შედეგი აღმოჩნდეს. ხარატაშვილი ფიცარნაგზე 12 აპრილს გავა; ცამეტ-თხუთმეტში კი, შესაბამისად, ცირეკიძე, მანაგაძე და თურმანიძე მოსინჯავენ ძალებს.
ანტალიაში 8 აპრილს ევროპის ძალოსნობის ფედერაციის კონგრესი დაიწყება. მის მუშაობაში სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი კახი კახიაშვილი მიიღებს მონაწილეობას.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ინდივიდუალური სახეობები - ძალოსნობა
ავტორი : ვაჟა დანელია
http://sportall.ambebi.ge/sport/individual...antaliashi.html * * *
ცოტა მნოგვიანებით ვდებ Железный Мир > Новости
29.03.2012 25 марта 2012 года в Ташкенте прошёл 4-й этап Кубка мира по стронгмен.
Результаты:
1 место - Радзиковский Кшиштоф - Польша
2 место - Трубицин Сергей - Узбекистан
3 место - Марк Феликс - UK
4 Нигматуллин Эльбрус - Россия
5 Коте Джанашия - Грузия
6 Лашин Александр - Украина
7 Митт Тармо - Эстония
8 Эспен Бос Ауне – Норвегия
9 Абрутис Антанос - Литва
10 Примов Хамза – Узбекистан
11 Нии Кевин – США
12 Фернандез Сергио- Испания
13 Востан Геворгян - Армения
14 Александр Лапыров - Белоруссия მალადეც კოტეს ამ შემადგენლობაში მე-5 ადგილი კაი შედეგია ჩემი აზრით.