ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატს დუშეთმა უმასპინძლა
ორშაბათი, 26 აგვისტო 2013 19:38
ძალოსნობასაქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ორგანიზებით და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, 23-25 აგვისტოს დუშეთის კულტურის სახლში ძალოსნობაში საქართველოს ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში საქართველოს 7 რეგიონის 65-მა ძალოსანმა მიიღო მონაწილეობა.
მედლები 24 და 25 აგვისტოს 8 წონით კატეგორიაში გათამაშდა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ჩემპიონატში ქვეყნის უძლიერესმა სპორტსმენებმა მოსინჯეს ძალები, მათ შორის 19 წლის შოთა მიშველიძემ (69 კგ) და 19 წლის ლაშა ტალახაძემ (+105 კგ), ასევე დავით გოგიამ კი საქართველოს რეკოდები დაამყარეს.
საქართველოს ჩემპიონატის გახსნას მოწვეული სტუმრის სტატუსით ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები - მანუჩარ კვირკველია, რამაზ ნოიზაძე, ასევე ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი, 2-გზის ოლიმპიური ჩემპიონი ალექსანდრ კურლოვიჩი და ოლიმპიური ჩემპიონი - თეიმურაზ ტაიმაზოვი ესწრებოდნენ.
ჩემპიონატზე პირველივე დღიდან საორაგანიზაციო საკითებს აგვარებდნენ ოლიმპიური ჩემპიონები - გიორგი ასანიძე და კახი კახიაშვილი, რომელიც ტურნირის მთავარი მსაჯი გახლდათ.
ფინალურ გამოსვლებს დასწრნენ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე -თამაზ თევზაძე და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი - ირაკლი ტრიპოლსკი.
საქართველოს ჩემპიონატი ქართველი ძალოსნებისათვის 16-27 ოქტომბერს პოლონეთის ქალაქ ვროცლავში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ ეტაპად განიხილება.
საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში, 23-25 აგვისტო დუშეთი
56 კგ.
1. ზვიად ფუტკარაძე (აჭარა) (90 + 112) 202 კგ.
2. ზაზა ფუტკარაძე (აჭარა) (85 + 105) 190 კგ.
3. გოდერძი ბერდელიძე (საჩხერე) (90 + 100) 180 კგ.
62 კგ.
1. რამილ შამილიშვილი (აჭარა) (111 + 140) 251 კგ.
2. გოგა ჩხეიძე (ზუგდიდი) (95 + 118) 213 კგ.
3. ვახტანგ ვეკუა (ზუგდიდი) (98 + 110) 208 კგ.
69 კგ.
1. შოთა მიშველიძე (ქუთაისი) (144 + 170), 314 კგ. (სამივე შედეგი დიდებში საქართველოს რეკორდია)
2. თორნიკე თოდაძე (საჩხერე) (123 + 152) 275 კგ.
3. ვაჟა ქავთარაძე (აჭარა) 120 + 140) 260 კგ.
77 კგ.
1. გიორგი ლომთაძე (ქუთაისი) (150 + 178) 328 კგ
2. ირაკლი გაბრიჭიძე (საჩხერე) 142 + 171 313 კგ.
3. ჯაბა ჩიბურდანიძე (აჭარა) (132 + 153) 285) კგ.
85 კგ.
1. ზურიკო თავაძე (ქუთაისი) (147 + 177) 324 კგ.
2. დავით ხარატაშვილი (აფხაზეთი) (143 + 177) 320 კგ.
3. ლაშა კოპალიანი (ქუთაისი) (138 + 177) 315 კგ.
94 კგ.
1. რაულ ცირეკიძე (ქუთაისი) (163 + 200), 363 კგ.
2. იკა ცანავა (ზუგდიდი) (164 + 190), 354 კგ.
3. დავით ხეცურიანი (ქუთაისი) (140 + 173), 313 კგ.
105 კგ.
1. დავით გოგია (ზუგდიდი) (190 + 225), 415 კგ. (ატაცში საქართველოს რეკორდი)
2. ვილი ალექსიძე (აჭარა) (157 + 195) 352 კგ.
3. უჩა ინაძე (თბილისი) (155 + 185) 340 კგ.
+ 105 კგ.
1. ლაშა ტალახაძე (საჩხერე) (198 + 233), 431 კგ. (აკვრაში საქართველოს რეკორდი)
2. ალბეტრ კუზილოვი (აჭარა) (180 + 220), 400 კგ.
3. გიორგი თურმანიძე (თბილისი) (165 + 197), 362 კგ.
გუნდური ჩათვლა
1. ქუთაისი (198 ქულა)
2. აჭარა (186 ქულა)
3. ზუგდიდი (183 ქულა)
შედეგების მიხედვით (სინკლერის ტაბულით) გამოვლინდა 6 საუკეთესო სპორტსმენი, რომლებიც ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ - დავით გოგია, ლაშა ტალახაძე, შოთა მიშველძე, ალბერტ კუზილოვი, რაულ ცირეკიძე, გიორგი ლომთაძე.
ლაშა ტალახაძე ასევე დაჯილდოვდა 1000 ლარით სავაჭრო ცენტრი "კიდობანის" გენერალური დირექორის - თამაზ ბაქანიძის მხრიდან.
სამინისტროს პრესსამსახური
http://www.geosports.ge/index.php?option=c...2-44&Itemid=161 This post has been edited by guja26 on 28 Aug 2013, 21:37