4 მედალი ტალინიდან
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში სტარტი აიღო ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში 20 და 23 წლამდე სპორტსმენთა შორის. ფიცარნაგზე უკვე 4 ქართველი ძალოსანი ვიხილეთ და ჩვენი ნაკრების აქტივში 4 მედალია.
ყველაზე დიდ წარმატებას 20-წლამდელთა შორის მოსპარეზე შოთა მიშველიძემ (69 კგ.) მიაღწია, რომელმაც ატაცში 143 კგ-ით მცირე ოქროს მედალი მოიპოვა, აკვრაში კი 165 კგ-ით ვერცხლს დასჯერდა და ჯამშიც, 308 კგ-ით ვერცხლის მედალს დაეუფლა.
2 ქართველი ძალოსანი ჩაება 20-წლამდელთა შორის 77 კგ. წონით კატეგორიაში. ზურიკო თავაძემ ჯამში 303 კგ. დასძლია და მე-4 ადგილს დასჯერდა, ირაკლი გაბრიჭიძე კი ატაცის შემდეგ მე-3 პოზიციაზე გახლდათ და მცირე ბრინჯაოც მოიპოვა, თუმცა, აკვრაში სამივე ცდა “გააფუჭა” და შეჯიბრს გამოეთიშა.
ასევე 20-წლიანებში მხოლოდ მე-8 საფეხურს დასჯერდა რამინ შამილიშვილი, რომლის მონაგარიც 248 კგ. იყო.
მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ სამ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ. 20-წლამდელებში ვილიამინ ალექსიძე (105 კგ.) და ლაშა ტალახაძე (+105 კგ.) ისპარეზებენ, ხოლო 23-წლამდელებში – გიორგი ლომთაძე (77 კგ.).
http://worldsport.ge/ge/page/4-medali-talinidanლომთაძის ვერცხლი ევროპის ჩემპიონატზე
ესტონეთის დედაქალაქ ტალინში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე 20 და 23-წლამდე ძალოსანთა შორის საქართველოს ნაკრებმა მორიგი მედლები მოიპოვა.
23-წლამდელთა შორის წარმატებას გიორგი ლომთაძემ მიაღწია, რომელმაც ატაცში 148 კგ. დასძლია და მცირე ოქროს გამორჩა, აკვრაში 180 კგ-ით მე-4 იყო, ხოლო ჯამში 328 კგ. მიითვალა და ვერცხლი დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ ლომთაძე გაჩემპიონებულ ალეხანდრო გონსალესს (ესპანეთი) მხოლოდ 2 კგ-ით ჩამორჩა.
მსოფლიოს ჩემპიონატზე კიდევ ორ ქართველ ძალოსანს ვიხილავთ. 20-წლამდელთა ტურნირში ფიცარნაგზე ვილიამინ ალექსიძე (105 კგ.) და ლაშა ტალახაძე (+105 კგ.) გავლენ.
http://worldsport.ge/ge/page/lomtadzis-ver...is-chempionatze