აზრზე არა ვარ.
მარა ჩემი აზრით მოთხოვნისთანავე უნდა იქნეს ჩაბარებული განმეორებითი ტესტი. ჩაბარებული ტესტის პასუხი რამდენ ხანში იქნება არ ვიცი. ნუ ეს რუსი ტურინაბოლზე არ დაუჭერიათ, სხვა რაღაცაზე დაიჭირეს, რაზეც მხოლოდ გაგონილი მაქვს და მაგ პრეპარატზე ინფოს არ ვფლობ. ამიტომ ვერ ვიტყვი რა უნდა იჩალიჩონ რო გაიწმინდოს მალე. პეპტიდებზე ჩავარდნილა, კონკრეტულად პრეპარატი Ipamorelin. აი ინფო რაც მოვიძიე ამ პრეპარატზე და საერთოდ პეპტიდებზე.
http://ka.best-steroid-shop.com/blogs/180-...lques-mots.html 3–6 თვემდე უწერია ამ პრეპარატს ორგანიზმიდან გამოსვლის დრო. გააჩნია როდის გაიკეთა.
მეეჭვება ის რო განმეორებითზე სხვა პასუხი აჩვენოს, როგორც წესი უმეტეს შემთხვევაში იგივე პასუხია ხოლმე. აგერ ამ სპორტში, ერთ-ერთი ჩვენი სპორტსმენის სიტუაცია იყო იგივე, მეორედაც დოპინგზე ჩავარდნის პასუხი მოვიდა, მიუხედავად იმისა რო იმედი ქონდა ჩვენს ფედერაციას გამართლებისა. მოკლედ რაც არ უნდა იფოფხონ რუსებმა მემგონი არაფერი ეშველებათ, ზურგზე ადევთ გაუქმებული შედეგები და მინიმუმ 2 წელი დისკვალიფიკაცია. მე მჯერა ესე იქნება.
ადრე წლებში, დაახლოებით 10 წლის წინ, ამ სპორტში საბერძნეთის ნაკრები დოპინგ სკანდალში გაეხვა. მთლიანი გუნდი მოხსნეს. ეჭვი არც მეპარება რო გაასაჩივრბდნენ, მარა პასუხი იგივე იყო როგორც ჩანს იმიტო რო რამდენადაც ვიცი მაინც არ მიუციათ თანხმობა.
* * *
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ, წლის შეჯამებას გადმოვაკოპირებ. მოვიპარავ, მე ვფიქრობ აქაც საჭიროა რო იყოს.
ქართული ძალოსნობის
2015 წლის
შეჯამება
ანოტაცია
2015 წლის აპრილში თბილისში ჩატარდა ევროპის ჩემპიონატი, რომელმაც დაიმსახურა უმაღლესი შეფასებები ევროპისა და მსოფლიო ძალოსნობის ფედერაციების პრეზიდენტებისაგან.
ჩემპიონატზე ირაკლი თურმანიძემ 3 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი) და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა.
1. მსოფლიო ჩემპიონატი ჰიუსტონში
ლაშა ტალახაძემ +105 კგ წონით კატეგორიაში 3 მედალი (2 ოქრო, 1 ვერცხლი) და მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცის ტიტული მოიპოვა.
ირაკლი თურმანიძემ მოიპოვა 1 მედალი (ბრინჯაო)
ნაკრებმა მოიპოვა 3 ლიცენზია მისი უფროსი მწვრთნელის გიორგი ასანიძის, თანაშემწეების ავთანფილ გახოკიძის და გია ცირეკიძის ხელმძღვანელობით , შესაძლოა მომავალ წელს დაემატოს 1 ლიცენზია ქალებში კონტინენტალური შეჯიბრის შემდეგ.
ამასთანავე მოვიპოვეთ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატის ჩარარების უფლება 2016 წელს თბილისში.
საერთაშორისო ასპარეზებზე სულ 18 მაღალი სინჯის მედალია მოპოვებული რაც იმ 100 ძალოსანზე რომელიც საქართველოში ვარჯიშობს კოეფეციენტით ალბათ საუკეთესო შედეგია.
2. წელს კომპანია „რომპეტროლი“ საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის მხარდამჭერი და გენერალური სპონსორი გახდა. პირადი კონტრაქტები გაფორმდა აგრეთვე NIKE, ELEIKO და PSM-თან, რომლებიც არიან ჩვენი ტექნიკური მხარდამჭერები.
3. ფედერაციას უკვე საერთაშორისო მსაჯი ჰყავს კობა ობოლაშვილის სახით.
4. დაგეგმილია სამსაჯო, საწვრთნო და საედიცინო სემინარების ჩატარება.
5. ვაწესებთ პრევენციულ ზომებს ანტი-დოპინგის საკითხებში და დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ანტი-დოპინგური სამსახურის თავჯდომარეს პალიკო კასრაძეს და ვიცე თავჯდომარეს თეიმურაზ უკლებას ანტი-დოპინგურ საკითხებში თანამშრომლობისათვის და
მხარდაჭერისათვის. ასევე მადლობას ვუხდით ბატონ გიორგი ტურაზაშვილს (მოწვეული სპეციალისტი, ადვოკატი), რომელიც გვეხმარებოდა საერთაშორისო არენაზე და პრევენციული ზომების მიღებაში.
აგრეთვე ბატონი ზურაბ კახაბრიშვილის სამედიცინო სამსახურს აქტიური მხარდაჭერისათვის.
წლის ბოლომდე 9 დარბაზი ჩადგება მწყობრში: კლდისწყაროში, ქუთაისში და 7 დარბაზი ქვემო ქართლში. აქვე გვსურს ავღნიშნოთ ქვემო ქართლის გუბერნატორის, ბატონი პაატა ხიზანაშვილის დიდი წვლილი, რომელსაც გულითად მადლობას ვუხდით თანადგომისათვის.
აგრეთვე დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს და კერძოდ მის პრეზიდენტს ლერი ხაბელოვს, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ამ შედეგების მოპოვებაში.
სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრს ბატონ ტარიელ ხეჩიკაშვილს ტექნიკური, მატერიალური და მორალური მხარდაჭერისთვის.
ქ. თბილისის მერს ბატონ დავით ნარმანიას, რომელმაც დიდი დახმარება გაგვიწია ევროპის ჩემპიონატის ჩატარებაში.
ეს იყო ძალიან წარმატებული და შედეგიანი წელი .
გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
გისურვებთ კიდევ უფრო წარმატებულ და დადებითი შედეგებით გამორჩეულ ახალ 2016 წელს!
This post has been edited by bedo-bedo89 on 25 Dec 2015, 22:13