2010 წლის 11 იანვარს საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” გამართა თურქული შეკრების პირველი ამხანაგური მატჩი. ზესტაფონელთა მეტოქე გახლდათ ყაზახეთის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი, ქალაქ კუსტანაის საფეხბურთო კლუბი ”ტობოლი”.
შეხვედრა, რომელიც ზესტაფონელთა სასტუმრო ”სუენო ჰოტელის” საფეხბურთო მინდორზე გაიმართა, ადგილობრივი დროით 17:00 (თბილისის დროით - 19:00) საათზე დაიწყო. ყაზახეთის ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი ”ტობოლი” ქართველებს უძლიერესი შემადგენლობით დაუპირისპირდა, ხოლო იმერლებს ცენტრალური მცველები - გიორგი ონიანი და გიორგი ხიდეშელი აკლდნენ. ამის მიუხედავად, ძალიან გასაკვირი იყო ის უპირატესობა, რომელსაც მატჩის (განსაკუთრებით პირველ ტაიმში) მსვლელობისას ყაზახი ფეხბურთელები ფლობდნენ. აშკარად თვალშისაცემი იყო ის, რომ გუნდები მზადების სხვადასხვა ეტაპზე და შესაბამისად, სხვადასხვა სათამაშო და ფუნქციონალურ კონდიციებში იმყოფებიან. საინტერესოა ისიც, რომ ზესტაფონელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა გუნდში გასინჯვაზე მყოფ სლოვენიელ გოლკიპერ ნემანია იოზიჩს, რომელიც აქამდე სლოვენიური კლუბების - ველენიეს ”რუდარისა” და პტუის ”დრავას” ღირსებას იცავდა.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს : იოზიჩი (მეშველიანი, 72), მჭედლიშვილი (ბენაშვილი, 54), ლობჟანიძე (გორგიაშვილი, 60), კაჭკაჭიშვილი, ელიავა (მაკარიანი, 64), დაუშვილი (ცხადაია, 60), კორღალიძე (ძარია, 54), გრიგალაშვილი, აფციაური (მიქაბერიძე, 64), გელაშვილი (წინამძღვრიშვილი, 62), დვალი (ნ. კვასხვაძე, 62).
გოლები ზესტაფონელთა კარში ”ტობოლის” შემდეგმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: ნურგალიევმა (5-ე და 80-ე წუთებზე), საბიროვმა (12-ე წუთზე), მალიშევმა (33-ე წუთზე) და ბაკაევმა (70-ე წუთზე). რამდენიმე ეპიზოდში თავის გამოჩენა ქართველ ფეხბურთელებსაც შეეძლოთ, თუმცა მათი ყველა ცდა წარუმატებელი გამოდგა.
http://www.fczestafoni.ge/News/507.htmსაინტერესოა ისიც, რომ ზესტაფონელთა შემადგენლობაში დებიუტი ჰქონდა გუნდში გასინჯვაზე მყოფ სლოვენიელ გოლკიპერ ნემანია იოზიჩს, რომელიც აქამდე სლოვენიური კლუბების - ველენიეს ”რუდარისა” და პტუის ”დრავას” ღირსებას იცავდა.
ზესტაფონელებმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზეს : იოზიჩი (მეშველიანი, 72),
სად იპოვეს 5 ამას გაუშვია