12.12, 14:00. თბილისი, “მიხეილ მესხი”.
“დინამო” (თბილისი) - “სამტრედია” (I წრე 1:3)
დისკვალიფიცირებული: ედნილსონი (დინამო).
ლოგიკით, კახა კაჭარავას გაწვრთნილებს იოლი გასეირნება არ უნდა ჰქონდეთ. “სამტრედიამ” “დინამოს” პირველ წრეში ყველასათვის მოულოდნელად სძლია (3:1) და ბუნებრივია, თბილისელები სრულფასოვანი რევანშის აღებას შეეცდებიან.
იმერლებს ბოლო 4 შეხვედრაში არ წაუგიათ (1 მოგება და 3 ფრე), რამაც ერთხანს მე-5 საფეხურზე დაწინაურების საშუალება მისცათ. “დინამოს” რაც შეეხება, ქვეყნის 13-გზის ჩემპიონის “ლაზარეთი” თანდათან ცარიელდება (წინა ტურში მოთამაშე თბილისელთა რიგებს მათე ვაწაძეც შეემატა), რაც მაყურებელს ახალი წლიდან კაჭარავას შეგირდებისაგან სულ სხვაგვარი შედეგის და თამაშის მოლოდინში ამყოფებს.
“დინამოსთვის” ეს მატჩი წლის ბოლო დაპირისპირება არაა, რადგან იგი თასის მფლობელის რანგში, ქვეყნის სუპერთასისთვის 17 დეკემბერს ჩემპიონ “ვიტ ჯორჯიას” რუსთავში დაუპირისპირდება.
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=1056რატომღაც მარტო ჩვენი შეხვედრის მცირედი სტატისტიკის გაკეთებაც დაავიწყდა ამ საიტს..მე დავამატებ ამიტომ..
დინამოს 12 მშრალი კარი აქ..სამტრედიას 3....ამიტომ სავარაუდოდ გოლი არ უნდა გავუშვათ და უნდა გავიტანოთ

1,59 გოლი გაგვაქ საშუალოდ...სამტრედიას 1,4
0,64 გოლს ვუშვებთ საშუალოდ...სამტრედია 1,94..
უდიდესი გამარჯვება ბაიასთან გვაქ 3-0...სამტრედიასთან ლოკოსთან 3-0
დიდი წაგება ზესტაფონთან გვაქ 1-4...სამტრედიას ოლიმპთან 0-5
საშუალო ასაკი 23,41 არის ჩვენი გუნდის..სამტრედიის 24,24
პირველ გოლს საშუალოდ პირველ 30 წუთში ვიტანთ...სამტრე 38-ში...
ვუშვებთ 40წუთში....სამტრე 39ში..
ერთადერთი რაშიც სამტრე გვჯობია არის ის რომ ჩვენ 6 თამაშში საერთოდ ვერ გავიტანეთ გოლი ხოლო სამტრემ 5-ში
ყველაზე მეტი გოლი ბოლო 10წუთში გაგვაქ...სამტრეს 20-30წუთების შუალედში..
დინამომ ბოლო 5 შეხვედრაში 3 მოიგო,ერთი ფრე,ერთი წაგება..
სამტრედიამ 2 მოიგო და სამი ფრედ ითამაშა...
ძველების სტატისტიკა არ მომეპოვება...
მიმაგრებული სურათი