ივან კამპო კვიპროსის მეორე დივიზიონში წავიდა
კამპომ კუნძულს მიაშურა
ესპანეთის ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის “რეალის” ყოფილმა მცველ-ნახევარმცველმა ივან კამპომ, კვიპროსის მეორე დივიზიონის კლუბ ლარნაკას აეკ-თან ნახევარწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
ამის შესახებ, უეფას ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
“კამპო და კლუბის პრეზიდენტი მარიოს ელინასი ერთმანეთს დიდი ხანია იცნობენ. ესპანელი აეკ-ში გამოსვლას იმიტომ დათანხმდა, რომ გუნდს პირველ დივიზიონში დაბრუნებაში დაეხმაროს. კამპომ აღნიშნა, რომ მხოლოდ აეკ-ში თამაში უნდა და მზადაა დაგვეხმაროს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის ნამდვილი პროფესიონალია”, –განაცხადა კვიპროსელთა პრეს-ატაშემ.
კამპო, “რეალის” გარდა, “ალავესში”, “ვალენსიაში”, “ვალიადოლიდში”, “მალიორკაში”, “ბოლტონსა” და “იფსვიჩში” გამოდიოდა. 1998-2000 წლებში, ესპანეთის ნაკრებში მან 4 მატჩი ჩაატარა.
ნეტა ჩვენს უმაღლესში ჩამოდიოდნენ ესეთი ფეხბურთელები