რევაზ გოცირიძე ისრაელში ისინჯება
რევაზ გოცირიძე, რომელიც საქართველოს მიმდინარე ჩემპიონატის პირველ წრეში ცხინვალის "სპარტაკში" თამაშობდა, ისრაელის კლუბ ფეთაჰ თიკვას "ჰაპოელში" ისინჯება.
ქართველმა ფეხბურთელმა ამ გუნდის შემადგენლობაში უკვე ერთი მატჩიც ჩაატარა – რამდენიმე დღის წინ “ტოტო კაპზე” ლადო დვალიშვილის ჰაიფას "მაკაბისთან" (1:2).
დაიტოვებენ თუ არა 28 წლის ფორვარდს, ამჟამად ისრაელის ლიგატ ალ-ში ბოლო, მე-16 ადგილზე მყოფ "ჰაპოელში", ეს დღე-დღეზე გადაწყდება.
გოცირიძეს აქამდე ორ უცხოურ კლუბში უთამაშია - 2003 წელს უკრაინულ "კრივბასში" იყო, 2004-2006 წლებში კი რუსულ "კამაზში" ირიცხებოდა.
დიდი ძალა დააკლდება ჩემპიონატს