აფხაზეთი ხუთ ნაკრებს ქმნის
დავით ცაბაძე
მსოფლიო თანამეგობრობა და საერთაშორისო სტრუქტურები სეპარატისტული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებს არ აღიარებენ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ ორი რეგიონის თვითმარქვია ლიდერები ყველანაირად ცდილობენ საერთაშორისო აღიარების მიღწევას ყველა სფეროში. მათ შორის ფეხბურთში და სწორედ ამისი მორიგი პრეცედენტია რუსული წყაროების მიერ გავრცელებული მასალებიც. თუმცა ვნახოთ, თუ რას წერს საიტი აბკჰაზიაგოვ.ორგ-ი. როგორც ირკვევა ეს აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის ოფიციალური ვებგვერდია.
?აფხაზეთი ადგილობრივი კლუბებისგან გამორჩეულ გუნდს აყალიბებს, რომელიც წამყვანი ფეხბურთელებით დაკომპლექტდება. ამის შესახებ განაცხადა ახალგაზრდობისა და სპორტის საკითხებში სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე რაფაელ ამპარმა.
ამ რჩეულთა გუნდის მთავარი მწვრთნელი უკვე დამტკიცებულია - სოხუმის ?დინამოს? ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად კი გუდაუთის ?რიწის? თავკაცი ჯუმა კვარაცხელია, მისი ასისტენტი კი სოხუმის ?ნართას? მესაჭე საიდ თარბა იქნება. ეს გუნდი რუსეთის ჩემპიონატის ახალ სეზონში საასპარეზოდ მოემზადება და პირველ შეკრებას 20-25 იანვარს გაივლის.
?უკვე 18 წელიწადია, რაც საკუთარ წვენში ვიხარშებით. ჩვენს ფეხბურთელებს აუცილებლად სჭირდებათ სტიმული. ეს კი საგარეო ასპარეზობაა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გუნდი, რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობისას აფხაზეთის სახელს არ შეარცხვენს?, -
აღნიშნა რჩეულთა გუნდის ახლად დამტკიცებულმა თავკაცმა ჯუმა კვარაცხელიამ.
რაფაელ ამპარის თქმით, რუსეთის ჩემპიონატის მეორე დივიზიონში აფხაზეთის გუნდის ასპარეზობის, რუსეთის საფეხბურთო კავშირთან წინასწარი შეთანხმება უკვე მიღწეულია. ამპარმა რუსეთის პირველობაზე მონაწილეობის მსურველი კლუბის ბიუჯეტზეც ისაუბრა:
?ერთი საფეხბურთო სეზონის განმავლობაში ამ კლუბის ბიუჯეტი 40-50 მილიონი რუსული რუბლი იქნება. ვფიქრობ ეს თანა სრულიად საკმარისი იქნება რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობის, გასვლითი მატჩებზე ტრანსპორტირების, მსაჯების მომსახურების, ფეხბურთელთა ანაზღაურების, ეკიპირებისა და მოსამზადებელი შეკრებების მოწყობისთვის?.
გარდა ამისა, 2010 წელს დაგეგმილია აფხაზეთის 5 ნაკრების შექმნა. ნორჩების (15-წლამდე), ჭაბუკთა (17-წლამდე), ახალგაზრდული (21-წლამდე), ეროვნული (16-35-წლამდე) და ვეტერანთა ნაკრებების შექმნის საკითხი უკვე აქტიურად განიხილება.
?ამ ნაკრებების შექმნა, რუსეთისა და საერთაშორისო მასშტაბის გათამაშებებში მონაწილეობისთვის შეიქმნება. ჯერჯერობით ეს არაოფიციალურად მოგვიწევს, რადგან საერთაშორისო დონეზე ჩვენი ნაკრებების ოფიციალურად ასპარეზობისთვის ფიფასა და უეფაში აფხაზეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური გაწევრიანებაა საჭირო. ამ მიმართულებით გარკვეული მუშაობა უკვე მიმდინარეობს და იმედი გვაქვს შედეგსაც მივაღწევთ?,
- განაცხადა რაფაელ ამპარმა?, - აი ეს მასალა გამოაქვეყნა ბაღაფშის ოფიციალურმა ვებგვერდმა.
ამ თემას რუსული საიტი ვესტიკავკაზა.რუ-ც შეეხო სპეციალურად მომზადებულ მასალაში, რომლის სათაურია ?პოლიტიკური თამაშები საფეხბურთო მოედანზე?, ზემოთ მოყვანილი ოფიციალური ინფორმაციის გარდა ვებგვერდმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტ ზვიად სიჭინავას კომენტარიც გამოაქვეყნა:
?რუსეთი განთქმულია თავისი ზღაპრებით და ესეც ერთ-ერთი ამ ზღაპართაგანია. რეალურად არავითარი მსგავსი არ შეიძლება მოხდეს და კოლეგებს ვურჩევდი, ფეხბურთის ირგვლივ პოლიტიკური თამაშები შეწყვიტონ. თუ რუსეთის საფეხბურთო კავშირი ფიფას უმთავრეს პრინციპს უხეშად დაარღვევს, პირველი ვიქნები, ვინც ფეხბურთის საერთაშორისო უმაღლეს ორგანიზაციას პროტესტით მიმართავს და მათგან მკაცრი, სათანადო ზომების მიღებას მოითხოვს?, - რუსულ წყაროს განუცხადა ზვიად სიჭინავამ.
ეს ვებგვერდი ასევე განმარტავს, რომ ფიფამ და უეფამ საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია თავიანთ რიგებში მანამდე არ გააწევრიანეს, სანამ ეს სახელმწიფო მსოფლიო თანამეგობრობამ და საერთაშორისო სტრუქტურებმა არ აღიარეს.
http://www.opentext.org.ge/09/lelo/308/308-2.htm