http://www.championat.ge/news.php?id=1663საბოლოოდ ასეთ დასვკნამდე მივედი....
მეკარე - გიორგი ლორია (დინამო)
მცველები - უჩა ლობჟანიძე (ზესტაფონი); გიორგი ხიდეშელი (ზესტაფონი); გურამ კაშია (დინამო); თენგიზ ჩიკვილაძე (დინამო)
ნახევარმცველები - პედრო ედნილსონი (დინამო); გივი კვარაცხელია (ოლიმპი); დავით იმედაშვილი (ოლიმპი); ირაკლი კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია); ანდერსონ აკინო (ოლიმპი)
ფორვარდი - მათე ვაწაძე (დინამო)
მწვრთნელი - თემურ მახარაძე (ოლიმპი)
ლორია (დინამო) - დინამოს კიპერმა ყველაზე ნაკლები გოლი გაუშვა მიმდინარე ჩემპიონატში, და ერთი-ორი გამონაკლისის გარდა არც შეცდომები დაუშვია... იგი საიმედოდ იდგა კარში არამხოლოდ აუტსაიდერებთან, არამედ მთავარ კონკურენტებთანაც...ლორიმ სამჯერ შეინახა კარი მშრალად ”ზესტაფონთან”, 2-2-ჯერ კი ”ოლიმპთან” და ”ვიტ ჯორჯიასთან” .... ბევრის აზრით, სეზონის საუკეთესო მეკარე ლოკომოტივის მეკარე მაქსიმე ქვილითაია უნდა ყოფილიყო, მაგრამ მანაც სეზონის მეორე ნახევარი ”ნამდვილი ქართველი” მეკარესავით ჩაატარა და ბრწყინვალედ ჩატარებულ პირველ წრეს, მეორეში ბევრი შეცდომა მიაყოლა..გარდა ამისა ლიდერ და აუტსაიდერ გუნდში თამაშს სხვადასხვა სპეციფიკა აქვს, და არავინ იცის შეძლებდა თუ არა ქვილითაია ნორმალურ გუნდში თავის ასე კარგად წარმოჩინებას..
ჩიკვილაძე (დინამო) - ჩიკვილამ პირველი ორი წრე ბოლნისის სიონის შემადგენლობაში გაატარა. 16 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ერთი ულამაზესი გოლის ავტორიც გახდა..ზამთრის შესვენების შემდეგ კი თბილისის ”დინამო”-ში გადავიდა და თავის კარიერაში საუკეთესო შეხვედრები ჩაატარა..მან თითქმის გადაჭრა დინამოში მარცხენა მცველის პრობლემა , გარდა ამისა ბომბარდირული თვისებებიც ბოლომდე გამოავლინა. მან სადებიუტო შეხვედრაშივე შეძლო თავის გამოჩენა... შემდეგ კი 8 შეხვედრაში მარცხენა მცველმა 6 გოლი გაიტანა, აქედან 2 უმნიშვნელოვანესი
კაშია (დინამო) - გურამ კაშია არა მარტო საუკეთესო მცველი..მთლიანად ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია.. იგი ნამდვილი ლიდერი და კაპიტანი გახდა გუნდის..გურო მთელი სეზონი კედელივით იყო აღმართული დინამოს კარის წინ და ყველა ორთაბრძოლაში გამარჯვებული გამოვიდა.. გაიტანა უმნიშვნელოვანესი გოლი თასის ¼ ფინალში და 8 გოლი ჩემპიონატში ..რომელთაგანაც ბევრი მათგანი გამარჯვების მომტანი აღმოჩნდა .. გურო ამ სიმბოლური ნაკრების კაპიტნადაც მივიჩნიეთ..
ხიდეშელი (ზესტაფონი) - გიორგი ხიდეშელი ამპლუით ცენტრალური მცველი ზესტაფონის დაცვის ბურჯია და გამოირჩევა როგორც ზონური დაცვის თამაშით, ასევე ერთიერთზე ძლიერია თავდამსხმელთან ჭიდილში. გამოირჩევა სისწრაფით და ჯანით, ასევე კარგად თამაშობს თავით, გუნდის დაცვა იქნება თუ თავდასხმა (5ყვითელი 1 წითელი 2 გოლი) .ასევე მისი უნივერსალურობა იმაში გამოიხატება, რომ მას ცენტრალური მცველის ორივე პოზიციაზე შეუძლია თამაში .აგრეთვე მოედნის შუახაზშიც არანაკლებ პროდუქტიულია და გუნდის თავდამსხმელების სახიფათო გადაცემებით ამარაგებს. შეგახსენებთ, რომ ხიდაშელი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წევრიც არის.
ლობჟანიძე (ზესტაფონი) -უჩა ლობჯანიძემ საქართველოს XXI ეროვნულ ჩემპიონატში მხოლოდ 2 წრე ჩაატარა, ამის შემდეგ კი იგი "ს..კ.ზესტაფონმა" ეროვნული ჩემპიონატიდან გაყიდული ფეხბურთელებს შორის, რეეკორდულ თანხად, 2 მილიონ ევროთ "ს.კ.დნეპროს" მიჰყიდა, მანამდე კი XXI ეროვნულ ჩემპიონატში 15 მატჩი ჩაატარება მოასწრო. უნდა ავღნიშნოთ ის, რომ ამ უნიჭიერესი მცველის დნეპრში გადაბარგების შემდეგ, "ს.კ.ზესტაფონის" დაცვას აშკარად ბევრი პრობლემები შეეტყო, გარდა დაცვაში საიმედო თამაშისა,ის ფლანგიდან შეტევებშიც კარგად ერთვებოდა და ბევრ საგოლე მომენტებს ჰქმნიდა. უჩა ეროვნული ეროვნული ჩემპიონატის პარარელურად, ეროვნული ნაკრების ძირითად შემადგენლობაშიც ხშირად გვევლინებოდა და საქართველოდან წასვლის შემდეგაც ინარჩუნებს თავის ადგილს.
ედნილსონი (დინამო) - ედნილსონი საქართველოში გამოჩენისთანავე გახდა ქართული მოედნების ცენტრის ბატონ-პატრონი. სხვანაირად არც უნდა ყოფილიყო..იგი ნედ ზელიჩის მერე ყველაზე გამოცდილი და სახელოვან კლუბებ გამოცვლილი ფეხბურთლი იყო...პედრომ 17 შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ჩემპიონატში და თითქმის ყველა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. მისგან ქართველი ახალგაზრდები ძალიან ბევრს ისწავლიან
იმედაშვილი (ოლიმპი) - დავით იმედაშვილი ჩემპიონი გუნდის კაპიტანი და გურამ კაშიასთან ერთად ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელია. სეზონის განმავლობაში მრავალ პოზიციაზე მოუწია თამაში და მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ღირსეულად გაართვა თავი მწვრთნელის ყველა დავალებას... გარდა ამისა 8 გოლიც გაიტანა ”ოლიმპის” მაისურით..აქედან ხუთით კი მისი გუნდი შეხვედრაში დაწინაურდა...
კვარაცხელია (ოლიმპი) - გივი კვარაცხელია საქართველოს ჩემპიონატში ზამთრის სატრანსფერო სეზონის დროს ჩამოვიდა და ”ოლიმპის” ჩემპიონობაში დიდი წვლილიც დაიდო...გარდა იმისა, რომ გივი ნახევარდაცვის ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ოლიმპისთვის მეტად მნიშვნელოვანი გოლების ავტორიც გახდა... მან 15 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. მათ შორის იყო მისი გოლი სადებიუტო შეხვედრაში სამტრედიას წინააღმდეგ, როდესაც მატჩის 67-ე წუთზე ჯერ კიდევ 0-0 იყო ანგარიში..მისმა გოლმა კი ოლიმპის გამარჯვებას საფუძველი დაუდო, შემდეგ კი უმნიშვნელოვანესი გოლი თბილისის ”დინამოს” კარში, ბოლოს კი ზესტაფონთან დუბლის შესრულებაც მოახერხა...
კლიმიაშვილი (ვიტ ჯორჯია) - ირაკლი კლიმიაშვილი ახალგაზრდა, ნიჭიერი ფეხბურთელია. როგორც კლუბში, ისე საქართველოს ახალგზრდულ ნაკრებში მისი თამაში გამორჩეული და დასამახსოვრებელია.. ნახევარდაცვის ფლანგების და ცენტრის გარდა შეუძლია თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშიც. მიმდინარე სეზონში 29 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და ორი გოლი გაიტანა (ერთი ჩემპიონი ”ოლიმპის” კარში), გარდა ამისა უამრავი საგოლე პასები ჩაიწერა აქტივში.
აკინო (ოლიმპი) - ბრაზილიელმა ლეგიონერმა სადებიუტო სეზონშივე სრულად წარმოაჩინა საკუთარი თავი... 26 გოლის გატანასთან ერთად საგოლე პასებიც დიდი რაოდენობით არიგა...მართალია, ამ 26 გოლიდან 10 პენალტით იყო, ხოლო დიდი ოთხეულის გუნდებთან მხოლოდ სამჯერ გამოიჩინა თავი (აქედან 2 პენალტით). აკინო დამსახურებულად გახდა სეზონის საუკეთესო ლეგიონერი, ასევე უდავად პირველი იყო ფლეიმეიქერის პოზიციაზე სიმბოლურ ნაკრებში...
ვაწაძე (დინამო) - ყველაზე დიდხანს ამ ნომინაციაზე ვიფიქრეთ.. მიმდინარე ჩემპიონატში ბევრი კარგი ცენტრფორვარდი იყო, მაგრამ არავინ ძალიან განსაკუთრებული. ამიტომაც ჩვენ საიტზე ჩავატარეთ გამოკითხვა, სადაც სწორედ მათე ვაწაძემ გაიმარჯვა. შემდეგ იყო ”ზესტაფონელი” ნიკოლოზ გელაშვილი, ”დინამოელი” ჯორჯ აკირემი, ”სამტრედიელი” ზაურ ხაჭიპერაძე, საქართველოში დაბრუნებული გიორგი დემეტრაძე, ”ოლიმპიდან” სანდრო იაშვილი, ”დუეტი ჯორჯია” ბერიაშვილი-კვარაცხელია, და კიდევ ერთი ფეხბურთელი ზესტაფონიდან ჯაბა დვალი... სიმართლე რო ვთქვათ, ვაწამ თითქმის ყველაზე ცოტა (10 გოლი) გაიტანა, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ სათამაშო დროს .. პროცენტულად ვაწას მეტი გაჰქონდა..მას ყოველ 148 წუთში ერთხელ გაქონდა გოლი, გელაშას ყოველ 156 წუთში, დვალს 230 წუთში ერთხელ, კვარაცხელიას 136! წუთში , ხაჭიპერაძე - 152 წუთი, აკირემი -179, სანდრო იაშვილი - 173...თუ გავითვალისწინებთ, რომ კვარაცხელიამ ერთი გოლი პენალტითაც გაიტანა, ხოლო ვაწამ თასის ნახევარფინალში ორი გოლიც გაიტანა ჩვენ გამოკითხვის შედეგებსაც გარკვეული გამართლება აქვს...ვაწამ მხოლოდ 14 შეხვედრა დაიწყო ძირითადში..მთელი სეზონი კი თითქმის ტრავმების ქვეშ გაატარა...
აქვე წარმოგიდგენთ სარეზერვო გუნდს:
ქვილითაია - ფრაგა, კვახაძე, თომაშვილი, ჯანელიძე - რაზმაძე, აფციაური, კაშია, კახელიშვილი - გელაშვილი, აკირემი (კვარაცხელია)