#22362072 · 4 Nov 2010, 20:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
- ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ინტერვიუში გვითხრა, რომ "ვიტ ჯორჯიას" სტადიონის დასრულება თქვენი მიზეზით არ ხერხდებოდა, როდის დასრულდება საბოლოოდ ამ სტადიონის რეაბილიტაციის პროცესი?
- დიდი მადლობა ფეხბურთის ფედერაციასა და მის პრეზიდენტს იმ დახმარებისთვის, რასაც გვიწევენ, მაგრამ ჩვენი მიზეზით ნამდვილად არ ყოფილა შეჩერებული. რაც ავიღეთ ვალდებულებები, პირნათლად შევასრულეთ. დაახლოებით, ექვსი თვის უკან ჩამოვიტანეთ დასაჯდომი სკამები, გადავიხადეთ დიდი თანხა. ეს იყო გაყინული პრაქტიკულად, იმიტომ, რომ ველოდებოდით საფარის დაგებას. გასახდელები და ტრიბუნა გაკეთდა. მესერი ხელახლა შემოვარტყით სტადიონს. საფარის დაგება გაიწელა დროში. ტევადობა 2000 იქნება ამ ეტაპზე, შემდეგ გვინდა მოწინააღმდეგე მხარესაც გავაკეთოთ ტრიბუნა, თუკი დავინახავთ, რომ ეს არ იქნება საკმარისი, დავამატებთ. ტრიბუნა ტრიბუნისთვის არ გვჭირდება.რაც შეეხება ბაზას, დამატებითი ტერიტორიები შევიძინეთ, დაახლოებით ერთი თვის უკან, ეს არის ორი ჰექტარი მიწა, დაახლოებით, ახლა გვაქვს 50 ათასი კვადრატული მიწა, ძალიან სერიოზული პროექტები გვაქვს. სამი მინდვრის გაკეთება იგეგმება, აშენდება სასტუმროც და ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ბაზა ქალაქ თბილისთან სიახლოვეს. სამივე მინდორი იქნება ბუნებრივსაფარიანი, ხევნური მხოლოდ სათამაშო მოედანი იქნება. იდეა ასეთია. საკმაოდ კარგი პროექტია. უბრალოდ, ერთბაშად არ შეგვიძლია ამის გაკეთება, იმიტომ, რომ არის გუნდი და არის კლუბი, გუნდს თავისი ხარჯები აქვს , რომელსაც ბიუჯეტს ვერ მოვაკლებთ ვერაფერს. ისეთი საშუალებებიც არ არის, რომ ინტენსიურად დავიწყოთ ამის კეთება. ზუსტი თარიღის თქმა ძნელია, როდის გადავა გუნდი, პროცესი მიდის ჯერ კიდევ.
- ეს სამი მოედანი მხოლოდ კლუბის ხარჯებით გაკეთდება თუ იქნება დახმარებებიც?
- არა, მხოლოდ ჩვენი ხარჯებით, დახმრება იყო გაწეული უეფას მიერ ამ მოედანზე. დანარჩენი სამუშაოები კი, ჩვენი ხარჯებით. გასულ წელს ჩვენ გვქონდა ყველაზე დიდი ბიუჯეტი "ვიტ ჯორჯიას" არსებობის ისტორიაში. წელსაც მაღალი ბიუჯეტი გვაქვს.
ვოთოომ??? თქვე დალოცვილებო სტადიონზე დააგეთ ბუნებრივი ხელოვნურს რომ აგებთ
--------------------
დრონი მეფობენ და არა მეფენი
|