"ვიტ ჯორჯიას" ფრე ობერლიგელთან
"ვიტ ჯორჯიამ" თურქულ შეკრებაზე გუშინ მორიგი მატჩი ჩაატარა. საქართველოს თასის მფლობელთა მეტოქე გერმანული ობერლიგის ბინადარი "აუერბახი" იყო. შეხვედრამ უღიმღამოდ ჩაიარა და ლოგიკური 0:0-ით დასრულდა.
ქართველებს გამარჯვება მაინც შეეძლოთ, მაგრამ ბექა ზაქრაძემ პირველ ტაიმში ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოიყენა, ვიტელებს გატანის შანსი მეორე ნახევარშიც მიეცათ.
"ვიტ ჯორჯიამ" ამ შემადგენლობით ითამაშა: ძაძამია (46. მიქაბერიძე) - ბეჭვაია (46. ხურცილავა), ადამაძე (46. კასრაძე), გოგიაშვილი, ღანიაშვილი (46. ჭანკვეტაძე) - დვალაშვილი (46. მაისაშვილი), გურამ გურეშიძე (46. ვასაძე) - გაბრიჭიძე (46. კორიფაძე), გიორგი გურეშიძე (46. ჯანელიძე), ზაქრაძე - როსტიაშვილი (46. ჩიმაკაძე).
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...rligelthan.htmlნიჭიერი ბავშვებისთვის ფეხბურთი უფასო იქნება
ორი დღის წინ მცხეთის სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოებისა და "ვიტ ჯორჯიას" გეგმების შესახებ გიამბეთ. ახლა კიდევ ერთ საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ, რომელიც ამ თემის გაგრძელებადაც შეგვიძლია მივიჩნიოთ.
"ვიტ ჯორჯია" მუდმივად თანამშომლობდა და ახლაც თანამშრომლობს სხვადასხვა საფეხბურთო სკოლასთან, საკუთარი აკადემია კი არასდროს ჰქონია. კლუბის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ამ საქმეს ხელი მოჰკიდოს.
მცხეთის სტადიონის სარემონტო სამუშაოების პარალელურად, "ვიტ ჯორჯიამ" იქ საკუთარი ტერიტორია გაიფართოვა და დამატებით 2 ჰექტარი მიწა შეიძინა, სადაც ახალი მოედნების მოწყობას გეგმავს. სწორედ იქ დაბინავდება "ვიტ ჯორჯიას" საფეხბურთო სკოლა, რომლის ჩამოყალიბებაც ზაფხულისთვისაა ნავარაუდევი.
აკადემია საწყის ეტაპზე მცირე მასშტაბისა იქნება და მხოლოდ ერთი ასაკობრივი გუნდი ეყოლება, მერე და მერე კი, ალბათ, გაფართოვდება კიდეც.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ბავშვები სრულიად უსასყიდლოდ იმეცადინებენ და არც სხვადასხვა საფეხბურთო ამუნიციისთვის საჭირო თანხას გადაიხდიან. მათთვის თბილისიდან მცხეთაში და უკან მგზავრობაც უფასო იქნება. სამაგიეროდ, აკადემიაში არა ყველა მსურველს, არამედ მხოლოდ ნიჭიერებსა და პერსპექტიულებს მიიღებენ. საფეხბურთო ნიჭი, ცხადია, მცხეთელ მოზარდებსაც არავისზე ნაკლები აქვთ, ასე რომ, მათ ქალაქში ასეთი მიმზიდველი სკოლის გახსნა აუცილებლად მისცემს ბიძგს ადგილობრივი საფეხბურთო ცხოვრების გამოცოცხლებასაც.
ბუნებრივია, ამგვარი პოლიტიკით "ვიტ ჯორჯიას" მესვეურები მომავალზე აკეთებენ გათვლას. კლუბი ყოველთვის ნიჭიერი ახალგაზრდების აღზრდასა და მათ შემდგომ ტრანსფერებზე იყო ორიენტირებული, საკუთარმა საფეხბურთო სკოლამ კი "ვიტ ჯორჯიას" ეს კარგად აპრობირებული სისტემა, წესით, კიდევ უფრო პროდუქტიული და მომგებიანი უნდა გახადოს.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthul...aso-iqneba.html