წლის პირველი მარცხი
სპარტაკი-ვიტ ჯორჯია 2:1
0:1 ზაქრაძე (52), 1:1 მედ ნალო (60), 2:1 დეკანოიძე (77)
სპარტაკი: ბათიაშვილი, დ. ფოფხაძე, ბაქრაძე, გ. კვახაძე, მაისურაძე, მგალობლიშვილი, კანდელაკი, მეგ ნალო, დეკანოიძე, ბუზალაძე, კლოვისი.
შეცვლაზე შევიდნენ: ნონოსი, უხურგუნაშვილი, სეფიაშვილი, კბილცეცხლაშვილი, ფოცხვერია, სარალიძე.
ვიტ ჯორჯია: მიქაბერიძე (46. ზუხბაია), სარაჯიშვილი, გოგიაშვილი, კასრაძე, ღანიაშვილი, შუშიაშვილი (57. ვაშაკიძე), დვალაშვილი, ჯანელიძე, როსტიაშვილი, ხოკერაშვილი (83. დავლაშელიძე), ზაქრაძე.
გუშინ ?ავაზას? ხელოვნურსაფრიან მოედანზე უმაღლესი ლიგის ორმა ბინადარმა მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა. ეს წლეულს პირველი შეხვედრა იყო, რომელიც ?ვიტ ჯორჯიამ? საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესლიგელთან ჩაატარა და პირველი მარცხიც განიცადა. აქამდე ვეტერინარები უდანაკარგოდ მოდიოდნენ _ დაამარცხეს სამი პირველლიგელი და საქართველოში შეკრებაზე ჩამოსული აზერბაიჯანული ?სიმურგი?.
?ვიტ ჯორჯიას? გუშინდელი მარცხი პირველ რიგში იმან განაპირობა, რომ მისმა მთავარმა მწვრთნელმა გელა გომელაურმა თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებს მისცა. ამის მიუხედავად, ვეტერინარებმა დაწინაურება მაინც შეძლეს. უფერული პირველი ტაიმის შემდეგ თავისი გუნდი წინ ბექა ზაქრაძემ გაიყვანა. წონასწორობა ფრანგმა პატრიკ მედ ნალომ აღადგინა. შეგახსენებთ, ეს უკანასკნელი, ?სპარტაკში? გასინჯვაზეა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, კონტრაქტსაც დაიმსახურებს. გამარჯვების გოლი ასევე სინჯებზე მყოფმა ბესიკ დეკანოიძემ გაიტანა. რომ არა დაცვაში დაშვებული უხეში შეცდომები, ?ვიტ ჯორჯია? მარცხს გადაურჩებოდა. იდეალურისგან შორის იყო ?სპარტაკის? თამაშიც, რაც სულაც არაა გასაკვირი, რადგან სეზონის მეორე ნახევარს ვლადიმერ ხაჩიძის გუნდი მეტისმეტად სახეცვლილი ხვდება და შეთამაშების პროცესი კიდევ საკმაო ხანს გაგრძელდება.
ეს ?ვიტ ჯორჯიას? სპარინგი იყო ურეკში გამგზავრებამდე. საქართველოს მოქმედი ჩემპიონები ზღვისპირეთისკენ დღეს დაიძვრებიან და იქ ათ დღეს დაყოფენ. რამდენიმე ამხანაგურ მატჩს გომელაურის გუნდი ურეკშიც ჩაატარებს. პირველი შეხვედრა 24 იანვარსაა დაგეგმილი.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/016/016-1.htmლომაიამ გაახანგრძლივა
ლევან ჯანეზაშვილი
რაკი ?ვიტ ჯორჯიაზე? ვსაუბრობდით, აქვე ერთი სატრანსფერო ინფორმაცია: დავით ლომაია ჩემპიონ კლუბს დაუბრუნდა და მასთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. 24 წლის მცველს კლუბთან ხელშეკრულება გასული წლის ბოლოს ამოეწურა და რუსთავის ?ოლიმპში? ცდილობდა დამკვიდრებას, მაგრამ იქიდან წამოსვლამ მოუწია. ბევრი ქართველისგან განსხვავებით, იგი რომელიმე საზღვარგარეთულ კლუბში სინჯებზე არ წავიდა და იმ გუნდს დაუბრუნდა, რომლის ღირსებასაც წლების განმავლობაში იცავს. ლომაიას საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1 მატჩი აქვს ჩატარებული.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/016/016-2.htm