ქარი და ლოგიკა
გია ტუხაშვილი
ვიტ ჯორჯია-სიონი 0-0
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი - ხურცილავა, ა. კვახაძე, ადამაძე, ჯაფარიძე - კორიფაძე (69. ჯანელიძე), რაზმაძე, გ. დათუნაიშვილი, ვასაძე - ლიპარტია, ვ. კვარაცხელია.
სათადარიგოები: ა. მიქაბერიძე, მაისაშვილი, გურეშიძე, ბერიაშვილი, დ. ლომაია, როსტიაშვილი.
სიონი: ბობღიაშვილი - კობაური, ქემოკლიძე, დიდავა, რაქვიაშვილი, - გ. მაისურაძე (23. სილაგავა), ლ. ნოზაძე, გ. დეკანოსიძე, ი. შენგელია - უგულავა (64. ისიანი), ლ. მელქაძე (82. უგრეხელიძე).
სათადარიგოები: ზუხბაია, გ. კვანტალიანი, ლ. მერებაშვილი, რუსეიშვილი.
გაფრთხილება: კორიფაძე (43), კვახაძე (62), დეკანოსიძე (75), დიდავა (81), კვარაცხელია (85)
გაძევება: კვარაცხელია (88)
არბიტრი: გ. ურუშაძე (ლანჩხუთი)
და აი, ?ვიტ ჯორჯიასთვისაც? დაიწყო მეორე ეტაპი - ზედიზედ ორი გადადებული მატჩის შემდეგ, გუშინ, როგორც იქნა, მოქმედი ჩემპიონისთვისაც ?დადგა შესაფერისი ამინდი?. რაც მთავარია, თოვლი არ იყო, მაგრამ გუშინდელ კლიმატურ პირობებს იდეალურს ნამდვილად ვერ ვუწოდებდით. უფრო, პირიქით იყო - 90 წუთის განმავლობაში ფეხბურთელებს ძლიერი ქარის ?თანხლებით? თამაშმა მოუწიათ. ეგ კი არა, მთელი შეხვედრის განმავლობაში არაერთხელ იყო, ცოტა არ იყოს, კურიოზული მომენტებიც, როცა ძლიერ ქარს სერიოზული ?კორექტივებიც? შეჰქონდა თამაშში. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელოთ, გუშინდელმა მატჩმა კიდევ ერთხელ დაგვაფიქრა ჩემპიონატის მატჩების ვადების ?გადახედვაზე? - თებერვალში ოფიციალური შეხვედრების დანიშვნა გაუმართლებლად მიგვაჩნია.
...?ვიტ ჯორჯია? ამ ეტაპისთვის თითქმის ოპტიმალური შემადგენლობით წარდგა; ყოველ შემთხვევაში, გურამ ადამაძის, გიორგი კორიფაძისა და გურამ ვასაძის ძირითადში გამოჩენა ნამდვილად არ გაგვკვირვებია - სამივე ეს ახალგაზრდა ფეხბურთელი ?ვიტ ჯორჯიას? უკანასკნელ საკონტროლო მატჩებში ურიგოდ ნამდვილად არ გამოიყურებოდა. ანუ არც ?ვეტერინართა? ახალმა მთავარმა მწვრთნელმა გელა გომელაურმა ?გადაუხვია? კლუბის სტრატეგიას და ახალგაზრდა ფეხბურთელებს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. თანაც, არ დაგვავიწყდეს, რომ როგორც წესი, ?ვიტ ჯორჯიაში? ძირითადი აქცენტი საკუთარ აღზრდილებზე კეთდება; რაც შეეხება ?სიონს?, წინა მატჩისგან განსხვავებით, ხვიჩა ქასრაშვილის გუნდი მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობით წარდგა: ტრავმებისგან განიკურნენ და გუნდს დაუბრუნდნენ წამყვანი ფეხბურთელები (მინდია ბობღიაშვილი, რევაზ ქემოკლიძე, გივი დიდავა). თუმცა, ერთი დანაკლისი ქვემოქართლელებს მაინც ჰქონდათ: გიორგი მელქაძე ?სიონში? იჯარის წესით სწორედ ?ვიტ ჯორჯიადან? გადავიდა და ყოფილი კლუბის წინააღმდეგ თამაშის უფლება არ ჰქონდა.
...აი, კონკრეტულად მატჩი კი, სამწუხაროდ, დიდი ვერაფერი სანახავი გამოდგა. ზედმეტად ?კრიტიკულები? ან არანაკლებ ზედმეტად ?მომთხოვნები? რომ არ ვიყოთ, მოდი, ყველაფერი... ძლიერ ქარსა და თებერვლის სუსხს დავაბრალოთ; ამ ?ყველაფერში? კი, რაღა თქმა უნდა, ორივე გუნდის ფეხბურთელთა მოქმედებებში არსებულ უამრავ წუნს ვგულისხმობთ. სწორედაც ამიტომაც იყო, სახიფათო მომენტები (განსაკუთრებით - პირველ ტაიმში) იშვიათობას რომ წარმოადგენდა. თავად განსაჯეთ: ?ვიტ ჯორჯიას? მეკარე გრიგოლ ბედიაშვილი პირველ ტაიმში, ფაქტობრივად, თამაშში არც ჩართულა. სამაგიეროდ, მის კოლეგა მინდია ბობღიაშვილს რამდენჯერმე მოუხდა საკუთარი ოსტატობის დემონსტრირება: მატჩის დასაწყისში, ერთწუთიან ინტერვალში ჯერ გიორგი ვასაძის დარტყმა მოიგერია, მერე კი ლაშა ჯაფარიძეს არ დაანება გოლის გატანა. პირობით მასპინძელ ?ვიტ ჯორჯიას? პირველ ტაიმში კიდევ ერთი მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი ჰქონდა, მაგრამ ჯაბა ლიპარტიას ?სტანდარტული? მიზანს ოდნავ აცდა. სხვათა შორის, ლიპარტია ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო გუშინდელ შეხვედრაში, თუმცა მისი აქტიურობა საკმარისი არ აღმოჩნდა.
მეორე ტაიმის საწყისი 20 წუთის განმავლობაში მოედანზე სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა: ?სიონი? მეტოქესთან შედარებით აქტიურად გამოიყურებოდა და ერთ ეპიზოდში ირაკლი შენგელიასა და ლევან მელქაძეს მეტოქის საჯარიმოში უფრო მეტი აგრესიულობა რომ გამოემჟღავნებინათ, რეალურ საგოლე მომენტსაც ვნახავდით. ბოლნისელებს მატჩის დარჩენილ დროშიც არ დაეწუნებოდათ მონდომება, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სახიფათო მომენტებამდე საქმე ვერ მიჰყავდათ; სამაგიეროდ, ?ვიტ ჯორჯია? მწვავე ?ჩხვლეტებით? პასუხობდა და ორი კარგი შანსიც გაანიავა. განსაკუთრებით ის ეპიზოდი იყო საინტერესო, როცა ცენტრალურმა მცველმა გურამ ადამაძემ გრძელი რეიდი წამოიწყო, შემდეგ შეტევა ჯაბა ლიპარტიამ და გიორგი კორიფაძემ გააგრძელეს და ბოლოს ისე მოხდა, რომ სტუმართა მეკარის წინ... ადამაძე აღმოჩნდა მარტოდმარტო - ?ვიტ ჯორჯიას? ახალგაზრდა მცველის თავური დარტყმა არაზუსტი გამოდგა. მეორე მომენტი კი ?ვეტერინართა? საუკეთესო ბომბარდირს ვახტანგ კვარაცხელიას შეექმნა, მაგრამ მასპინძელთა ცენტრფორვარდის დარტყმა მინდია ბობღიაშვილმა მოიგერია. სხვათა შორის, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელი მატჩის მიწურულს კვლავ ყურადღების ცენტრში მოქცა; ოღონდ, ამჯერად, აშკარად უარყოფითი ?ნიშნით? - დროის საკმაოდ მოკლე ინტერვალში კვარაცხელიამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო (ორივე - უწყინარ სიტუაციაში) და მოედნიდან გააძევეს...
...შეხვედრის დასრულებამდე ოთხიოდე წუთი რჩებოდა, ბობღიაშვილმა ბურთი თამაშში რომ შეიყვანა; ერთი მხრივ, მასპინძელთა მცველების შეუთანხმებლობა, მეორე მხრივ... ძლიერი ქარი და ისე მოხდა, რომ ?სიონის? მეკარე ლამის საგოლე პასის ავტორად მოგვევლინა. ყოველ შემთხვევაში, შეცვლაზე შემოსული ვლადიმერ უგრეხელიძე ?ვიტ ჯორჯიას? მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ ბურთს ფეხი ვერ მიარტყა. საბოლოო ჯამში კი, ალბათ, მაინც ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა - ვერც ერთ გუნდზე ითქმოდა, ამ შეხვედრაში გამარჯვებას იმსახურებდაო...
http://www.opentext.org.ge/10/lelo/038/038-11.htm--------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
ჩემთვის ვიტ ჯორჯია წინგადადგმული ნაბიჯია
ლევან ჯანეზაშვილი
ორიოდე დღეა, რაც ?ვიტ ჯორჯიასთან? კონტრაქტი თბილისის ?ამერისა? და ბოლნისის ?სიონის? ყოფილმა თავდამსხმელმა ბესიკ ჩიმაკაძემ გააფორმა. გუშინ ერთმანეთს მისი ყოფილი და ამჟამინდელი კლუბები შეხვდნენ, სადაც სატრანსფერო ფურცლის დაგვიანების გამო ჩიმაკაძეს არ უთამაშია. საუბარი მაინც ?ვიტ ჯორჯია?-?სიონით? დავიწყეთ, შემდეგ კი ვეტერინართა ახალწვეულის ბოლოდროინდელი ამბებითა და სამომავლო გეგმებითაც დავინტერესდით.
- თამაშს ცუდმა ამინდმა დაასვა დაღი. ?ვიტ ჯორჯია? გარკვეულ უპირატესობას ფლობდა, თუმცა ურიგოდ არც ?სიონს? უთამაშია. ბუნებრივია, ეს შედეგი ბოლნისელებს უფრო აძლევდათ ხელს. იმედია, მომავალ ტურებში ?ვიტ ჯორჯია? გაუთვალისწინებელ ქულებს აღარ დაკარგავს. უკვე შემდეგი ტურიდან, ალბათ, ახალი გუნდის შემადგენლობაში თამაშის საშუალება მომეცემა. შაბათს ?დინამოს? ვეთამაშებით და ბუნებრივია, ამ შეხვედრაში მონაწილეობის უდიდესი სურვილი მაქვს.
- სეზონის პირველი ნახევარი ?სიონში? გაატარეთ, ზამთარში კი არც ერთი ქართული გუნდის შემადგენლობაში არ გივარჯიშიათ...
- იმიტომ, რომ ლატვიაში ვიყავი, სადაც ?დინაბურგში? გავდიოდი სინჯებს. სამწუხაროდ, სავიზო პრობლემების გამო, უკან გამობრუნებამ მომიწია.
- ?ვიტ ჯორჯიას? გარდა, კიდევ რომელიმე ქართული კლუბი ხომ არ გიწვევდათ?
- ?გაგრადან? მქონდა საინტერესო შემოთავაზება, ?სიონში? დარჩენაც შემეძლო, მაგრამ ?ვიტ ჯორჯიაში? გადმოსვლა ვამჯობინე. უმაღლესი მიზნებისთვის მებრძოლ გუნდში თამაშს სულ სხვა მოტივაცია ახლავს თან და ეს გადაწყვეტილება ამიტომაც მივიღე.
- ამჟამად როგორ ფორმაში ხართ?
- რა დასამალია და ოპტიმალურ ფორმაში ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ლატვიაში გატარებული დრო მთლად უქმადაც არ დამიკარგავს. იქ ვარჯიში ძალიან წამადგა, საბედნიეროდ, ჯანმრთელობაც არ მაწუხებს და ამის წყალობით, სასურველ კონდიციებს სულ მალე აღვიდგენ.
- ?ვიტ ჯორჯიას? თავდასხმის ხაზში არცთუ პატარა კონკურენციაა.
- ძალიანაც კარგი. ფეხბურთელი კონკურენციის პირობებში უკეთესად ვითარდება. სადაც მითამაშია, ყველგან ძლიერი კონკურენტები მყავდა და ამის არც ახლა მეშინია. მოკლედ, ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ. ?ვიტ ჯორჯია? ჩემს კარიერაში აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია, ამაღლებულ განწყობაზე ვარ და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გუნდს მაქსიმალური სარგებლობა მოვუტანო.
- ორი წლის წინ მიღებული მძიმე ტრავმის გამო დიდი პერიოდი გაგიცდათ.
- ახალგაზრდული ნაკრების შეკრებაზე ფეხი მოვიტეხე და თითქმის მთელი სეზონი დავკარგე. მოედანს რომ დავუბრუნდი, ?ამერს? უკვე სერიოზული პრობლემები ჰქონდა, მალე პირველ ლიგაში აღმოჩნდა და შემდეგ დაიშალა კიდეც. მოკლედ, ჩემს ცხოვრებაში ორი ძალიან უსიამოვნო ამბავი ერთმანეთს მიჰყვა. მე კარიერის გაგრძელება შევძელი, ?ამერმა? კი საუბედუროდ, არსებობა შეწყვიტა. ამ კლუბში შვიდი წელიწადი გავატარე, ფეხბურთელად იქ ჩამოვყალიბდი და ბუნებრივია, მისმა დაშლამ ძალიან დამწყვიტა გული. ეს რომ არ მომხდარიყო, ჩემი და კიდევ ბევრი ამერელის საფეხბურთო კარიერა უკეთ განვითარდებოდა.
- როგორ ფიქრობთ, რისი მიღწევა შეუძლია ?ვიტ ჯორჯიას? მიმდინარე სეზონში?
- გუნდს ჯერ კიდევ აქვს საქართველოს ჩემპიონობის შენარჩუნების შანსი, უფრო რეალური კი, ბუნებრივია, თასის მოპოვებაა. დიდი იმედი მაქვს, რომ სეზონს ერთი ტიტულით მაინც დავასრულებთ.
- ახალგაზრდულ ნაკრებში დაბრუნების იმედი თუ გაქვთ?
- რატომაც არა. ახალგაზრდულში თამაშის უფლება ამ შესარჩევი ციკლის ბოლომდე მაქვს და მინდა, ნაკრების წარმატებებში ჩემი წვლილიც შევიტანო. რაღა თქმა უნდა, დღეისათვის ნაკრებში გამოძახებას არ ვიმსახურებ, მაგრამ თუ შედეგიანად ავთამაშდი და გოლების გატანა დავიწყე, მჯერა, ნაკრების მწვრთნელები ჩემს მონდომებას დააფასებენ.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/038/038-17.htm------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
შეკრება გახანგრძლივდა
ოდესის ?ჩერნომორეცის? თურქული შეკრება, რომელიც, წესით, დღეს უნდა დასრულებულიყო, 24 თებერვლამდე გასტანს. ?ჩერნომორეცის? სამწვრთნელო შტაბმა შეკრების გახანგრძლივების გადაწყვეტილება ოდესური ავდრის გამო მიიღო. ასე რომ, უკრაინულ გუნდში გასინჯვაზე მყოფ ირაკლი კლიმიაშვილს კიდევ რამდენიმე მატჩში მიეცემა თავის გამოჩენის შანსი. დღეს ?ჩერნომორეცის? მეტოქე ბელარუსული ?მინსკი? იქნება, ოდესელთა დანარჩენი მეტოქეების ვინაობა კი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
http://www.opentext.org.ge/10/lelo/038/038-22.htm