ბერიაშვილი იმდენჯერ დააფიქსირეს თამაშგარეში, მოკლედ რაა, პენალტზეც ხვალ დაინახავთ რომ არ იყო.
დამსახურებულად მოვიგეთ და იცის ეს ყველამ
რა დინამო , რის დინამო, დღეს საქართველოში რომ დინამოზე უკეთესი გუნდი ა ვიტ ჯორჯია, ეს მე მგონი ბევრმა დაინახა
* * *
არა შეჯდა მწყერი ხესა
22.02.2010 01:36
ალბათ, ბევრს აღარც ახსოვს, ბოლოს როდის მოუგო “დინამომ” “ვიტ ჯორჯიას”. 3 წამყვანი ფეხბურთელის (ირაკლი კლიმიაშვილი, გიორგი მელქაძე, გიორგი კახელიშვილი) წასვლა, საუკეთესო ბომბარდირის (ვახტანგ კვარაცხელია) დისკვალიფიკაცია, ძირითადის შემადგენლობის მარჯვენა მცველის (გიგა ბეჭვაია) ტრავმა, ბოლნისის “სიონთან" ვერმოგების შემდეგ უხასიათობა - ეს ყველაფერი “დინამოს” წისქვილზე ასხამდა წყალს, მაგრამ ქართული ანდაზისა არ იყოს, “არა შეჯდა მწყერი ხესა” და “ვეტერინარებმა” კიდევ ერთხელ გაამწარეს საქართველოს უტიტულოვანესი კლუბი. ანგარიში მატყუარაა, მაგრამ თამაშის მიმდინარეობას და გატანილი გოლების წუთებს თუ შევხედავთ, გელა გომელაურის გუნდმა დამაჯერებლად იმარჯვა.
კახა კაჭარავას გუნდს მხოლოდ ახლადგადმოსული კახელიშვილი აკლდა და მის ნაცვლად მწვრთნელმა კამერუნელი დონალდ ჯიუსი დააყენა მარცხენა ნახევარმცველად, თუმცა, აფრიკელი იმდენად სუსტად თამაშობდა, რომ მე-2 ტაიმის დასაწყისშივე შეცვალა. ვერც მათე ვაწაძე, შოთა კაშია და ჟორჟ აკირემი იყვნენ დიდად აქტიურები. “დინამოდან” ყველაზე აქტიურები გნებავთ? ესენი მათი გულშემატკივრები იყვნენ...
თამაში სწრაფ ტემპში დაიწყო და საწყის ათ წუთში გუნდებმა საგოლე მომენტების “გაცვლაც” მოასწრეს: ჯერ “ვეტერინართა” მცველმა გურამ ადამაძემ ოდნავ ააცილა თავური, მერე კი, ვაწაძის დარტყმულ ბურთს მეკარე გრიგოლ ბედიაშვილი გადაეღობა. დაახლოებით ტაიმის შუაწელიდან, “დინამო” მცირე უპირატესობას დაეუფლა, აკირემს თავური აუცდა, შოთა კაშიამ მახვილი კუთხიდან დაარტყა და აქაც უზუსტობა. კაჭარავას გუნდმა გასატანი ვერ გაიტანა და აქეთ მიიღო: 42-ე წუთზე გიორგი ბერიაშვილმა საჯარიმოს გარედან “გაისროლა” და ლამაზი გოლი მიითვალა. მართალია, დარტყმა მოულოდნელი იყო და ტრაექტორიაც უცნაურად მოხაზა, მაგრამ მეკარე გიორგი ლორიას უკეთ გარჯა მართებდა – ბურთი მისგან შორეულ კუთხეში არ შეფრენილა, უბრალოდ, მეკარემ რეაქცია ვერ მოახდინა.
რის ხარჯზე შეეძლო “დინამოს” შეტევების გამწვავება? სათადარიგოთა სკამზე მხოლოდ ერთი შემტევი, ისიც ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელი ირაკლი სიხარულიძე იჯდა. აკირემი და ვაწაძე კვლავაც “ვიტ ჯორჯიას” მცველების მარწუხებში იყვნენ და მთლიანობაში, გელა გომელაურის შეგირდებმა ძალიან შეკრულად, გუნდურად და პრაგმატულად ითამაშეს – “ვეტერინარები” იგებდნენ და რა რჯიდათ, რომ კიდევ შეტევებში ეძიათ ბედი? მითუმეტეს, რომ მე-2 ტაიმის დასაწყისში ორბურთიანი ჰანდიკაპი მიიღეს. 51-ე წუთზე ლუკა რაზმაძემ ჯარიმა დაარტყა და ლორიამ ბურთი კი მოიგერია, მაგრამ ძალიან უხეიროდ გამოუვიდა. იქვე გიორგი ჯანელიძე იყო ჩასაფრებული და დამატებაზე გატანა არ გასჭირვებია – 0:2.
თითქოს ინტრიგაც აქ მორჩა. “დინამო” შეტევებს კი მიეძალა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა, რომ შტურმისთვის მიემართა. არადა, ანგარიში სწორედ აქეთკენ უბიძგებდა. “ვიტ ჯორჯია” ყრუ დაცვაში არ ჩამდგარა, მოედნის ცენტრშივე ცდილობდა შეტევების ჩაშლას და ერთი-ორჯერ კარგი კონტრშეტევაც გამოუვიდა, მაგრამ ბოლო დარტყამდე საქმე ვერ მიიყვანა. ისე, ერთ ეპიზოდში, როცა ბერიაშვილი თითქმის პირისპირ გადიოდა მეკარესთან, გვერდითმა მსაჯმა საეჭვო თამაშგარე დააფიქსირა. ამ კონტრშეტევების ბრალიც იყო, რომ “დინამოს” ფლანგელი მცველები წინ თამამად წასვლას ვერ ბედავდნენ.
გოლი კი გაიტანა “დინამომ”, მაგრამ ძალიან დაუგვიანდა. ბოლო წუთი იყო, როცა “ვეტერინართა” მცველმა ლაშა ჯაფარიძემ ვაწაძეს ოდნავ დაქაჩა მაისურზე, პენალტს ჯაფარიძის მეორე ყვითელი ბარათი და გაძევებაც მოჰყვა, თეთრი ნიშნულიდან კი, გურამ კაშიამ დაარტყა და ანგარიში “შეალამაზა” – 1:2.
ასე დამთავრდა მორიგი თბილისური დერბი, რომელშიც კვლავ “ვიტ ჯორჯიამ” გაიხარა და საინტერესოა, სინდრომთან ხომ არ გვაქვს საქმე? ვერა და ვერა - “დინამოს” “ვეტერინარებთან” არაფერი გამოსდის. სიმართლე ვთქვათ, გომელაურის გუნდის “სიონთან” საშინელი ფეხბურთის შემდეგ, ფავორიტად “დინამო” მიიჩნეოდა, რასაც უკვე ჩამოთვლილი მიზეზებიც ემატებოდა, მაგრამ “ვიტ ჯორჯია” თანაქალაქელებთან მატჩისას ყოველთვის ივიწყებს პრობლემებს.
ისე, ნამატჩევს პრესკონფერენციაზე კაჭარავამ საინტერესოდ ისაუბრა მარცხის მიზეზებზე, თუმცა, ერთი კია – მწვრთნელს მეტოქე ფეხბურთელის მინდორზე კოტრიალი (დროის გაყვანის მიზნით) კი უნდა აბრაზებდეს, მაგრამ ისიც ხომ ნაღდია, რომ ეს ფეხბურთის განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, ასეა და კაჭარავამ კარგად იცის, რომ მისი გულისწყრომა ვერაფერს შეცვლის...
მატჩის შემდეგ:
გელა გომელაური (“ვიტ ჯორჯიას” მთავარი მწვრთნელი): “ამ მატჩში დაძაბულობის ხარისხი ძალიან მაღალი იყო და შესაძლოა, ამიტომაც ვერ ნახა მაყურებელმა ისეთი სანახაობრივი ფეხბურთი, როგორსაც ელოდა. მინდვრის გრუნტი ცოტა მძიმე იყო და ამანაც იმოქმედა. მთლიანობაში, ორივე გუნდს ჰქონდა ტექნიკური ხარვეზები. რაც შეეხება მსაჯობას, ჩვენც შეგვიძლია პრეტენზიები გამოვთქვათ და “დინამომაც”, თუმცა, საერთო ჯამში, მსაჯს შედეგზე გავლენა არ მოუხდენია. ერთადერთი, ჩვენს კარში დანიშნულ პენალტზე ვიტყვი, რომ შორიდან თითქოს არ ჰგავდა საპენალტე სიტუაციას”.
კახა კაჭარავა (“დინამოს” მთავარი მწვრთნელი): “ვულოცავ “ვიტ ჯორჯიას” გამარჯვებას. როცა კარში ბურთს არ დაარტყამ, ვერ მოიგებ. და ჩვენც ასე დაგვემართა. თითქმის ყველა ორთაბრძოლა წავაგეთ. რაც შეეხება მსაჯობას, ამაზე კომენტარის გაკეთება არ მინდა.
...საქართველოს ჩემპიონატი იმდენად დაბალი დონისაა, რომ კონცენტრაცია ძალაუნებურად გეკარგება. “დინამომ” თურქულ შეკრებაზე რა დონეზეც ითამაშა, იმის 50 პროცენტი ჩვენს ჩემპიონატში რომ აჩვენოს, მგონი, ყველა მატჩს მოვიგებდით. მაგრამ ფეხბურთელები ხედავენ, რომ აქ არაა პირობები, ზოგი გუნდი საერთოდ არ ვარჯიშობს, ზოგს წინააღმდეგობის გაწევა არ შეუძლია და უბრალოდ, კონცენტრაცია ეკარგებათ. ეს ცუდია.
...და კიდევ, ჩემს ფეხბურთელებს ყოველთვის ვუკრძალავ მინდორზე წამოწოლას და დროის გაყვანას. ეს ულამაზო საქციელია. კონკრეტულად “ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელების მიმართ არ ვამბობ. უბრალოდ, ულამაზოა და ფეხბურთს ამახინჯებს”.
21 თებერვალი. თბილისი. 18 საათი. ეროვნული სტადიონი
“დინამო” (თბილისი) – “ვიტ ჯორჯია” (თბილისი) 1:2 (0:1)
“დინამო”: ლორია, თომაშვილი, გურამ კაშია, კრსტესკი, ჩიკვილაძე, შოთა კაშია (73. ლეკვთაძე), ედნილსონი, კოშკაძე, ჯიუსი (56. ნემსაძე), აკირემი, ვაწაძე.
“ვიტ ჯორჯია”: ბედიაშვილი, ხურცილავა, ალექსანდრე კვახაძე, ადამაძე, ჯაფარიძე, რაზმაძე, ვასაძე, გიორგი დათუნაიშვილი, ჯანელიძე (77. გურეშიძე), ბერიაშვილი (89. როსტიაშვილი), ლიპარტია (85. ლომაია).
გოლები: 0:1 ბერიაშვილი (42), 0:2 ჯანელიძე (52), 1:2 გურამ კაშია (90 პენ).
მსაჯი: დავით ხარიტონაშვილი (თბილისი).
გაფრთხილება: ჯიუსი (41), ვასაძე (43), შოთა კაშია (58), ვაწაძე (70), ჯაფარიძე (80), რაზმაძე (86), ჯაფარიძე (90).
გაძევება: ჯაფარიძე (90).
ილია ნანობაშვილი
კახი კაჭარავას კომენტარზე გული ამიჩუყდა, ნელ ნელა კორღალიძეს ემსგავსება

ვიტ ჯორჯიას მორიგი გემრიელი გამარჯვება ...
გუშინ, 09:05
(გენაცვალეთ ბიჭებოოო )
საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. უმაღლესი ლიგა. 22-ე ტური
21 თებერვალი. თბილისი. ეროვნული სტადიონი. 18.00 სთ.
დინამო 1:2 ვიტ ჯორჯია
0:1 ბერიაშვილი (42), 0:2 ჯანელიძე (52), 1:2 გ.კაშია (90,პ)
დინამო: ლორია - თომაშვილი, გ.კაშია, კრსტესკი, ჩიკვილაძე - შ.კაშია (ლექვთაძე 70), ედნილსონი, კოშკაძე, ჯიუსი (ნემსაძე 56) - ვაწაძე, აკირემი სათადარიგო: შეყრილაძე, ჩადუნელი, კაკუბავა, ფირცხალავა, სიხარულიძე
ვიტ ჯორჯია: ბედიაშვილი - ხურცილავა, ა.კვახაძე, ადამაძე, ჯაფარიძე - გ.დათუნაიშვილი, რაზმაძე, ვასაძე - ჯანელიძე (გურეშიძე 75), ბერიაშვილი (როსტიაშვილი 89), ლიპარტია (ლომაია 85) სათადარიგო: მიქაბერიძე, მაისაშვილი, ზაქრაძე, კორიფაძე
გაფრთხილება: ჯიუსი (43), ვასაძე (44), შ.კაშია (58), ვაწაძე (69), ჯაფარიძე (79,90), რაზმაძე (86)
გაძევება: ჯაფარიძე (90)
მსაჯი: დ.ხარიტონაშვილი
ვიტ ჯორჯიამ სტუმრად დაამარცხა საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, თანაც ისე, რომ ყველა კომპონენტში აღემატებოდა მეტოქეს.
ვიტ ჯორჯია მოწინააღმდეგეზე უფრო მწყობრად ირჯებოდა, გააზრებულად მოქმედებდა მოედნის ცენტრში და ფლანგებზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მოედნის საფარი არ იყო ნორმალური, რაც ორივე გუნდს უშლიდა ხელს სრულად წარმოეჩინათ თავიანთი შესაძლებლობები.
პირველი სახიფათო მომენტი ვიტ ჯორჯიამ შექმნა - გიორგი ჯანელიძემ კუთხური ჩააწოდა და გურამ ადამაძის თავური ოდნავ ასცდა მიზანს. შემდეგ დინამოს შეეძლო გოლის გატანა - ჯერ იყო და მათე ვაწაძის დარტყმა გააუვნებლა გრიგოლ ბედიაშვილმა, მერე კი ოვონდო აკირემის სახიფათო თავურს დააკლდა სიზუსტე. ურიგო შანსი როდი ჰქონდა შოთა კაშიასაც, თუმცა მანაც ვერ გაისწორა მიზანი.
გიორგი ბერიაშვილმა კი ეფექტორი გოლი ასე გაიტანა - ოციოდე მეტრიდან ძლიერად, მეკარისთვის ერთობ უხერხული ტრაექტორიით გაგზავნა ბურთი დინამოს კარის ბადეში.
გიორგი ჯანელიძე ალექსანდრე კოშკაძის და ედნილსონის გარემოცვაში
შესვენების შემდეგაც ვიტ ჯორჯია დაცვითი ტაქტიკით როდი თამაშობდა, საკუთარი კარის უსაფრთხოების გარდა შეტევაზეც აკეთებდა აქცენტს და მეორე გოლსაც გამორჩა: ჯაბა ლიპარტიას მოპოვებული ჯარიმა ლუკა რაზმაძემ დაარტყა, გიორგი ლორიამ ბურთი კი მოიგერია, თუმცა დამატებაზე ყველას ჯანელიძემ აჯობა და ვიტ ჯორჯიას უპირატესობაც გაზარდა.
დარჩენილ დროში ვიტ ჯორჯიამ არაერთი მწვავე იერიში განახორციელა, თავის მხრივ დინამოც ცდილობდა გოლის გატანას, თუმცა შეხვედრის ბოლო წუთამდე რეალური საგოლე მომენტი არ შეუქმნია. დინამომ ერთი ბურთი გურამ კაშიას მიერ შესრულებული 11-მეტრიანით გაქვითა ( პენალტი ვაწაძემ მოინაგრა).
კახა კაჭარავა, დინამოს მთავარი მწვრთნელი: ბურთი კარში თუ არ დაარტყი, სხვანაირად როგორ უნდა მოიგო?! თუ პირველ ტაიმში შევქმენით სახიფათო მომენტები, მეორეში კარში დარტყმამდე საქმის მიყვანა გაგვიჭირდა. ვიცოდით, რომ ვიტ ჯორჯია ძლიერია ორთაბრძოლებში და გვინდოდა, მეტოქისთვის ტექნიკური და სწრაფი თამაში დაგვეპირისპირებინა. ცხადია, შედეგითაც და ჩვენი გუნდის თამაშის ხარისხითაც უკმაყოფილო ვარ.
გელა გომელაური, ვიტ ჯორჯიას მწვრთნელი: ორივე გუნდში დიდი იყო დაძაბულობის ხარისხი. რაც შეეხება თამაშის ხარისხს, უკეთესი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მძიმე გრუნტმა ამის საშუალება არ მოგვცა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე: გიორგი ბერიაშვილი
შეხვედრის პირველი გოლი ბერიაშვილმა გაიტანა, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა მატჩის სიუჟეტი და შედეგი. ბერიაშვილი შეუპოვრად იბრძოდა და მეტოქის მცველებს მუდმივ დაძაბულობაში ამყოფებდა
* * *