შეყილაძის გოლი და გოცირიძის ძირითადი
იტალიური “ემპოლის” დუბლებმა (პრიმავერა) სერია A-ს მორიგ ტურში სტუმრად 2:1 მოუგეს “მოდენას”. “ემპოლის” საიტის ცნობით, ერთი გოლი, 55-ე წუთზე, ქართველმა ფორვარდმა ირაკლი შეყილაძემ გაიტანა, რომელიც ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთზე შეცვალეს.
უკრაინაში კი, “დნიპროს” ახალგაზრდებმა ლვოვის “კარპატისთან” 2:2 ითამაშეს. “დნიპროს” შემადგენლობაში საწყისი წუთებიდანვე მინდორზე იყო ბექა გოცირიძე და 55-ე წუთზე შეცვალეს – როცა მისი გუნდი 2:1-ს იგებდა. ბექას გოლი არ გაუტანია და არც საგოლე პასი მიუთვლია.
http://worldsport.ge/Read.aspx?news=4629