სანამ ამ პოსტს ვწერდი, ამასობაში მადეირამ ის თემაც დახურა და აქ დავაკოპირებ.
მე არც არავის დაცვას ვაპირებ და არც არავის გამტყუნებას იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ფაქტს არ შევსწრებივარ. ზოგადად, თუ მასეთი რამე მართლაც მოხდა, ეგ ღალატია და არა მხოლოდ ფეხბურთის. ამას არანაირი გამართლება არა აქვს. სხვა საკითხია ბოკერია... რასაც ახლა დავწერ, იქნებ არც დაიჯეროთ, მაგრამ ნამდვილი ფაქტია და ამაზე კი თავს დავდებ. რამდენიმე წლის წინ ერთად ვიყავით მივლინებით პარიზში ბავშვთა ოლიმპიადაზე. ერთ დღესაც თაზომ რაღაცები იყიდა ბენეტონის მაღაზიაში და არ ვიცი, როგორ, რანაირად, მაგრამ გამყიდველს შარვალზე დაავიწყდა მარკირების რკინის აძრობა, რომელიც გასასვლელში წივის. თან გადმოლუყვა 20-ევროიანი კუპიურა. არ ვიცი, რატომ არ იწივლა გასვლისას აპარატმა, მაგრამ გაატარა ჩვეულებრივ. თაზომ ეს სასტუმროში ნახა, როცა ნივთები ამოალაგა. მერე ფულიც გადათვალა, ქვითარსაც შეადარა, რის შემდეგაც დაბრუნდა მაღაზიაში და ის 20 ევრო უკან დაუბრუნა. უნდა გენახათ გამყიდველის სახე! 20 ევრო არც იმას დააქცევდა, მაგრამ ჟესტი გაუკვირდა. თან, ისეთი ქვეყნის მოქალაქისფგან, რომელიც ევროპაში არც გაუგონიათ და ამიტომ ველურები ვგონივართ.
კიდევ ერთი ფაქტი, რაც მაგის სესახებ ვიცი. ეგ სადრაც დოლიძეზე თუ მაგ ტერიტორიაზე ცხოვრობს. ერთხელ დაინახა, რომ ვიღაც ბიჭმა მისთვის სრულიად უცნობ ქალს კისრიდან ოქროს ძეკვი ჩამოგლიჯა და გაიქცა. თაზო გაეკიდა, წაართვა და დაუბრუნა იმ ქალს. განა რა რჯიდა, მაგრამ შინაგანადაა ასეთი. თან ისიც თქვა, იმ წუთას იმ ქალის ადგილას დედაჩემი წარმოვიდგინე და ის ვიფიქრე, იამს რომ ვინმე ასე მოექცესო. მე რაც ვიცი, თბილისში ცნობილი ოჯახიდანაა - ბაბუამისი ცნობილი ექიმი იყო. მშობლებსაც საკმაოდ იცნობენ და ეგ ყოველთვის უფრთხილდებოდა ოჯახის ავტორიტეტს. ძალიან ბევრისგან განსხვავებით, მაგისთვის ოჯახის სახელი ტვირთი იყო და პრივილეგია, რომლითაც ბევრი ბოროტად სარგებლობს.
ამას მის გასამართლებლად არ ვწერ იმის მ იუხედავად, რომ ეს სკანდალიც ტყავის გადასარჩენად ატეხილი მგონია და არც დრონი.გე-სნაირი გამოცემების ობიექტურობა-პროფესიონალიზმისა მწამს დიდად. ამ ქვეყანაში ვინ სტრიპტიზით ცდილობს პოპულარობის მოხვეჭას, ვინ - იაფფასიანი ჭორებით და ა.შ. უბრალოდ, ძალიან ცუდი იქნება, ეს ამბავი თუ მართალი აღმოჩნდება ანუ ბოკერია აქამდე დაცემულა, მაგრამ თუ არაა გარეული არაფერში, მაშინ ასეთ კაცზე ასეთი ამბები ათმაგი ცოდვაა! მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში კირკიტაძემ უნდა დაასახელოს ის პიროვნება. საერთოდაც, მარაზმია, როცა სახელმწიფო მოხელე ასეთ ფაქტს ამდენი ხანი მალავს; როცა ფედერაციის თანამშრომლები ამაზე ამდენი ხანი არაფერს ამბობდმნენ. თუ მართლა 80%-მა ეს აქამდეც იცოდა, მაშინ ისინიც უნდა დაისაჯონ. დანაშაული ყოველთვის მოქმედებაში არ ვლინდება, ძალიან ხშირად უმოქმედობაშიც გამოიხატება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ამის ჩამდენი ფეხბურთის კი არა, სამშობლოს მოღალატეა და ვინც უნდა იყოს, უნდა დაისაჯოს.
პ.ს.წაიკითხეთ ეს .ამის ავტორს იქიდან გამომდინარე კიდევ რომ ამ კაცს ვიცნობ ყველაფერი აქვს ნათქვამი.ეს უკვე მარაზმია და მეტი არფერი.მალე ყველაფერი გაირკვევა ვინ რა მიზნით ააგორა ეს შავი პიარი