baldariniბოკერიას თავის სამართლებელი არ ჰქონია, მე რაც ვნახე
მრავალს დაესწარი შენც!
---------------------------------------------------------------
საღოლ, ტრაქტორა, როგორც შედეგისათვის, ასევე იმისთვის, რომ ამდენი ლაპარაკი მოახერხა დამოუკიდებლად !
ზესტაფონელმა კალათბურთელმა გოგონებმა ამ ინტერვიუს მერეც გაგვახარეს , დაამარცხეს რა (მეორედ) თსუ და ერთპიროვნულად ლიდერობენ ჩემპიონატს
http://www.gbf.ge/news.php?m=news&date=2010-3&id=2067http://www.opentext.org.ge/10/lelo/074/074-17.htmთუ ფორტუნამ გაგვიღიმა...
დავით კოხრეიძე
ზესტაფონიდან
ზესტაფონის ქალ კალათბურთელთა გუნდმა წლეულს ნამდვილი ფურორი მოახდინა. ზესტაფონელებმა, რომლებიც მეორე წელია, რაც უმაღლეს ლიგაში გამოდიან, ჩემპიონატის მეორე ეტაპზე, საკუთარ დარბაზში სამივე მეტოქე დაამარცხეს, მათ შორის ჩემპიონობის უპირველესი ფავორიტი თბილისის თსუ. �ზესტაფონს� 6 მატჩის შემდეგ, დედაქალაქური გუნდის მსგავსად, 11 ქულა აქვს და პირველ ადგილზე მყოფ თსუ-ს მხოლოდ ბურთების შეფარდებით ჩამორჩება. რამდენიმე დღეში თბილისში ქალთა საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგი ტურის მატჩები გაიმართება და ზესტაფონელები კვლავ გამარჯვებებს ეშურებიან. გუნდის მიზნებზე, პერსპექტივებსა და პრობლემებზე მთავარი მწვრთნელი თემურ ჯაშიაშვილი გვესაუბრა.
- რამდენად მოსალოდნელი იყო თქვენთვის მიმდინარე სეზონის ესოდენ წარმატებული დასაწყისი?
- სიმართლე გითხრათ, თბილისის თსუ-სთან მოგებას არ ველოდი. ეს მართლაც სენსაცია იყო. გუნდი, რომელსაც თითქმის სამი წელიწადია, არ წაუგია, ზესტაფონში დავამარცხეთ, რაც ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო. ამით დაკმაყოფილებას არ ვაპირებთ, 22-დან 24 მარტის ჩათვლით თბილისში მორიგი მატჩები გველის და იმედი გვაქვს, რომ კვლავ წარმატებით ვითამაშებთ.
- განვლილი შეხვედრების შემდეგ მეტოქეებზე რა წარმოდგენა შეგექმნათ?
- თსუ დანარჩენ გუნდებზე ერთი თავით მაღლა დგას. ჩვენ და �ქუთაისი� კი თანაბარი ძალის გუნდები ვართ. რაც შეეხება გორს, იმედია, არ მიწყენენ, ეს გუნდი შედარებით სუსტად გამოიყურება. ჩემპიონატის ფავორიტია თსუ, თუმცა, როგორც განვლილმა თამაშებმა გვაჩვენა, დაუმარცხებელი არავინაა, მონდომებისა და მაღალი კონცენტრაციის ხარჯზე ნებისმიერი მეტოქის ძლევაა შესაძლებელი და ყველა მატჩში ბოლომდე ვიბრძოლებთ.
- თქვენი საუბრიდან ისე გამოდის, ჩემპიონობისთვის აპირებთ ბრძოლას...
- პირადად მე მეორე ადგილითაც კმაყოფილი ვიქნები. თუ ფორტუნა გადმოგვხედავს და ჩემპიონები გავხდებით, ეს ზესტაფონისთვის უდიდესი მიღწევა იქნება. გარდა ამისა, ჩვენი მიზანი თასის ფინალში გასვლაა. საქართველოს თასის გათამაშებას არანაკლებ ყურადღებას ვაქცევთ.
- შარშან ჩემპიონატში პირველად იასპარეზეთ და მესამე ადგილზე გახვედით. მას შემდეგ თქვენი გუნდი გაძლიერდა თუ მეტოქეები დასუსტდნენ, რის ხარჯზე მოახერხეთ გამოცდილი მეტოქეების დამარცხება?
- არა, მეტოქეები არ დასუსტებულან, ჩვენ გავძლიერდით. თბილისიდან ორი გამოცდილი კალათბურთელი დავიმატეთ, გარდა ამისა, ბავშვებმაც მიიღეს გამოცდილება. გუნდის ბირთვი ზესტაფონელებით არის დაკომპლექტებული და ძირითადი აქცენტი ადგილობრივებზე გვაქვს გადატანილი.
- ამბობენ, ამ გამარჯვებების შემდეგ ზესტაფონში კალათბურთის ბუმი დაიწყოო...
- ჩვენი გუნდის თამაშმა და გამარჯვებებმა ხალხი აღაფრთოვანა, გულშემატკივრებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობთ. გარდა ამისა, უკვე ვეღარ ავუდივართ კალათბურთის სექციაზე მოსვლის მსურველებსაც.
- გუნდს ფინანსურად ვინ ეხმარება?
- დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ზესტაფონის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ კახა გეწაძეს, რომელიც გვერდით გვიდგას და �ქუთაისთან� გამარჯვების შემდეგ გუნდს სპორტული ფეხსაცმელებიც შეუძინა. ასევე მადლობას იმსახურებს ზესტაფონის საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი დავით ფერაძე. როცა ჩემპიონატში გამოსვლაზე აზრთა სხვადასხვაობა იყო, ბატონმა დავითმა გუნდის სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და მისი დამსახურებაცაა, ჩემპიონატში რომ ვთამაშობთ. რაც შეეხება ფინანსებს, ზესტაფონის სპორტსკოლის გუნდი ვართ და მივლინების ხარჯებს გამგეობა იხდის. სასტუმროსა და კვების მხრივ საწუწუნო არ გვაქვს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ პირადად მე ქალაქგარეთ, სოფელში ვცხოვრობ და მიზერული სახელფასო თანხა გზის ფულადაც არ მყოფნის. ფაქტობრივად, ენთუზიაზმზე ვმუშაობ. ზოგჯერ 7 საათზე ვამთავრებ ვარჯიშს და რამდენიმე კილომეტრის გავლა ფეხით მიწევს. კარგი იქნება, თუ სპორტსკოლის დირექცია ჩვენ მიმართ ოდნავ მეტ ყურადღებას გამოიჩენს. ჩვენი კარგი თამაში და შედეგები სპორტსკოლისთვისაც ხომ საამაყოა.
- თქვენი აზრით, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ საქართველოში ქალთა კალათბურთი განვითარდეს და პოპულარული გახდეს?
- სამწუხაროდ, დღესდღეობით ჩემპიონატი მხოლოდ დიდებში ტარდება. ბავშთა შეჯიბრება საერთოდ არ იმართება, ტურნირების გარეშე კი ბავშვები ოსტატობას ვერ აიმაღლებენ და თაობები ვერ აღიზრდება. პირველ რიგში ბავშვთა კალათბურთს უნდა მიექცეს ყურადღება. დიდების გარდა, ბავშვებსაც ვავარჯიშებ, დაახლოებით 40 შეგირდი მყავს და ამათგან 10-15 გოგონას ძალიან კარგი მონაცემები აქვს, მათგან ისეთი გუნდის შექმნა შეიძლება, რომ ახლანდელზე ათი თავით უკეთესი იქნება, მაგრამ ყოველივე ამას ხელშეწყობა სჭირდება. ყოველდღიურ ვარჯიშებთან ერთად შეკრებებიც აუცილებელია. შარშან �ფერომ� დაგვიფინანსა ერთი შეკრება და მას შემდეგ, რომ იტყვიან, ბავშვები კალათბურთით �მოიწამლნენ�. ძალიან კარგი თაობა მოდის და თუ ხელს შეგვიწყობენ, კალათბურთის ბუმი ზესტაფონში მერე ნახეთ.
- ზესტაფონს ტრადიციები თუ აქვს ქალთა კალათბურთში?
- 1983-წელს �ზესტაფონს� ჩემი ხელმძღვანელობით სტავროპოლში საკავშირო ტურნირი აქვს მოგებული. შემდეგ, ძნელბედობის ჟამს, გუნდი დაიშალა და მხოლოდ ხუთი წლის წინათ მოხერხდა მისი აღდგენა. 12-14 წლის გოგონებისგან ჩამოვაყალიბე გუნდი და შარშან ეროვნულ ჩემპიონატში პირველად მივიღეთ მონაწილეობა. ეს საქმე ძალიან მიყვარს, 30 წელიწადია, კალათბურთს ვემსახურები და მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ვთქვი, თითქმის ენთუზიაზმზე მიწევს მუშაობა, კალათბურთის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია.
კახა გეწაძე მართლაც კაი კაციცაა და სპორტიც უყვარს, მარა იმ დასირებული ფერაძის რა გითხრათ
This post has been edited by shanhai7 on 4 Apr 2010, 00:44