http://www.opentext.org.ge/10/lelo/083/083-1.htm�დინამოსთვის� ამაზე მნიშვნელოვანი �სპარტაკთან� მოახლოებული სათასო მატჩია, მაგრამ კახა კაჭარავას ფეხბურთელებმა �სიონთანაც� საკმაოდ მონდომებულად ითამაშეს და თამაშის ბედი პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს. თბილისელებმა ბოლნისელებს თავიდანვე აჯობეს და იმდენი შეძლეს, რომ არცთუ ხელწამოსაკრავი მეტოქე ძალების დაზოგვით გაანადგურეს.
�დინამოს� უპირატესობა სწრაფ გოლში გამოისახა. თენგიზ ჩიკვილაძემ, რომელსაც სტანდარტული მდგომარეობა წარმატებით ადრეც მრავალჯერ გამოუყენებია, ჯარიმა ამჯერადაც მაღალ დონეზე შეასრულა და თავისიანები დააწინაურა. ამ საჯარიმო დარტყმას რევაზ ქემოკლიძის მიერ ჯორჯ აკირემის წაქცევა უძღოდა. �დინამოს� გაბონელი ფორვარდი მეკარესთან პირისპირ გადიოდა და ეს ბოლო იმედის ჯარიმა იყო, მაგრამ არბიტრმა �სიონის� მცველს ყვითელი ბარათი აკმარა.
მასპინძლებმა ათიოდე წუთში კიდევ გაიტანეს და შეხვედრამ ყოველგვარი ინტრიგა დაკარგა. მეორე გოლი სტუმართა მეკარის შეცდომას მოჰყვა. ვლადიმერ ზუხბაიას ბურთი ხელიდან გაუვარდა, რითაც ლევან კაკუბავამ ისარგებლა და ბურთი ცარიელი კარის წინ მდგომ ჩიკვილაძეს გადააწოდა.
სულ მალე �დინამომ� კიდევ დალაშქრა ქვემოქართლელთა კარი. ჩიკვილაძის დუბლს აკირემის გოლი მოჰყვა, რომელსაც ასისტენტობა გულვერდ თომაშვილმა გაუწია.
მეორე ტაიმი არცთუ სანახაობრივი გამოდგა, რაც გასაკვირი სულაც არ ყოფილა. �დინამომ� ტემპი დააგდო და მშვიდად თამაშობდა უპირატესობის შენარჩუნებაზე, �სიონის� თავკაცმა ხვიჩა ქასრაშვილმა კი თავისი გუნდის თამაშის გაუმჯობესება შეცვლებით სცადა, მაგრამ ამ გადაადგილებებმა სტუმრებს დიდი ხეირი ვერ მოუტანა.
�სიონს� დასამახსოვრებელი მომენტი საერთოდ არ შეუქმნია, �დინამო� კი შიგადაშიგ შეტევებს აგრძელებდა და მატჩის მიწურულს მოწინააღმდეგის კარი მეოთხედაც აიღო. ყველაზე ეფექტური სწორედ ეს გოლი გამოდგა. შეცვლაზე შესულმა მათე ვაწაძემ გიორგი თექთურმანიძის პასი მკერდით მიიღო და მეკარეს ბურთი თავზე გადაავლო.
გუშინ �დინამოსთვის� უსიამოვნო ერთი ამბავი მაინც მოხდა - თბილისელთა ნახევარმცველმა ნიკა ფირცალავამ თამაშის გაგრძელება ტრავმის გამო ვერ შეძლო. ჯერჯერობით უცნობია, მზად იქნება თუ არა იგი �სპარტაკთან� დაპირისპირებისთვის.
ამ დღეებში დინამოელთა მთავარი საფიქრალი სწორედ თასის გათამაშებაა, �სიონს� კი მართალია, უმაღლესი ლიგიდან გავარდნა ფაქტობრივად აღარ ემუქრება, მაგრამ მოტივაციის ნაკლებობის მიუხედავად, უფრო მაღალ დონეზე თამაში შეეძლო და მართებდათ.
მატჩის შემდეგ
კახა კაჭარავა (დინამო): �სიონი� საკმაოდ ძლიერი გუნდია, მას არაერთი გამოცდილი ფეხბურთელი ჰყავს და მოხარული ვარ, ჩვენმა ახალგაზრდებმა დღევანდელ მატჩში მეტოქეს საგრძნობლად რომ აჯობეს. პირველ ტაიმში სერიოზულ უპირატესობას მივაღწიეთ და შესვენების შემდეგ ძალების ეკონომია გავაკეთეთ, რადგან რამდენიმე დღეში საქართველოს თასის ფინალში გასასვლელად უნდა ვიბრძოლოთ. თუმცა ჩვენთვის დღევანდელ მატჩში გამარჯვებაც ძალიან მნიშვნელოვანია�.
ხვიჩა ქასრაშვილი (სიონი): �დინამომ� საგრძნობლად გვაჯობა, დამსახურებულად გაიმარჯვა, რასაც ვულოცავ კიდეც. საკუთარი გუნდის თამაშით კი უკმაყოფილო ვარ�.
მიმაგრებული სურათი
I Love Dinamo Tbilisi......
მე მიყვარს თბილისი...
Ribo #1
AC MILAN