uefa08_geo
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6059
წევრი No.: 53066
რეგისტრ.: 11-February 08
|
#18690294 · 26 Mar 2010, 10:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ძალიან ცუდ დღეში ვართ...
დავით კოხრეიძე
თბილისის �დინამოს� მმართველი დირექტორი ბუბა ტყავაძე ბოლო დროს დატრიალებულ მოვლენებსა და მსაჯობაზე საინტერესო მოსაზრებებს გვიზიარებს.
- კონკურენტი კლუბების დასჯაზე რა აზრის ბრძანდებით?
- რაოდენ უცნაურადაც არ უნდა მოგეჩვენოთ, მათთვის ქულების დაკლება ნამდვილად არ გვესიამოვნა. სხვისი დასჯით გახარება და ამ გზით წარმატების მიღწევა �დინამოს� სტილი არ არის. შემიძლია გითხრათ, რომ ეს ცუდი ფაქტია, საყვედური კი მხოლოდ მოთამაშეებს ეკუთვნით, რომლებმაც ფეხბურთელებისთვის შეუფერებელი საქციელი ჩაიდინეს. გადაწყვეტილებაც დებულების მიხედვით გამოიტანეს. ეს იმდენად ცუდი ფაქტი იყო, ჩხუბის მონაწილეები მკაცრ სასჯელს იმსახურებდნენ, დიახ, ფეხბურთელები, მაგრამ არა - კლუბები. აღმასკომმა მსაჯების შემთხვევაშიც სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მსაჯი მატჩს ისე უნდა გაუძღვეს, რომ გუნდებს შორის ვითარება ამ დონეზე არ დაიძაბოს. მე სამსაჯო ტექნიკას ვგულისხმობ და არა - მატჩის გაძღოლას ეგრეთ წოდებული �დაბალანსების პრინციპით�.
- სხვათა შორის, ქართველ მსაჯებს ეს ახასიათებთ...
- ამას ვამბობ სწორედ. დაბალანსება უფრო მეტ გაღიზიანებას იწვევს და თამაში დაპირისპირებაში გადაჰყავს. შეიძლება, ამ დაბალანსების ბრალიცაა ზესტაფონში მომხდარი ფაქტიც. ეტყობა, მსაჯს თამაში �გაექცა�.
- საქართველოში მსაჯობა ყოველთვის საკამათოა. გუნდების მოსაწონი მსაჯი ბუნებაში თუ არსებობს?
- ორიოდე მსაჯს დავასახელებდი, მაგრამ არ დავაკონკრეტებ, ცუდად გამიგებენ. თუმცა ისიც ფაქტია, რომ ძალიან ცუდ დღეში ვართ - კვალიფიციური მსაჯების ნაკლებობაა.
- ფედერაციის წინა ხელმძღვანელობამ გამოუცდელი, მაგრამ წესიერი ახალგაზრდა მსაჯები დააწინაურა...
- პრობლემების სააშკარაოზე გამოტანით, ჩვენს ფეხბურთს უფრო მეტ სარგებლობას მოვუტანთ, ვიდრე ხელის დაფარებით. დრომ ამაში დაგვარწმუნა. ფეხბურთის ფედერაციის დაარსების დღიდან, მსაჯთა კომიტეტის მრავალი ხელმძღვანელი შეიცვალა, მაგრამ არ შეცვლილა მსაჯებისადმი მათი მიდგომა და შეცდომის დამშვებს ყოველთვის ხელს აფარებენ. ასე გრძელდება დღემდე. მე კი ვფიქრობ - როცა მსაჯი მატჩს ვერ გაუძღვება, მკაცრად უნდა დაისაჯოს და მერე სხვა იმავეს აღარ გაიმეორებს. თორემ, აგერ არის მაგალითი, რომ დაუსჯელობის გამო დღეს კვალიფიციური მსაჯი სანთლითაა საძებნელი. წარმოიდგინეთ, უმაღლეს ლიგაში ძველებურად 16-18 გუნდი რომ იყოს, რა დღეში ჩავვარდებოდით, სადაა ამდენი კვალიფიციური არბიტრი? სხვათა შორის, �ზესტაფონი�-�ოლიმპის� დაპირისპირების დროს არავის გახსენებია, რა შეცდომები დაუშვა იმავე გიორგი ვადაჭკორიამ წინა ტურში �ბაია�-�დინამოს� შეხვედრისას. არსად გაშუქებულა, რატომ არ დანიშნა პენალტი �ბაიას� კარში, რატომ არ ჩაგვითვალა გოლი... ამის გამო რატომ არ დასაჯეს? ჰოდა, მერე იმსაჯა �ზესტაფონი�-�ოლიმპი� და მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. უარესი მოხდება, თუ რაიმე ზომებს არ მიიღებენ. არ ვიცი, რა პრინციპით ხდება მსაჯების შერჩევა, მაგრამ უკვე მერამდენე მატჩია, გვინიშნავენ დავით ხარიტონაშვილს, რომელსაც მუდმივად შეცდომები მოსდის. გაგახსენებთ �ვიტ ჯორჯიასთან� ჩვენს ბოლო შეხვედრას, როცა ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ძალიან ცუდი მსაჯობა იყო, თუმცა ამ ლაპარაკს არანაირი შედეგი არ მოჰყოლია - ხარიტონაშვილი ისევ აგრძელებს მსაჯობას და ყველაზე ცუდი - ისევ გვინიშნავენ �სამტრედიასთან� პრინციპულ შეხვედრაში. ამიტომ, ძალიან მეშინია და ყველას ვთხოვ, გამოაგზავნონ კვალიფიციური მსაჯი და დამკვირვებელი. თუ კარგად იმსაჯებენ, ამას პირველები ჩვენ აღვნიშნავთ.
- არ გგონიათ, რომ მატჩამდე ასეთ ლაპარაკს მსაჯზე ზეწოლად მიიჩნევენ?
- მიიჩნიონ, მე ნამდვილად ვიცი, რომ ეს არ არის ზეწოლა, მხოლოდ გაფრთხილებაა. �სამტრედიაც� გაღიზიანებულია წინა ტურში (ბოლნისში) ხეცაძის მსაჯობით და ვეთანხმები მათ პრეტენზიებს. მათი გულშემატკივარი კი არ ვარ, უბრალოდ, სამართლიანობიდან გამოვდივარ - დარტყმის შემდეგ ფეხბურთელი ინერციით მეკარეს დაეჯახა და პენალტი დაინიშნა. რატომ?! ამის შემდეგ არ მიკვირს, �სამტრედიას� პრეტენზია რომ გაუჩნდა. შეიძლება, ახლა ვიღაცამ მათთვის �კოჭის გაგორება� მოინდომოს... და მსაჯის მხრიდან იქნება ეს, თუ როგორ, ამას ვერ გეტყვით. ჩვენ გვინდა ნეიტრალური მსაჯობა! იმასაც ვითვალისწინებ, რომ რაიონებში მსაჯები ხშირად თავს იზღვევენ და მასპინძლებისადმი სიმპათიას ამჟღავნებენ. ეს წვრილ ჯარიმებსა და სხვა ნიუანსებში გამოიხატება. დაკვირვებული ვარ, რომ ჩვენი ფეხბურთელები უკვე ერთმანეთს უყვირიან - �არ შეეხო�! იმიტომ, რომ უმიზეზოდ ჯარიმას გვინიშნავენ, ჩვენებს კი ლამის თავში ურტყამენ და ვერ ამჩნევენ. რა თქმა უნდა, მაყურებლის ფაქტორი მასპინძელს უპირატესობას ანიჭებს, მაგრამ მსაჯი ნეიტრალური უნდა იყოს.
- არის კი საქართველოში მსაჯი ისე დაცული, რომ მასპინძელთა დასჯის, გაძევების ან წაგების შემთხვევაში სტადიონიდან მშვიდობით გააღწიოს?
- ...და რა გამოდის? ამის გამო გუნდები უნდა გაწირონ? მაშინ თქვან, რატომ ვერ ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. გამოდის, რომ მაყურებლის შიშით უნდა გაწირონ კლუბები, სადაც ფულია ჩადებული? ან ის ფეხბურთელები, რომლებიც ვარჯიშებზე თავს იკლავენ? ეს არც პროფესიულადაა გამართლებული და არც ადამიანურად.
|