დაამტკიცე, ფაქტები დამიდე, რომ 2004 ში არ მიყურებია და ფაქტები დამიდე,ლ მოიყვანე ვინმე, ვინც ილაპარაკებს, მინიმუმ სამი კაცი და დაგიჯერებ.
რაც შეეხება შარშანდელ ჩემპიონობას,
პენალტი ორჯერ დადეს დინამოსთან, ერთხელ სიონთან, ერთხელ გაგრასთან, რომელიც ვერ გაიტანეს და ერთიც ლოკომოტივთან და არავის უთქვამს, რომ პენალტი არ იყო, მითუმეტეს, ლევან კვარაცხელია ისეთ პენალტებს დებს, გაგრასთან რო კუდები მოაბეს, ეგეთი დაედო ნეტა სადმე.
რაც შეეხება ოლიმპს. ვუყურე როგორ ითამაშა 10 კაციანმა ვიტ ჯორჯიამ 11 კაციან ოლიმპთან და ფრედ როგორ დაასრულ,ს რაც შეეხება მესამე მატჩს ჩემპიონატისა და თასისა პირველი, არ ვყოფილვარ რუსთავში, აქციები იმართებოდა ქვეყანაში და რუსთაველზე, მოვლენებს ვაშუქებდი ...
ძალიან მინდოდა დავსწრებოდი, მაგრამ თასის თამაშზეც, რომ გავრცელდა ხმები, რომ მეორე შემადგენლობა გაყავდათ და პირველს ზესტაფონისთვის ინახავდნენ, ჩემი, როგორც გულშემატკივრის, ერთგვარი პორტესტი იყო, რომ არ წავსულიყავი, ვინაიდან, მე ორივე ტიტული მინდოდა და ამას ამბობდა ყველა ფეხბურთელი გუნდის და შენ მანახე გულშემატკივარი, რომელსაც არ უნდა რომ მის გუნდმა ყველაფერი მოიგოს )))))
რაც შეეხება სიონს, სიონი "აძლევდა" თამაშს ვიტ ჯორჯიას და კორღალიძე გამოვიდა ტვ ში და განაცხადა, რომ გუნდში არც ხელფასები დარიოგებულა დიდი ხანია და არც სხვა არაფერიო, და ამიტომ დუბლები გამოვლენ ვიტ ჯორჯიასთანო. მაგრამ მეორე დღეს პირველი შემოადგენლობა გამოვიდა მოედანზე.
სტადიონზე იმყოფებოდა ბუბა ტყავაძის ძმა, თავად ბუბა ტყავაძე იმყოფებოდა ბორჯომში მესხეთთან თამაშის დროს და მესხეთის ფეხბურთელებს ფულიც შესთავაზა, რომ ჩვენ დავემარცხებინეთ, ეს მსოფლიოში მიღებული ფორმაა, მეტოქე გუნდის კონკურენტის წახალისება, სავარაუდოდ გეცოდინება.
ასევე მე მითხრეს, რომ ვიტ ჯორჯიამ ლოკომოტივს გადაუხადა დინამოსთან რომ ჰქონდათ, რომელი თამაში იყო და რა შედეგით დასრულდა, ნამდვილად არ ვიცი, თან ვიტ ჯორჯიადან არ გამიგია ეგ ამბავი და არც გადამიმოწმებია

რაც შეეხება 3:4, როდესაც გუნდი გაძლევს თამაშს, 3 გოლს არ იტანს შენს კარში. მარტივი ლოგიკაა. თან ეტყობა შენ არ გაგიგია, რომ ვიტ ჯორჯიას იქ, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, წესების სრული დაცვით გატანილი გოლი არ ჩაუთვალეს. მაგრამ არც ეს გექნება ნანახი, არც თამაში ზუსტად ვიცი, ეტყობა ყურით მოტანილი უფრო კარგად გესმის ხოლმე

პლიუს ამას, მგლებმა მაშინ ჭედიას გოლით მოუგეს დინამოს და სტადიონზე ეს ნფორმაცია თავად მე გავაგებინე ბიჭებს
და კიდევ ერთი, მე და მეკარე ჭანტურიამ ვიჩხუბეთ, უფრო სწორედ თავად მომობრუნდა და რაღაცა მითხრა და მაგას ის მოყვა, რომ ყვითელი მიიღო, მეორე ყვითელზე გააგდეს, მე მეც ვმონაწილეობდი მაშინ იმ სპექტაკლში )))))
და კიდევ მაშინ მე ვიყავი გულშემატკივარი სტადიონზე და თუ არ დაგეზარება, ჩაათვალიერე, სპორტულ ჟურნალისტიკაში რამდენი ხანია რაც ვარ

ეგეც არაფერი, დაასახელე ობიქტური ჟურნალისტები ვინ არიან შენთვის და იქნება ჩავწვდეთ შენი ობიეტურობის საზომს )))))))))))))))))))))
პ.ს. ეს ვიტ ჯორჯიას თემა არაა, ასე რომ შეგიძლია აქ საერთოდ არც კი შემოიხედო, თუ ანგაჟირებული ხალხის ჟურნალისტიკა არ მოგწონს.

არც გიშლი რამეს, როგორ შეგკადრებ მაგას, ვზრუნავ შენზე, ნერვებს ტყუილად იშლი ხოლმე და... )
This post has been edited by magda_gijmaji on 8 Apr 2010, 19:36