ფედერაციის განცხადება:
მოგესალმებით!
ბოდიშს გიხდით ასეთი უყურადღებობისთვის მსოფლიო ჩემპიონატის წინ...
გვსურს შეგახსენოთ, რომ, ხვალ, 22 აპრილს, საქართველოს დროით 01:30-ზე, საქართველოს ეროვნული ნაკრები ყინულის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ბ დივიზიონის პირველ შეხვედრას გამართავს, სადაც დაუპირისპირდება ჩრდილოეთ კორეის ეროვნულ ნაკრებს.
უპირველეს ყოვლისა, გვსურს უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ამერიკაში მცხოვრებ ქართველს - Kosta Ebanoidze -ს, რომელმაც მიიწვია ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრები ქალაქ ჩიკაგოში და სრულად უზრუნველყო მათი საწვრთნელი ვარჯიშების ორგანიზება. Kosta Ebanoidze-ს შვილი, რომელიც არის 13 წლის, ერთ-ერთ პერსპექტიულ ჰოკეისტად ითვლება ილინოისის შტატში(მის შესახებ მოგვიანებით დაწვრილებით მოგიყვებით). სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არა Kosta Ebanoidze ზემოთაღნიშნული შეკრება ნამდვილად ვერ შედგებოდა, მან შეძლო მოეხდინა ის, რისი წარმოდგენაც არც კი შეგვეძლო. შეკრებაზე მრავალ დადებით მოვლენასთან ერთად, ამ ეტაპზე, გამოვარჩევდით 2-ს(დანარჩენებზე დეტალურად შემდეგ პოსტებში ვისაუბრებთ).
1) Kosta Ebanoidze მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოდან წაიყვანოს ჰოკეისტი და აცხოვროს მასთან სახლში ერთი თვის განმავლობაში, რომელიც მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებში.
2) შეკრებაზე იმყოფებოდა Toby O'Brien-ი, რომელსაც 25 წლიანი გამოცდილება აქვს ყინულის ჰოკეიში. მათ შორის ბოლო 13 წელი NHL-ის სხვადასხვა გუნდების ე.წ. Scout-ად მუშაობდა. დიდი ალბათობით, ეროვნული ნაკრების 3-4 მოთამაშეს წაიყვანს ამერიკაში სხვადასხვა დონის ლიგაში სათამაშოდ.
ასევე განსაკუთრებულად გვსურს უღრმესი მადლობა გადავუხადოთ Besa Tsintsadze -ს, რომელმაც საკუთარ 50 წლის იუბილეზე თავისი დაბადების-დღე მთლიანად დაუთმო საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. კერძოდ, მთელი დღის განმავლობაში ავარჯიშებდა ბავშვებს და ვარჯიშებიდან შემოსული თანხა სრულიად გადასცა ეროვნულ ფედერაციას. გვურს აქვე აღვნიშნოთ რომ ფედერაციისთვის გადმოცემული თანხა სრულიად მოხმარდა ეროვნული ნაკრების ეკიპირებას, ე.წ. ციგურების რკინების მარაგს, ყინულის ჰოკეის ჯოხებს და სპორტული კვების დანამატებს, რაც ამ ეტაპისთის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ბ დივიზიონში მონაწილეობის მისაღებად.
უღრმესი მადლობა Barrington Ice Arena -ს, რომლის დარბაზშით, თითო კუთხეში იგრძნობოდა თუ რა მნიშვნელობას ანიჭებენ ზემოთაშნიშნულ არენაზე ყინულის ჰოკეის.
უღრმესი მადლობა გვსურს გადავუხადოთ Chicago Diplomat Cafe -ს, განსაკუთრებით მისი ქართველი პარტნიორის Oksana Iman Douglas -ის სახით, რომლებმაც იზრუნეს ყინულის ჰოკეის ეროვნული ნაკრების კვებაზე.
არ შეგვიძლია, დიდი აღტაცებით არ აღვნიშნოთ სასტუმრო რომელშიც განთავსებული იყო ეროვნული ნაკრები, @Country Inn & Suites by Radisson, Hoffman Estates, IL. სასტუმროს პერსონალმა სრულიად გადააჭარბა მოლოდინს. 15 აპრილიდან 20 აპრილის ჩათვლით, მთლიანი სასტუმროს პერსონალი, მოწოდებული იყო რამით დახმარებოდა ეროვნული ნაკრების წევრებსა და პერსონალს, ეხებოდა ეს ტრანსპორტირებას, კვებას თუ რაიმე სხვა დეტალს.
გვსურს, კიდევ ერთხელ, უღრმესი მადლობა გადავუხადოთ თითოეულ ადამიანს, რომლებიც გვერდში გვიდგანან და მონაწილეობას იღებენ საქართველოში ყინულის ჰოკეის განვითარებაში.
ლაივ ტრანსლაციის ლინკი
https://www.facebook.com/SFANETWORK/videos/...fns=copylinkios