წესით ინტრანეტში უნდა გვქონდეს და დავქაჩავ. მოვძებნი ამ დღეებში.
TiredManბევრს არ დავწერ, ვეცდბი ლაკონური ვიყო

1. აქ ვართ 6 ქართველი - ილო და მიშა - "ისწავლე თამაში"-ს სემინარებზე, ირაკლი ნატროშვილი მწვრთვნელის პროგრამაში, მე - განვიტარების პროგრამაში და ანდრო თევზაძე და სანდრო ონილი მოთამაშეებად.
2. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობს 400-მდე მონაწილე 50 ქვეყნიდან და 20-მდე პროგრამა მიმდინარეობს პარალელურ რეჟიმში.
3. უსაინტერესოესია ირაკლის, ანდროს და სანდროს პროგრამა, რადგან ფაქტიურად მოდელირებაა მსოფლიო ჩემპიონატის ანუ მოთამაშეები გაყოფილები არიან 8 გუნდად, ყოველ დღე ვარჯიშები და საღამოობით თამაშები. გუნდებს ყავთ სრული სტაფი, მწვრთვნელები, აღჭურვილობის მენეჯერები, გუნდის მენეჯერები, ინსტრუქტორები და ა.შ. შესაბამისად ირაკლი პრაქტიკაში სწავლობს გუნდის წვრთვნას, ხოლო მოთამაშეები იღებენ უსერიოზულეს გამოცდილებას - წარმოიდგინეAთ ანდრო და სანდრო კანადელთან, ამერკიელთან, ფინელთან, შვედთან ერთად თამაშობენ ერთ გუნდში. ცხადია, რომ გუნდები პროპორციული სიძლიერისაა.
4. "ისწავლე თამაშის" პროგრამაც ძალიან საინტერესოა და ბევრ პრაქტიკულ უნარს გამოუმუშავებს მონაწილეებს და განვითარების ვორქშოპიც სწორი ორიენტაციის საშუალებას გაძლევს და რეალობას გაახლოებს.
5. კიდევ არის სამსაჯო პროგრამა, სამედიცინო პროგრამა, მეკარეების და ა.შ. პროგრამები, რომელშიც ჩვენ ამ ეტაპზე არ ვიღებთ მონაწილეობას.
6. დღეს ვუყურე ანდროს თამაშს, მოიგო ანდროს "ლურჯებმა", 5:4. მეორე გოლი ანდრომ გაიტან, რაც უძალიანესად გამიხარდა და ფაქტიურად მისი პირველი შეხება პაკთან გოლით დამთავრდა. ანდრო ასევე იღებს მონაწილეობს სკილლს ჩელენჯში და 28 მონაწილიდან 15-ეულში თუ მოხვდა, მომავალ წელს წავა ინსბრუკში ახალგაზრდულ ოლიმპიადაში მონაწილეობის მისაღებად.
7. ძალიან გამიხარდა, რომ ჩვენნაირი და ჩვენზე უარეს დღეში მყოფი ქვეყნები აღმოვაჩინე; თურმე ამერიკასაც აქვს პრობლემები, და თურმე ჩვენც გვაქვს ნათელი მომავალი

8. თურქებთან საბოლოოდ იქნება მიღწეული შეთანხმება კავკასიის ლიგაზე (და აღარ შავი ლიგა) და 20 აგვისტოსსაზეიმოდ მოეწერება ხელი საბოლოო შეთანხმებას, სადაც უკვე იქნება კალენდარი და ლიგასთან დაკავშირებული ყველა დეტალი.
9. განვითარების გეგმა ფაქტიურად მაქვს, თავში - დღეს დავიწყებ გადმოტანას ქაღალლდზე.
10. ძალიან ბევრს გვაძლევს ეს საზაფხულო სკოლა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ამ ეტაპზე სამი მაღალი დონის მწვრთვნელი გვყავს, რომელმაც იცის როდის, რა, როგორ და რატომ უნდა გააკეთოს და თუ ჩვენს ცოდნას თავ მოვუყრით (არადა არაფერი გვიდგას წინ) და შევძლებთ და რეგიონებსაც - ბათუმი, ზუგდიდი, ბაკურიანი - ჩავრთავთ, ძალიან მალე, საგრძნობ პროგრესს მივაღწევთ;
11. მთავარი - მოტივაცია პატარებისათვის (ამ ტიპის ბანაკები, ოლიმპიადაში მონაწილეობის შესაძლებლობა და ა.შ. და მოტივაცია დიდებისათვის (კავკასიის ლიგა დღეს და მსოფლიო ჩემპიონატები ხვალ) - მიღწეულია. ეხლა ჩვენ გვმართებს სწორი მუშაობა და ყველაფერი ჯიგრულად იქნება.