რომ არ ჩაიძიროს, სანამ ყინული გვექნება
* * *
\\\ ფოტოზე პრონგერი არაა \\\სტენლისკენ, უპრონგეროდ!ხუთშაბათს, ყინულის ჰოკეის ეროვნული ლიგის (ნჰლ) აღმოსავლეთის ლიდერ ფილადელფიას სეზონის ბოლომდე გამოაკლდა კაპიტანი ქრის პრონგერი; ნეშვილის ყოჩმა შეი ვებერმა ორი გვიანი გოლით გააბითურა დეტროიტი, ვაშინგტონს კი ვინიპეგთან სულ ბოლოსღა მაოგებინა რუსმა ალექს ოვეჩკინმა.ფილადელფიამ მონრეალში მოგებით წარმატებული სერია შვიდ მატჩამდე რომ გაიგრძელა, მედიისგან მერეღა შეიტყო, რომ 37 წლის ხვადაგს, ვინც ლიგაში მე-18 სეზონს ატარებს და 1,167 თამაშში 157 გოლი და 541 პასი მოუნაგრებია, ძალუმად გამოაჩნდა ტვინის შერყევის ნიშნები.
'ფლაიერზის' უფროსობა მთლად წინ-დახედულად ვერ მოიქცა, ჯილა მცველი პიტსბურგელ ექიმებს, მორუნსა და ქოლინზს რომ გაასინჯა. მართალია, ჰიპოკატეს ფიცი უზენაესია, მაგრამ ისიც ნუ დაგვავიწყდება, რომ 'ფლაიერზი' და 'პენგვინზი' პენსილვანიის მოშუღარი კლუბები არიან და ატლანტიკის გარდა, სრულიად ნჰლ-ის ფალავნობაზე - 'სტენლის თასზეც' აქვთ პრეტენზია.
მეხუთე მეკარეცდეტროიტმა ნეშვილში პირველი ჯარიმა სირენამდე ხუთი წუთით ადრეღა მიიღო და ვებერმაც 22 წამში, მოსხლეტილი დარტყმით გაუტანა ხედ-დაფარულ ჯიმი ჰოვარდს. ამით ანგარიში გათანაბრდა, ბოლოსწინა წუთზე კი კაპიტანმა ალალბედზე ტყორცნა, ხოლო შაიბა კარის წინ უშნოდ ასხლტა და გოულს ბეჭთან გადააფრინდა.
დეტროიტს გაუტოლდა ცენტრელივე სენთ ლუისი, ვისმა სათადარიგოდ აყვანილმა, მაგრამ ძირითადად ქცეულმა გოულმა, ბრაიან ელიოთმაც მე-13 თამაში მოიგო და მთელ ამქარში ისედაც საუკეთესო ორი ძირითადი მაჩვენებელი - საიმედობა და მოგერიების წილი კიდევ უფრო გაიუმჯობესა (1.43 და 950 პრომილე)
ვაშინგტონს დეილ ჰანთერის ხელ-ქვეით ბალანსი 4-4 იმის წყალობით გაუხდა, რომ ოვეჩკინმა ოვერტაიმამდე 74 წამით ადრე გახსნა (!) ანგარიში; სან ხოსემ, ვისაც ნაკლებობაზე გაძლების უცუდესი მაჩვენებელი აქვს, მესამე პერიოდის ხუთ-წუთა მონაკვეთში სამი გოლი გაუტანა კოლორადოს, აღმოსავლეთის მაჩანჩალა 'აილენდერზმა' კი მეხუთე (!) მეკარეც - ქევინ პულენი ათამაშა.
@ 15 დეკემბერი
კაროლინა - ვანკუვერ 4:3 (0:1 2:1 2:1)ბოუმენ 35.52 40.37, ტ.რუტუ 39.08, შპაჩეკ 46.12მ - ბიექსა 5.19, რეიმონდ 19.51, ბაროუზ 48.40 / დარ 41:36, მეკ: ვორდ - შნაიდერ; მეტ 6:1 (ხ 1:0)
კოლამბუს - ლოს ანჯელეს 1:2 (0:0 1:0 0:2)ქართერ 36.43 - დრუისქი 44.33, ბრაუნ 48.12 / დარ 25:41, მეკ: სენფორდ - ქვიქ; მეტ 3:2 (0:0)
აილენდერზ - დალას 2:3 (1:1 1:0 0:2)გრაბნერ 16.38, ოკპოსო 38.24 - ლ.ერიქსონ 8.36, მოროუ 41.07მ, ბენ 44.33 / დარ 27:29, მეკ: პულენ - ბახმან; მეტ 3:6 (0:1)
მონრეალ - ფილადელფია 3:4 (0:1 3:2 0:1)დეარნე 25.02, ლებლანკ 33.24, ქოულ 39.44მ - ტალბო 12.07, ზოლნიერჩიკ 25.48, სიმონდს 38.10, მესაროშ 48.08 / დარ 31:25, მეკ: პრაის - ბობროვსკი; მეტ 7:6 (1:0)
ტამპა ბეი - კალგარი 5:4 (1:1 3:1 0:2 ოტ)პერსელ 5.11მ, პაიეთ 30.10, მელოუნ 32.05, თომპსონ 39.26 ' ოტ: სტემკოს 60.30 - სთეჯენ 19.27, იგინლა 21.57, ბურკე 40.58, ო.იოკინენ 56.48მ / დარ 34:27, მეკ: გარონ - კიპრუსოვ; მეტ 1:3 (1:1)
ნეშვილ - დეტროიტ 4:3 (1:1 1:2 2:0)ლეგვონდ 10.09, თუთუ 37.22, შ.ვებერ 55.36მ 58.24 - ჰოლმსტრიომ 5.15მ, ზეტერბერგ 30.03მ, ლიდსტრიომ 31.30 / დარ 21:40, მეკ: რინე - ჰოვარდ; მეტ 1:2 (1:2)
სენთ ლუის - რეინჯერზ 4:1 (2:0 0:1 2:0)ბერგლუნდ 7.06, პერონ 11.03, სთინ 41.01, არნოთ 57.43ც - დელზოტო 36.18 / დარ 35:26, მეკ: ელიოთ - ლუნდკვისტ; მეტ 1:0 (0:0)
ვინიპეგ - ვაშინგტონ 0:1 (0:0 0:0 0:1)ოვეჩკინ 58.46 / დარ 26:28, მეკ: პაველეც - ნოიფირთ (შათ) მეტ 4:2 (0:0)
ფინიქს - ედმონტონ 4:2 (1:0 1:1 2:1)კორპიკოსკი 15.18, ვრბატა 39.23, დოუნ 51.45, ეკმან-ლარსონ 54.37 - ჰოლ 36.02მ 46.11მ / დარ 42:20, მეკ: სმით - დუბნიკ; მეტ 1:3 (0:2)
სან ხოსე - კოლორადო 5:4 (1:2 1:2 3:0)ქლოუ 2.30, ჰანძუშ 21.12, ბერნს 47.00, პაველსკი 48.29, კუტიურ 51.29 - შტიასტნი 5.51მ 23.01, ორაილი 19.49მ, ვინიქ 38.21 / დარ 34:27, მეკ: ნიემი - ვარლამოვ; მეტ 3:3 (0:2)
დას: მინესოტა (ჩდ) 44(32; ჩიკაგო (ცნ) 42(31; დალას (წყ) 37(30) / დეტროიტ (ცნ, სენთ ლუის (ცნ) 39(30; ვანკუვერ (ჩდ) 38(31; ნეშვილ (ცნ) 36(31; სან ხოსე (წყ) 35(29) - ფინიქს (წყ) 35(31; ლოს ანჯელეს (წყ) 32(31; კალგარი (ჩდ, ედმონტონ (ჩდ) 31(31; კოლორადო (ჩდ) 29(32; ანაჰაიმ (წყ) 23(30; კოლამბუს (ცნ) 22(31)
აღმ: ფილადელფია (ატ) 43(30; ბოსტონ (ჩა) 41(30; ფლორიდა (სა) 38(31) / რეინჯერზ (ატ) 38(29; პიტსბურგ (ატ) 38(31; ტორონტო (ჩა) 35(30; ვაშინგტონ (სა, ბაფალო (ჩა) 33(30) - ნიუ ჯერზი (ატ) 33(30; მონრეალ (ჩა) 33(32; ვინიპეგ (სა) 32(31; ოტავა (ჩა) 32(32; ტამპა ბეი (სა) 28(31; კაროლინა (სა) 25(33; აილენდერზ (ატ) 24(29)
@
მიმაგრებული სურათი