სარფში შევფერხდითო 5 საათით
მერე თრაბზონისკენ მიდიოდნენ და იქედან უნდა გადაეხვიათ ერზრუმისკენ
ამაღამ ნაღდად აღარ ითამაშებდნენ იმ თურქთაგან მოგონილს
თასიდან ლიგისკენხუთშაბათს ყინულის ჰოკეის მოთამაშე ქართველები გზაში, სარფთან გვარიანად შეფერხდნენ, პარასკევიდან კვირის ჩათვლით კი ერზრუმში დაგეგმილ, 'შავი ზღვის თასის' სამ მატჩს ნაღდად გამართავენ.მას აქეთ, რაც განსვენებულმა დენის დავიდოვმა და მეგობრებმა საქართველოში მესამედაც დანერგეს ყინულზე ყვანჯობა, შარშან პირველად მოხდა, რომ ოთხ-წლიანი აქტიურობის (2007-10) შემდეგ ჩვენში თამაში აღარ გამართულა.
ფედერაციის აქტივმა, გაჭიანურებული უყინულობის გამო, აქცენტი სამეზობლოზე გადაიტანა. დეკემბერში ასე დაიგეგმა პირველი 'შავი ზღვის თასი, რომელიც სომხეთის ჩართვით პერსპექტივაში ლიგად უნდა იქცეს და ჰოკეი შეგვინარჩუნოს მანამ, სანამ თბილისსა და ბაკურიანში ნამდვილი, 60x30 მეტრა საციგურაოები აშენდება.
ერზრუმში მიუხარიათთასი ოთხ წრედ გაიმართება: ორჯერ ჩვენები ჩავლენ თურქეთში კაცთა და ჭაბუკთა გუნდებით და ორჯერაც ისინი ჩამოგვაკითხავენ აჭარაში, სადაც გასაბერ შენობაში დასხმული დიდი ყინულისთვის ნაგები გასახდელები და ტრიბუნა უნდა დაერთოთ.
ჩვენი გუნდი, 'ყინულის რაინდები' - ისე, სახელად 'უყინულო' უფრო უპრიანი იქნებოდა - თბილისისა და ბაკურიანის ნაკრებია. ბიჭები დედაქალაქში ასფალტზე ვარჯიშობენ, ბაკურიანში კი ბუნებრივი მოედანია და მისი ვარგისიანობა ამინდზეა დამოკიდებული.
ამიტომაც მიუხარიათ რაინდებს ერზრუმისკენ, რაიც თურქეთის ზამთრის სპორტის ცენტრია - იქ მაინც ეღირსებათ ელემენტარულ პირობებს დანატრებულ ბიჭებს ნორმალური ვარჯიში და თამაში, ჩვენი ნიჭის ამბავი კი რომ ვიცით, შედეგიც უთუოდ, თანდათან მოვა.
შავი ზღვის თასიოთხი წრე
27-29/01 და 23-25/03 ერზრუმი
27-29/04 და 4-6/05 ბათუმი (?)
>> ყინულის რაინდები (საქართველო)
კაცებიგოული: 20 კახა ამბროლავა; სქეითერები: 4 შალვა ოგანეზოვი, 8 ანდრო თევზაძე, 10 პაატა კავკასიძე, 13 გოჩა ჯეირანაშვილი კ, 17 მიშა ვედიაპინი, 18 ანდრო შენგელია, 23 მიშო დავითაშვილი ა, 33 გიორგი ჯეირანაშვილი, 44 გენა კოსიცკი, 55 ვახო გოგიჩაიშვილი, 66 ამირან გეფერიძე, 68 ბადრი ხორბალაძე, 77 გიორგი გიგაური, 85 გიორგი გოგოლაძე, 99 ბაჩო ოგანეზიანი ' მწ ირაკლი ნატროშვილი
14 წლის ბიჭებიგ: 21 ანრი ბარქაია; სქ: 5 ლევან ბუცხრიკიძე, 9 გიორგი ცაგარეიშვილი კ, 13 ზურაბ ხაბელაშვილი, 14 დიმიტრი ბერიძე, 15 საბა ქუმარიტაშვილი, 19 თემურ ვედიაპინი, 24 საბა ნატროშვილი, 36 ნიკოლოზ კასრაძე ა, 68 არტემ არუშანოვი, 77 არტემ მარტიროსოვი ' მწ ილია დავიდოვი
მენეჯერი: სანდრო ვაშაკიძე (ფედერაციის გენ-მდივანი)
განრიგი (საქ დროით: პარ 27/01 13.45, შაბ 28/01 22.00, კვი 29/01 13.30
@ წინა სტატია [21 ივლ 2011]ქართული ყინულის ჰოკეი (ჰაკი) This post has been edited by Lukas & Nikos Mama on 27 Jan 2012, 00:31