ballack13მიმზიდველი ლაყე.
* * *
http://www.myvideo.ge/?video_id=863540 ყველგან და ყველასთან ვაგებთ, ნახეთ ეს ვიდეო
* * *
"ლელო "
# 89 (13077)
ორშაბათი, 19 აპრილი, 2010 წელი
ვერსიები რევოლუციურ პროექტზე: ზესტაფონი მშობლიურ ქალაქში აღარ ითამაშებს? ქართული ფეხბურთისთვის პროექტი იმდენად სასარგებლო იქნება, მტკივნეული მხარე მალე დავიწყდებას მიეცემაო...
დავით ცაბაძე
ეროვნული ჩემპიონატის ფორმატმა არაერთხელ განიცადა მოდერნიზაცია და შესაძლოა, ამ პროცესის მოწმენი კიდევ ერთხელ გავხდეთ. კულისებში აღარ მალავენ, რომ მომდევნო სეზონში უმაღლესი ლიგა შესაძლოა გაფართოვდეს. რა თქმა უნდა, ფინანსურად ღონიერი და თუნდაც საშუალო დონის ფეხბურთელებით დაკომპლექტებული კლუბებით ლიგის გაძლიერება კარგია, მაგრამ... მაშინ, როცა ინფრასტრუქტურა საშინელ დღეშია, თან ეს საშუალო დონის ფეხბურთელიც სანთლით საძებნელია... გამორჩეული მოთამაშეები კი იმ გუნდებს ჰყავთ (თანაც ხანგრძლივი კონტრაქტებით), რომლებიც მთავარი ლიგის მოწინავე კვარტეტს შეადგენენ. იმ ქალაქის გუნდებს (�ტორპედო�, �ბათუმი�, ფოთის �კოლხეთი�) კი, რომლებიც უმაღლეს ლიგაში (რომელიც, ალბათ, სწორედ მათი საშუალებით გაფართოვდება) დაბრუნებისთვის იბრძვიან, შესაფერისი დონის მოთამაშეთა მოძიება ძალზე გაუჭირდებათ.
ასეა თუ ისე, ეგრეთ წოდებული �საკლუბო რევოლუცია� საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, ბევრს გააღიზიანებს, ბევრსაც გულს აუცრუებს და ხელს ჩააქნევინებს. მაგრამ იქნებიან ისინიც, ვისთვისაც რეფორმა �ავრორასავით� გაისვრის. ოღონდ, დღეს ძალზე ძნელია იმის მტკიცება, რომ გვირაბის ბოლოს სინათლე გამოჩნდება, ანუ - საბოლოო შედეგი აუცილებლად დადებითი იქნება. მარტივი ჭეშმარიტებაა, რომ ყველა რეფორმას თავისი მტკივნეული მხარეც აქვს...
ახლა რასაც გამცნობთ, ნამდვილად ვერ ვდებთ თავს, რომ 100-პროცენტიანი სიმართლეა, მაგრამ არაერთი მოარული ხმა რეალობა გამხდარა და ჩვენი ვალია, ვერსიაც გაცნობოთ. მოკლედ, ხმა გავარდა, �ზესტაფონი� საშინაო მატჩებს მშობლიურ ქალაქში აღარ გამართავს და უახლოეს მატჩში, ბოლნისის �სიონს� თბილისში, ეროვნულ სტადიონზე უმასპინძლებსო. იმერული კლუბის წარმომადგენლებმა ეს ამბავი არც უარყვეს და არც დაადასტურეს. უფრო სწორად, ზუსტ პასუხამდე მოცდა გვირჩიეს. მერე კი ითქვა, რომ შესაძლოა, ასეც მოხდეს, რადგან გუნდი ისედაც თბილისში ვარჯიშობს, ევროტურნირებამდე დიდი დრო აღარ დარჩა და სრულფასოვანი მომზადებისთვის სჯობს თბილისში ვითამაშოთო.
ამან არაერთ ჭორს დაუდო სათავე. ზოგი �ზესტაფონის� მესვეურებსა და ერთ-ერთ მაღალჩინოსანს შორის უთანხმოებაზე მიუთითებდა, ზოგსაც სხვა ვერსია ჰქონდა, ყველა ჭორს აქ ვერ მოვუყრით თავს, მხოლოდ ერთ საინტერესო პროექტს გაგაცნობთ, რომელიც შედარებით ახლოსაა რეალობასთან.
ეს პროექტი ფაქტობრივად �საკლუბო რევოლუციადაც� შეიძლება მოინათლოს. ამ ვერსიის მიხედვით, ზაფხულში (ევროტურნირებზე ასპარეზობის შემდეგ) �ზესტაფონის� ფეხბურთელთა უდიდესი უმრავლესობა, მწვრთნელებითა და კლუბის ხელმძღვანელობით, ბათუმში გადაბარგდება და აჭარული კლუბის ღირსებას დაიცავს. �ბათუმი� კი, თავის მხრივ, მომდევნო სეზონიდან უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს. რაც შეეხება �ზესტაფონის� სტადიონს, ამ არენაზე საშინაო მატჩებს... �გაგრა� (?!) ჩაატარებს.
ამ როქის იდეა ის არის, რომ ბათუმში ტრადიციულად ძლიერი კლუბი აღდგეს. სხვათა შორის, რევოლუციის ქარტეხილი მხოლოდ ბათუმის კი არა, ქუთაისისა და ფოთის გუნდებსაც გადაუვლის. იქ თბილისის �დინამოს�, �ვიტ ჯორჯიასა� და ცხინვალის �სპარტაკის� ფეხბურთელები გადანაწილდებიან. რა თქმა უნდა, ყველაფერი საკონტრაქტო სისტემის დაცვით უნდა მოხდეს. იმ კლუბებმა კი, რომელთაც ამ მოთამაშეების დათმობა მოუწევთ, პროცესი არ უნდა შეაფერხონ. იმასაც ამბობენ, ამ პროცესში ყველა კლუბს გარკვეული ფინანსური დაინტერესება ექნებაო. ლაპარაკია სახელმწიფო ინვესტიციაზე. ზოგმა ისიც გვითხრა - ქართული ფეხბურთისთვის პროექტი იმდენად სასარგებლო იქნება, მტკივნეული მხარე მალე დავიწყდებას მიეცეძმაო...
თუმცა გუშინ გვიან ღამით ეს ამბავიც გავიგეთ - პროექტის ამუშავებას დიდი კითხვის ნიშანი დაესვა, რადგან თვითმმართველობის არჩევნების წინ ხალხის გაღიზიანებას გამოიწვევს და იდეის ავტორებმა, შეიძლება, დროებით შეაჩერონო...
ცხადია, ზესტაფონში გულშემატკივარი სერიოზულად აღშფოთდა. თუმცა ერთმა ჩვენმა წყარომ დაგვამშვიდა, მალე ყველაფერი დალაგდება და �ზესტაფონი� მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდებაო...
ვნახოთ, წესით ყველაფერი მალე უნდა გაცხადდეს...
This post has been edited by uefa08_geo on 19 Apr 2010, 11:21